მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ს ვიზის დამზადების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - თაღლითურ სქემაში 2 ცნობილი ადამიანის სახელი ფიგურირებს
აშშ-ს ვიზის დამზადების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - თაღლითურ სქემაში 2 ცნობილი ადამიანის სახელი ფიგურირებს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზის დამ­ზა­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე - 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.მ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ჩ., მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზის დამ­ზა­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე მო­ა­ტყუ­ეს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რის სა­ნაც­ვლო­დაც მოს­თხო­ვეს 17 000 აშშ დო­ლა­რი, სა­ი­და­ნაც 8 500 აშშ დო­ლა­რი წი­ნას­წარ, ნა­წილ-ნა­წილ თა­ვი­ანთ ან­გა­რიშ­ზე ჩა­ა­რი­ცხვი­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gioooo
2

exla imgere: taxx. taxx

ნატა
2

სამწუხაროა რომ ბევრი გაქცევაზე ფიქრობს ამ ქვეყნიდან...უბრალო ხალხს ხელფასებს არ უმატებენ...პურის ფულადაც აღარ ყოფნით....რამე ეშველებაა ამ ქვეყანას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

აშშ-ს ვიზის დამზადების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - თაღლითურ სქემაში 2 ცნობილი ადამიანის სახელი ფიგურირებს

აშშ-ს ვიზის დამზადების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - თაღლითურ სქემაში 2 ცნობილი ადამიანის სახელი ფიგურირებს

სამართალდამცავებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს ორი მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც 7 ივლისს ტყიბულში ნაცნობი სანადირო თოფით დაჭრა, დაკავებულია მისი მეგობარიც, რომლის მანქანითაც დამნაშავე მიიმალა

ერთ-ერთი ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერმა 6 წლის განმავლობაში ბანკის კუთვნილი 3 მლნ-ზე მეტი ლარი მიითვისა - დამნაშავე დაკავებულია

ფოთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი "მეტადონის პროგრამაში" ჩართული პირებისთვის განკუთვნილ წამალს ყიდდა