საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, სახლის რომელ მხარეს დავდგათ და რა დეტალები გავითვალისწინოთ 2021 წლისთვის - რჩევები ფენ შუის ოსტატისგან
როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, სახლის რომელ მხარეს დავდგათ და რა დეტალები გავითვალისწინოთ 2021 წლისთვის - რჩევები ფენ შუის ოსტატისგან

რო­დის, რა ფე­რის და ოთა­ხის რო­მელ მხა­რეს უნდა დად­გათ ნაძ­ვის ხე - ამის შე­სა­ხებ, ფენ შუის ქარ­თვე­ლი ოს­ტა­ტი თიკა ქო­ქაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. ნაძ­ვის ხის დად­გმა რო­გორც იცით, ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლია და ყო­ველ წელს იმის მი­ხედ­ვით უნდა მორ­თოთ, ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის წე­ლი­წა­დიც დგე­ბა. წელს, მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო ნალი იქ­ნე­ბა, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხარი ინა­ლე­ბა.

ნალი ბედს ხსნის, წარ­მა­ტე­ბას იზი­დავს. შე­გიძ­ლი­ათ მე­ტა­ლის ნალი ნაძ­ვის ხის ქვეშ და­დოთ, თუ მსუ­ბუ­ქია, ნაძ­ვის ხე­ზეც და­კი­დოთ. ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია ნალი და­კი­დოთ სახ­ლის შე­სას­ვლელ­ში ან კარ­ზე გა­რე­დან. ოღონდ ნალი უნდა იყოს ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ნალს მო­აქვს ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. აქ­ტუ­რა­ლუ­რია ნაძ­ვის ხეზე ასე­ვე ხა­რის ფი­გუ­რა და ნაძ­ვის ხეზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეკი­დოს ერთი წი­თე­ლი სა­თა­მა­შო მა­ინც. რად­გან ხარი წით­ლის­კენ მი­ი­წევს, ეს ფერი იქ­ნე­ბა ფი­ნან­სე­ბის შე­მომ­ტა­ნი ოჯახ­ში.

ასე­ვე სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე უნდა იყოს წი­თე­ლი სან­თე­ლი და ვირ­თხის ფი­გუ­რე­ბიც უნდა დარ­ჩეს. აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ით ხარი და ვირ­თხა არი­ან სა­ი­დუმ­ლო მე­გობ­რე­ბი და ერ­თად უნდა გა­ი­ტა­ნონ ის, რაც ამ წელს მოხ­და.

შარ­შან რო­გორც გახ­სოვთ კაკ­ლე­ბი შევ­ღე­ბეთ ოქ­როს­ფრად ვირ­თხის წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და წელს კაკ­ლებს ჩა­ვა­ნაც­ვლებთ ნა­ლით. ძვე­ლი კაკ­ლე­ბი კი უნდა მო­ი­შო­როთ, ბუ­ნე­ბა­ში და­ტო­ვოთ, დაწ­ვათ ან და­მარ­ხოთ, შე­გიძ­ლი­ათ ნა­გავს გა­ა­ტა­ნოთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ძვე­ლი ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას თუ გა­და­წყვეტთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­აპ­რი­ა­ლოთ, მორ­თოთ, შე­ღე­ბოთ.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ნაძ­ვის ხის მორ­თვას... ამ­ჯე­რად ხა­რის წელი შე­მო­ა­ბი­ჯებს და ნაძ­ვის ხის დად­გმი­სას პირ­ვე­ლი ნივ­თი, რაც უნდა გქონ­დეთ, კომ­პა­სია, რად­გან გან­სა­ზღვროთ თუ წელს ოთა­ხის რო­მელ მხა­რეს არის სა­სურ­ვე­ლი მისი მორ­თვა.

თიკა ქო­ქაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ნაძ­ვის ხის მორ­თვა შე­გიძ­ლი­ათ დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი კვი­რი­დან და­ი­წყოთ. ხოლო თუ წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვთ, რო­გორ უნდა გან­სა­ზღვროთ კომ­პა­სით სა­სურ­ვე­ლი მხა­რე, მა­შინ ნაძ­ვის ხე ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში უნდა დად­გათ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში უარი თქვათ გა­ნა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. თუ და­უ­ჯე­რებთ ფენ შუის, მა­შინ შე­ი­ძი­ნეთ კომ­პა­სი და მიჰ­ყე­ვით ოს­ტა­ტის რჩე­ვებს.

სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს შე­გიძ­ლი­ათ დად­გათ მწვა­ნე ნაძ­ვის ხე და მორ­თოთ შავი, ლურ­ჯი და ცის­ფე­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ყა­ვის­ფე­რი და მცე­ნა­რის მსგავ­სი ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თოთ. ამ სექ­ტორ­ში დად­გმუ­ლი ნაძ­ვის ხე ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით თუ დად­გამთ მწვა­ნე ნაძ­ვის ხეს, მი­ი­ღებთ დიდ სიყ­ვა­რულს. მორ­თვა კი შე­გიძ­ლი­ათ გირ­ლან­დე­ბით, გა­ნა­თე­ბე­ბი­თა და სან­თლე­ბით.

თუ ნაძ­ვის ხის­თვის და­სავ­ლე­თის სექ­ტორს შე­არ­ჩევთ, რაც სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ას­რულ­დე­ბა ოჯახ­თან და ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ მორ­თოთ ნაც­რის­ფე­რი, ოქ­როს­ფე­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი, თეთ­რი, ყვი­თე­ლი და ფორ­თოხ­ლის­ფე­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით. თუ არ­ჩე­ვანს ჩრდი­ლო-აღ­მოს­ვა­ლე­თით გა­ა­კე­თებთ, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა გე­ლო­დე­ბათ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ნაძ­ვის ხე უნდა იყოს თეთ­რი. გა­ა­ფორ­მეთ გირ­ლან­დე­ბით, წი­თე­ლი და სტა­ფი­ლოს­ფე­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით.

ჩრდი­ლო და­სავ­ლე­თით მდგა­რი ნაძ­ვის ხე ოჯახ­ში ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას ააქ­ტი­უ­რებს და შე­გიძ­ლი­ათ მორ­თოთ ყა­ვის­ფე­რი დე­ტა­ლე­ბით და მცე­ნა­რის მსგავ­სი ყვა­ვი­ლე­ბით. გა­ნა­თე­ბე­ბი შე­გიძ­ლია ყველ­გან გა­მო­ი­ყე­ნოთ, გარ­და სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლე­თით მდგა­რი ნაძ­ვის ხისა.

7 იან­ვრი­დან მო­გი­წევთ ნაძ­ვის ხეს ად­გი­ლი შე­უც­ვა­ლოთ, გარ­და და­სავ­ლე­თით და ჩრდი­ლო­ეთ აღ­მო­სავ­ლე­თით მდგა­რი ნაძ­ვის ხისა. ამი­ტომ რჩე­ვაა, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ და თა­ვი­დან­ვე ამ ორ მხა­რე­ზე გა­ა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი. ნაძ­ვის ხე გარ­და იმი­სა, რომ სი­ხა­რულ­სა და სი­ლა­მა­ზეს შე­მო­ი­ტანს თქვენს ოჯა­ხებ­ში, შე­გიძ­ლი­ათ მისი წყა­ლო­ბით პა­ტა­რა რი­ტუ­ა­ლე­ბიც ჩა­ა­ტა­როთ, რაც სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. და­ი­მახ­სოვ­რეთ, სა­ნამ რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბას და­ი­წყებთ და ნაძ­ვის ხეს აან­თებთ, ჩა­ი­ფიქ­რეთ ერთი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გინ­დათ რომ 2021 წელს აგიხ­დეთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, ჯან­მრთე­ლო­ბა, ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

15 დე­კემ­ბერს 07-09 სა­ა­თამ­დე და 21-23 სა­ა­თამ­დე აან­თეთ ნაძ­ვის ხე და გქონ­დეთ ჩარ­თუ­ლი ორ-ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა შე­უძ­ლია ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს, გარ­და ძაღ­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი­სა.

18 დე­კემ­ბერს 07-09 სა­ა­თამ­დე. ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა შე­უძ­ლია ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს, გარ­და ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი­სა.

