მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ კვლავ უარი უთხრა ოპოზიციას, ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?" - ექსპერტი
"თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ კვლავ უარი უთხრა ოპოზიციას, ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?" - ექსპერტი

ქვე­ყა­ნა­ში გრძელ­დე­ბა პოსტსა­არ­ჩევ­ნო და­ძა­ბუ­ლო­ბა. ოპო­ზი­ცია კვლავ ჯი­უ­ტად აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შევა, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბი კი ისევ მონ­დო­მე­ბით ცდი­ლო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შუ­ა­მავ­ლო­ბას. 4 დე­კემ­ბერს ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი წე­რი­ლო­ბით გა­დას­ცეს შუ­ა­მა­ვალ დიპ­ლო­მა­ტებს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­სა­მე რა­უნ­დი დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

უნდა ჩა­ტარ­დეს თუ არა პლე­ბის­ცი­ტი და მო­ა­ხერ­ხე­ბენ თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია შე­თან­ხმე­ბას? - ამ კი­თხვით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ექ­სპერტ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს­თან:

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბე­ბი და ეს სი­ჯი­უ­ტე. ამ მძი­მე პან­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბა­ში ხალ­ხი მი­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე და ხმა მის­ცა პარ­ლა­მენ­ტის დრო­უ­ლად ამოქ­მე­დე­ბას და არა - ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებს. ჩემი აზ­რით, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ამომ­რჩევ­ლის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა დღეს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ლა­პა­რა­კი...

- თუმ­ცა ოპო­ზი­ცია ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და მისი შე­დე­გე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია...

- ოპო­ზი­ცი­ის გარ­და ვინ­მე ამ­ბობს მა­გას? არ­ჩევ­ნე­ბის ერთი ობი­ექ­ტუ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლიც კი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, დარ­ღვე­ვე­ბი იყო ისე­თი მას­შტა­ბის, რომ შე­იძ­ლე­ბო­და გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა შე­დე­გებ­ზეო. მე რაც მო­ვის­მი­ნე, უფრო პი­რი­ქით ამ­ბო­ბენ, მე­ტიც -აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ლა­მის პირ­და­პირ გვი­თხრეს, წინა არ­ჩევ­ნე­ბი ამა­ზე მეტი დარ­ღვე­ვით ტარ­დე­ბო­დაო... არ­ცერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და არ­ცერ­თი ჩვე­ნი პარტნი­ო­რი არ ლა­პა­რა­კობს ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. მაშ, რა­ტომ უნდა ვენ­დოთ ოპო­ზი­ცი­ის - და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის სი­ტყვას? კარ­გი, მა­შინ ხმა­მაღ­ლა თქვან, თუ პლე­ბის­ცი­ტის შე­დე­გად ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უარი თქვა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე, ამას დას­თან­ხმდე­ბი­ან, თუ ამა­საც არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ? თუ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, დიდი შან­სია, რომ მათ უა­რე­სი შე­დე­გი მი­ი­ღონ, ვიდ­რე დღეს აქვთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­ხე­ბა პა­ტა­რა პარ­ტი­ებს. თუ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნა, იმ პარ­ტი­ებს, რომ­ლებ­საც დღეს აქვთ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის შან­სი, ამის იმე­დი ვე­ღარ ექ­ნე­ბათ, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად ისევ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბრძო­ლის ვე­ლად იქ­ცე­ვა ქვე­ყა­ნა.

ჩემი აზ­რით, ეს პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი თუ ახლა არ შევ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში, ცოტა ხან­ში სა­ერ­თოდ და­იშ­ლე­ბი­ან. ამ ორომ­ტრი­ალ­ში ლო­გი­კას ვერ ვხე­დავ - გა­მო­დის, არ­ჩევ­ნე­ბი იმი­ტომ უნდა და­ი­ნიშ­ნოს, რომ ამას ოპო­ზი­ცია მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ? არა­და, მათ გარ­და ეს არა­ვის სურს...თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს დას­თან­ხმდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მომ­ხრე­ებს და­კარ­გავს და შე­იძ­ლე­ბა ამომ­რჩევ­ლის 70-80%-მა აღარც მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
117

ეს ე.წ ექსპერტი 100% ქოცია,პლებისციტი ერთი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩაატარეს და მეორე ამას ჩაატარებენ ქოცები . მხოლოდოდ ახალი არჩევნები ნორმალური თანასწორ პირობებში.

gabo
73

კრიზისი მერე უნდა გენახა, თქვენ , ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილები რომ მოსულიყავით კოალიციურ მთავრობაში.თქვენ ქვეყნის მართვა სახლობანას თამაში გგონიათ! დღეს არის პანდემია და ესაა მთავარი გამოწვევა და კრიზიზსი.თქვენთვის კი სხვს რამეა მთავარი და მას უძახით კრიზის! სკამები,სკამები და კიდევ საკამები-რაც უდრის ფულები,ფულები და კიდევ ფულები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ კვლავ უარი უთხრა ოპოზიციას, ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?" - ექსპერტი

"თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ კვლავ უარი უთხრა ოპოზიციას, ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ?" - ექსპერტი

ქვეყანაში გრძელდება პოსტსაარჩევნო დაძაბულობა. ოპოზიცია კვლავ ჯიუტად აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა, ფასილიტატორი ელჩები კი ისევ მონდომებით ცდილობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლობას. 4 დეკემბერს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარი მოთხოვნები წერილობით გადასცეს შუამავალ დიპლომატებს. "ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება.

უნდა ჩატარდეს თუ არა პლებისციტი და მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან:

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ქმედებები და ეს სიჯიუტე. ამ მძიმე პანდემიურ ვითარებაში ხალხი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა პარლამენტის დროულად ამოქმედებას და არა - ხელახალ არჩევნებს. ჩემი აზრით, მთელი საზოგადოების, ამომრჩევლის უპატივცემულობაა დღეს ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი...

- თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და მისი შედეგები არალეგიტიმურია...

- ოპოზიციის გარდა ვინმე ამბობს მაგას? არჩევნების ერთი ობიექტური დამკვირვებელიც კი არ არსებობს, რომელიც ამბობს, დარღვევები იყო ისეთი მასშტაბის, რომ შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა შედეგებზეო. მე რაც მოვისმინე, უფრო პირიქით ამბობენ, მეტიც -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ლამის პირდაპირ გვითხრეს, წინა არჩევნები ამაზე მეტი დარღვევით ტარდებოდაო... არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთი ჩვენი პარტნიორი არ ლაპარაკობს ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. მაშ, რატომ უნდა ვენდოთ ოპოზიციის - დაინტერესებული მხარის სიტყვას? კარგი, მაშინ ხმამაღლა თქვან, თუ პლებისციტის შედეგად ქართველმა საზოგადოებამ უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ამას დასთანხმდებიან, თუ ამასაც არალეგიტიმურად გამოაცხადებენ? თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, დიდი შანსია, რომ მათ უარესი შედეგი მიიღონ, ვიდრე დღეს აქვთ. ეს განსაკუთრებით შეეხება პატარა პარტიებს. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, იმ პარტიებს, რომლებსაც დღეს აქვთ პარლამენტში შესვლის შანსი, ამის იმედი ვეღარ ექნებათ, რადგან აუცილებლად ისევ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის ველად იქცევა ქვეყანა.

ჩემი აზრით, ეს პატარა პარტიები თუ ახლა არ შევლენ პარლამენტში, ცოტა ხანში საერთოდ დაიშლებიან. ამ ორომტრიალში ლოგიკას ვერ ვხედავ - გამოდის, არჩევნები იმიტომ უნდა დაინიშნოს, რომ ამას ოპოზიცია მიიჩნევს საჭიროდ? არადა, მათ გარდა ეს არავის სურს...თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დასთანხმდა, "ქართული ოცნება" მომხრეებს დაკარგავს და შეიძლება ამომრჩევლის 70-80%-მა აღარც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. წაიკითხეთ სტატია სრულად

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

"მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერებს სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ და ესეც ერთ-ერთი მათგანია" - სუბარი მედიაში დაანონსებულ ფარულ ჩანაწერზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"