20 დე­კემ­ბერს 11-1 სა­თამ­დე და 17-19 სა­ა­თამ­დე ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა შე­უძ­ლია ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს, გარ­და კურ­დღლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი­სა.

25 დე­კემ­ბერს 13-15 და 19-21 სა­ა­თამ­დე გარ­და ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა შე­უძ­ლია ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს, გარ­და მა­ი­მუ­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი­სა.

30 დე­კემ­ბერს 09-11 17-19 სა­ა­თამ­დე ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა შე­უძ­ლია ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს, გარ­და ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი­სა. 5 იან­ვარს 24 სა­ა­თი შე­გიძ­ლი­ათ გქონ­დეთ გა­ნა­თე­ბუ­ლი თქვე­ნი ნაძ­ვის ხე. არ და­გა­ვი­წყდეთ სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა...

ბედ­ნი­ერ 2021 წელს გი­სურ­ვებთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
13

ტყუილია და ხალხსაც ნუ ატყუებთ

გაბიდა
8

ვაი რა საბრალონი ხართ ვისაც ამ ზღაპრების გჯერათ!ბედობა და მეკვლე არ დაგავიწყდეთ კიდევ აბათქვენ იცით!უფალი არსად ახსენოთ მარტო ეგ სიბნელე გახსოვდეთ მაგ იმედზე იყავით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, სახლის რომელ მხარეს დავდგათ და რა დეტალები გავითვალისწინოთ 2021 წლისთვის - რჩევები ფენ შუის ოსტატისგან

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, სახლის რომელ მხარეს დავდგათ და რა დეტალები გავითვალისწინოთ 2021 წლისთვის - რჩევები ფენ შუის ოსტატისგან

როდის, რა ფერის და ოთახის რომელ მხარეს უნდა დადგათ ნაძვის ხე - ამის შესახებ, ფენ შუის ქართველი ოსტატი თიკა ქოქაშვილი გვესაუბრება. ნაძვის ხის დადგმა როგორც იცით, ერთგვარი რიტუალია და ყოველ წელს იმის მიხედვით უნდა მორთოთ, ჩინური კალენდრის მიხედვით, რომელი ცხოველის წელიწადიც დგება. წელს, მთავარი სიმბოლო ნალი იქნება, რადგან მოგეხსენებათ, ხარი ინალება.

ნალი ბედს ხსნის, წარმატებას იზიდავს. შეგიძლიათ მეტალის ნალი ნაძვის ხის ქვეშ დადოთ, თუ მსუბუქია, ნაძვის ხეზეც დაკიდოთ. ასევე სასურველია ნალი დაკიდოთ სახლის შესასვლელში ან კარზე გარედან. ოღონდ ნალი უნდა იყოს ამოტრიალებული. ამ შემთხვევაში ნალს მოაქვს ფინანსური კეთილდღეობა. აქტურალურია ნაძვის ხეზე ასევე ხარის ფიგურა და ნაძვის ხეზე აუცილებლად უნდა ეკიდოს ერთი წითელი სათამაშო მაინც. რადგან ხარი წითლისკენ მიიწევს, ეს ფერი იქნება ფინანსების შემომტანი ოჯახში.

ასევე საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს წითელი სანთელი და ვირთხის ფიგურებიც უნდა დარჩეს. აღმოსავლური ასტროლოგიით ხარი და ვირთხა არიან საიდუმლო მეგობრები და ერთად უნდა გაიტანონ ის, რაც ამ წელს მოხდა.

შარშან როგორც გახსოვთ კაკლები შევღებეთ ოქროსფრად ვირთხის წლის აღსანიშნავად და წელს კაკლებს ჩავანაცვლებთ ნალით. ძველი კაკლები კი უნდა მოიშოროთ, ბუნებაში დატოვოთ, დაწვათ ან დამარხოთ, შეგიძლიათ ნაგავს გაატანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ძველი ნალის გამოყენებას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გააპრიალოთ, მორთოთ, შეღებოთ.

ახლა რაც შეეხება ნაძვის ხის მორთვას... ამჯერად ხარის წელი შემოაბიჯებს და ნაძვის ხის დადგმისას პირველი ნივთი, რაც უნდა გქონდეთ, კომპასია, რადგან განსაზღვროთ თუ წელს ოთახის რომელ მხარეს არის სასურველი მისი მორთვა.

თიკა ქოქაშვილი ამბობს, რომ ნაძვის ხის მორთვა შეგიძლიათ დეკემბრის პირველი კვირიდან დაიწყოთ. ხოლო თუ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ უნდა განსაზღვროთ კომპასით სასურველი მხარე, მაშინ ნაძვის ხე ოთახის შუაგულში უნდა დადგათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უარი თქვათ განათების გამოყენებაზე. თუ დაუჯერებთ ფენ შუის, მაშინ შეიძინეთ კომპასი და მიჰყევით ოსტატის რჩევებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს შეგიძლიათ დადგათ მწვანე ნაძვის ხე და მორთოთ შავი, ლურჯი და ცისფერი სათამაშოებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავისფერი და მცენარის მსგავსი ყვავილებით მორთოთ. ამ სექტორში დადგმული ნაძვის ხე ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. სამხრეთ-დასავლეთით თუ დადგამთ მწვანე ნაძვის ხეს, მიიღებთ დიდ სიყვარულს. მორთვა კი შეგიძლიათ გირლანდებით, განათებებითა და სანთლებით.

თუ ნაძვის ხისთვის დასავლეთის სექტორს შეარჩევთ, რაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ასრულდება ოჯახთან და ბავშვებთან დაკავშირებული ოცნებები. შეგიძლიათ მორთოთ ნაცრისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, თეთრი, ყვითელი და ფორთოხლისფერი სათამაშოებით. თუ არჩევანს ჩრდილო-აღმოსვალეთით გააკეთებთ, კარიერული წინსვლა გელოდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ნაძვის ხე უნდა იყოს თეთრი. გააფორმეთ გირლანდებით, წითელი და სტაფილოსფერი სათამაშოებით.

ჩრდილო დასავლეთით მდგარი ნაძვის ხე ოჯახში ფინანსურ კეთილდღეობას ააქტიურებს და შეგიძლიათ მორთოთ ყავისფერი დეტალებით და მცენარის მსგავსი ყვავილებით. განათებები შეგიძლია ყველგან გამოიყენოთ, გარდა სამხრეთ აღმოსავლეთით მდგარი ნაძვის ხისა.

7 იანვრიდან მოგიწევთ ნაძვის ხეს ადგილი შეუცვალოთ, გარდა დასავლეთით და ჩრდილოეთ აღმოსავლეთით მდგარი ნაძვის ხისა. ამიტომ რჩევაა, რომ გაითვალისწინოთ და თავიდანვე ამ ორ მხარეზე გააკეთოთ არჩევანი. ნაძვის ხე გარდა იმისა, რომ სიხარულსა და სილამაზეს შემოიტანს თქვენს ოჯახებში, შეგიძლიათ მისი წყალობით პატარა რიტუალებიც ჩაატაროთ, რაც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ, სანამ რიტუალის შესრულებას დაიწყებთ და ნაძვის ხეს აანთებთ, ჩაიფიქრეთ ერთი სურვილი, რომელიც გინდათ რომ 2021 წელს აგიხდეთ. ეს შეიძლება იყოს, ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა, ოჯახური ბედნიერება.

15 დეკემბერს 07-09 საათამდე და 21-23 საათამდე აანთეთ ნაძვის ხე და გქონდეთ ჩართული ორ-ორი საათის განმავლობაში. ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა ძაღლის წელში დაბადებულისა.

18 დეკემბერს 07-09 საათამდე. ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა ხარის წელში დაბადებულისა.

20 დეკემბერს 11-1 სათამდე და 17-19 საათამდე ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა კურდღლის წელში დაბადებულისა.

25 დეკემბერს 13-15 და 19-21 საათამდე გარდა ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა მაიმუნის წელში დაბადებულისა.

30 დეკემბერს 09-11 17-19 საათამდე ნაძვის ხის ანთება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, გარდა ხარის წელში დაბადებულისა. 5 იანვარს 24 საათი შეგიძლიათ გქონდეთ განათებული თქვენი ნაძვის ხე. არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება...

ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ.

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება - აღდგება ყველა შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მოქმედებდა

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო