მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიგები "წითელ ჯვარში" და გზაში გარდაცვლილი ადამიანები - პანდემიის ფონზე, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი, მოსახლეობა ახალგორს ტოვებს
რიგები "წითელ ჯვარში" და გზაში გარდაცვლილი ადამიანები - პანდემიის ფონზე, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი, მოსახლეობა ახალგორს ტოვებს

ახალ­გორს ად­გი­ლობ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა "წი­თე­ლი ჯვრის" დახ­მა­რე­ბით ტო­ვებს. ახალ­გო­რე­ლე­ბის თქმით, რა­ი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და, რომ "წი­თე­ლი ჯვრის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დამ­სვლელ­თა რი­გე­ბი დგას. სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხელს აწე­რენ დო­კუ­მენტს, უკან არ დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ და ახალ­გორს ძა­ლი­ან მცი­რე ბარ­გით ტო­ვე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მძი­მე ტვირ­თის წა­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

"ცხინ­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­აღ­წია იმას, რაც სურ­და, - ეს ნიშ­ნავს, რომ უკან არა­ვინ დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან ბი­ბი­ლო­ვის მო­თხოვ­ნაა, რომ ერთხელ თუ წახ­ვალ, უკან ვერ დაბ­რუნ­დე­ბი. წლე­ბია ამ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებს ვით­მენთ, მაგ­რამ გა­უ­საძ­ლის ცხოვ­რე­ბას უსას­რუ­ლოდ ვე­რა­ვინ გა­უძ­ლებს. ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ადრე მძი­მე გვე­გო­ნა, ახლა სა­სა­ცი­ლოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა. ყვე­ლა გაქ­ცე­ვა­ზეა. ახალ­გო­რი იც­ლე­ბა", - ამ­ბობს ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რი­ვი.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, "წი­თელ ჯვარ­ში" 50-მდე ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა დევს, წას­ვლის 20-მდე მსურ­ვე­ლის საქ­მე გან­ხილ­ვა­შია, ასე­ვე, უკან არ­დაბ­რუ­ნე­ბის ხელ­წე­რი­ლით.

"ბოლო დროს, 2008 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბაც და­ი­წყო. ასე­თი რამ ადრე არ მახ­სენ­დე­ბა... რა ვქნათ, რა გა­ვა­კე­თოთ? რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ 8 ექი­მი დარ­ჩა, მათ­გან 3 სტო­მა­ლო­გია და არც ერთი თე­რა­პევ­ტი. დარ­ჩე­ნი­ლებს იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ობ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, რომ ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბის წინ SOS-ს უნდა ვწერ­დე", - ამ­ბობს ის.

ახალ­გო­რე­ლე­ბის თქმით, რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს ქი­რურ­გის, 68 წლის ონი­სე გა­თე­ნაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კო­ვიდ-19-მა იმ­სხვერ­პლა, რა­ი­ონ­ში მიგ­რა­ცია და­ი­წყო, რად­გან ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი იმე­დი იყო. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მი, ოჯა­ხის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლი­სის ნაც­ვლად, ოსურ­მა მხა­რემ ცხინ­ვალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. მა­ლე­ვე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მგო­მა­რე­ო­ბა უმარ­თა­ვი გახ­და და ცხინ­ვა­ლელ­მა ექი­მებ­მა ის თბი­ლის­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თეს. ონი­სე გა­თე­ნაშ­ვი­ლი ცხინ­ვა­ლი-თბი­ლი­სის გზა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს ექი­მის სა­სი­ცო­ცხლო სა­ჭი­რო­ე­ბის გამო, ცხინ­ვა­ლამ­დე 62 კმ-ის გავ­ლა უწევთ, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­თა­ნა­დოდ ვერც ცხინ­ვალ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან და ისევ თბი­ლის­ში უშ­ვე­ბენ. ამა­სო­ბა­ში კი, დრო გა­დის და ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მცირ­დე­ბა.

"გრძელ მან­ძილ­თან ერ­თად, ოთხი სა­შინ­ლად ხვე­უ­ლი მთა უნდა გა­და­ვი­ა­როთ, ცხინ­ვალ­ში ჩა­სას­ვლე­ლად, იქ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ არ ვსი­მუ­ლი­ან­ტობთ, არ ვი­გო­ნებთ ინ­სულტს ან რა­ი­მე სხვა და­ა­დავ­დე­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას, თა­ნაც იმ შე­საძ­ლე­ბო­ბის ფარ­გლებ­ში, რაც გა­აჩ­ნი­ათ. წლე­ბია, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა ორ ათე­ულს გა­და­ა­ჭარ­ბა და იმედ­საც ვე­ღარ ვხე­დავ, რა­საც აქ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი უნდა მო­ვე­ჭი­დოთ. ამი­ტომ მი­დის ხალ­ხი.

მე ვიცი ერთი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ორად იყო გა­ყო­ფი­ლი - ცოლი, ორი შვი­ლით აქეთ იყო, ქმა­რი ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მას შემ­დეგ, რაც ჩა­ვი­კე­ტეთ, მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი კაცი ეხ­ვე­წე­ბო­და ცოლს, - შვი­ლე­ბი აქა­ურ სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ, მეც პატ­რო­ნი მჭირ­დე­ბაო. ის კი აქა­უ­რო­ბას ვერ ელე­ო­და, ბო­ლოს კაც­მა უთხრა - თუ არ მო­დი­ხარ, მი­თხა­რი და სხვა ცოლს მო­ვიყ­ვა­ნო", - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, წლე­ბია, ად­გი­ლობ­რივ მო­ზარ­დებს, ახალ­გაზ­რდებს არც ერთ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბა არ ჰქო­ნი­ათ. ისი­ნი არა­ვის ახ­სოვს. ზო­გა­დად, რა­ი­ონ­ში და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბი დარ­ჩნენ, ეს ეხე­ბა, სკო­ლა­საც და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­საც.

"ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქ და­საქ­მე­ბულ­თა ლი­მი­ტი შე­ივ­სოს, მაგ­რამ ავი­წყდე­ბა, რომ უდიპ­ლო­მო ექი­მი და მას­წავ­ლე­ბე­ლი არც აქა­უ­რებს გვჭირ­დე­ბა. ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო გარ­ბი­ან. შო­რი­დან კი­დევ არ ჩანს ნათ­ლად ჩვე­ნი უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბა. გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვიბ­რძვით. ერთ დი­ლას 60 წლამ­დე ქალი ნა­ხეს ლო­გინ­ში გარ­დაც­ვლი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლით... დიდი ალ­ბა­თო­ბით, უე­ქი­მო­ბი­თა და უწამ­ლო­ბით მოკ­ვდა ის ქა­ლიც. მე­ზობ­ლებს თვალ­ში და­აკ­ლდათ და მო­ი­კი­თხეს, უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქონ­ლის ბღა­ვი­ლიც მოხ­ვდათ ყურ­ში, მი­ა­კი­თხეს და ლო­გინ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. უფრო ად­რეც უნა­ხავთ მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი.

ასე­თი რა­მე­ე­ბის შემ­დეგ, ვის გინ­და უთხრა, რომ არ წა­ვი­დეს, სახ­ლის კარი არ და­კე­ტოს და საფ­ლა­ვე­ბი არ და­ტო­ვოს. ნუ გა­კი­ცხავთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც "წი­თელ ჯვარს" სთხოვს, წამ­სვლელ­თა სი­ა­ში ჩა­წე­რონ. აქ მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ნა­ნო­ბენ, რომ მო­ხუ­ცი მარ­ტო და­ტო­ვეს, არ აი­ძუ­ლეს, რომ მათ­თან ყო­ფი­ლი­ყო. თავს უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ, გავ­ჩუმ­დე. ისე გავ­ქრე­ბით, ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნევს. ვი­თა­რე­ბა დიდი ხა­ნია მიშ­ვე­ბუ­ლია. კო­ვიდ-19-ის პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს და 800-კა­ცი­ან ქორ­წი­ლებს იხ­დიდ­ნენ - კო­რო­ნა არ არ­სე­ბობ­სო. აღარც მი­ლი­ცია მო­უ­წო­დებს ვინ­მეს სიფრ­თხი­ლის­კენ. რაც უფრო აცივ­დე­ბა, მეტი ადა­მი­ა­ნი და­ტო­ვებს აქა­უ­რო­ბას, მო­ხუ­ცებს შე­შის მომ­ზა­დე­ბი­სა და სურ­სა­თის მო­მა­რა­გე­ბის თავი არ აქვთ, მით უფრო, რომ უმე­ტე­სო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად სჭირ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი", - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტის ცნო­ბით, რა­ი­ონ­ში სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტი არ არის, თუმ­ცა, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი 4-ჯერ ძვი­რია. გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ შო­უ­ლობს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებს. მა­გა­ლი­თად, გულ-სის­ხლძარ­ღვთა, დი­ა­ბე­ტი­სა და პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ლებ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნილ­ნი.

"ზამ­თარ­შიც ახალ­გო­რის ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში თოვ­ლი, ყინ­ვა და ძლი­ე­რი სი­ცი­ვე იცის. ტრან­სპორ­ტიც ხან არის, ხან არა, ისე­ვე, რო­გორც ექი­მი და წა­მა­ლი, თუმ­ცა ექი­მამ­დე რომ მი­ვი­დეთ, ავ­ტო­მან­ქა­ნა ხომ გვინ­და? ამას და­ე­მა­ტა კო­ვიდ-19-იც. ამი­ტო­მაც რა­ი­ო­ნი იც­ლე­ბა", - ამ­ბობს თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ახალგორი
42

მართლაც საშინელი მდგომარეობაა დღეს ახალგორის რაიონში, მაგრამ დიდი სირცხვილია მეარყიშვილის ადვოკატობა ! ამ ადამიანის უნამუსობას არ აქვს საზღვარი. ამ ორი წლის მანძილზე ამდენი ტყუილი ჯერ არავის უთქვამს. ვეკითხები მას აღარ გეყო? სად არის სტრასბურგის პასუხი?

Yurii
48

ეგ მეტიჩარა მეარაყიშვილია გასაგდები...პროვოკატორია...ოსეთში თუ უჭირთ...... საქართველოში ულხინთ??????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რიგები "წითელ ჯვარში" და გზაში გარდაცვლილი ადამიანები - პანდემიის ფონზე, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი, მოსახლეობა ახალგორს ტოვებს

რიგები "წითელ ჯვარში" და გზაში გარდაცვლილი ადამიანები - პანდემიის ფონზე, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი, მოსახლეობა ახალგორს ტოვებს

ახალგორს ადგილობრი მოსახლეობა "წითელი ჯვრის" დახმარებით ტოვებს. ახალგორელების თქმით, რაიონში ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადამსვლელთა რიგები დგას. სპეციალურ სიაში მოხვედრილი ადამიანები ხელს აწერენ დოკუმენტს, უკან არ დაბრუნების შესახებ და ახალგორს ძალიან მცირე ბარგით ტოვებენ, ვინაიდან მძიმე ტვირთის წაღების უფლება არ აქვთ.

"ცხინვალის ხელმძღვანელობამ მიაღწია იმას, რაც სურდა, - ეს ნიშნავს, რომ უკან არავინ დაბრუნდება, რადგან ბიბილოვის მოთხოვნაა, რომ ერთხელ თუ წახვალ, უკან ვერ დაბრუნდები. წლებია ამ გაუსაძლის პირობებს ვითმენთ, მაგრამ გაუსაძლის ცხოვრებას უსასრულოდ ვერავინ გაუძლებს. ის პრობლემები, რაც ადრე მძიმე გვეგონა, ახლა სასაცილოდ გვეჩვენება. ყველა გაქცევაზეა. ახალგორი იცლება", - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, "წითელ ჯვარში" 50-მდე ადამიანის განცხადება დევს, წასვლის 20-მდე მსურველის საქმე განხილვაშია, ასევე, უკან არდაბრუნების ხელწერილით.

"ბოლო დროს, 2008 წლის შემდეგ პირველად, გარდაცვლილების გადასვენებაც დაიწყო. ასეთი რამ ადრე არ მახსენდება... რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? რაიონულ საავადმყოფოში მხოლოდ 8 ექიმი დარჩა, მათგან 3 სტომალოგია და არც ერთი თერაპევტი. დარჩენილებს იმდენად მძიმე მდგომარეობში გვიწევს ცხოვრება, რომ ყველა წინადადების წინ SOS-ს უნდა ვწერდე", - ამბობს ის.

ახალგორელების თქმით, რაიონის საავადმყოფოს ქირურგის, 68 წლის ონისე გათენაშვილის სიკვდილის შემდეგ, რომელიც კოვიდ-19-მა იმსხვერპლა, რაიონში მიგრაცია დაიწყო, რადგან ქართველი მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი იმედი იყო. ინფიცირებული ექიმი, ოჯახის თხოვნის მიუხედავად, თბილისის ნაცვლად, ოსურმა მხარემ ცხინვალში გადაიყვანა, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. მალევე პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა უმართავი გახდა და ცხინვალელმა ექიმებმა ის თბილისში გადაამისამართეს. ონისე გათენაშვილი ცხინვალი-თბილისის გზაზე გარდაიცვალა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ჰყვება, რომ ადგილობრივებს ექიმის სასიცოცხლო საჭიროების გამო, ცხინვალამდე 62 კმ-ის გავლა უწევთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სათანადოდ ვერც ცხინვალში ეხმარებიან და ისევ თბილისში უშვებენ. ამასობაში კი, დრო გადის და ადამიანის გადარჩენის შანსი მცირდება.

"გრძელ მანძილთან ერთად, ოთხი საშინლად ხვეული მთა უნდა გადავიაროთ, ცხინვალში ჩასასვლელად, იქ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვსიმულიანტობთ, არ ვიგონებთ ინსულტს ან რაიმე სხვა დაადავდებას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მკურნალობას, თანაც იმ შესაძლებობის ფარგლებში, რაც გააჩნიათ. წლებია, არაფერი იცვლება. გარდაცვლილთა რიცხვმა ორ ათეულს გადააჭარბა და იმედსაც ვეღარ ვხედავ, რასაც აქ დარჩენილები უნდა მოვეჭიდოთ. ამიტომ მიდის ხალხი.

მე ვიცი ერთი ოჯახი, რომელიც ორად იყო გაყოფილი - ცოლი, ორი შვილით აქეთ იყო, ქმარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ჩავიკეტეთ, მარტო დარჩენილი კაცი ეხვეწებოდა ცოლს, - შვილები აქაურ სკოლაში შევიყვანოთ, მეც პატრონი მჭირდებაო. ის კი აქაურობას ვერ ელეოდა, ბოლოს კაცმა უთხრა - თუ არ მოდიხარ, მითხარი და სხვა ცოლს მოვიყვანო", - ამბობს მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, წლებია, ადგილობრივ მოზარდებს, ახალგაზრდებს არც ერთ სფეროში წარმატება არ ჰქონიათ. ისინი არავის ახსოვს. ზოგადად, რაიონში დაბალი კვალიფიკაციის კადრები დარჩნენ, ეს ეხება, სკოლასაც და სამედიცინო სფეროსაც.

"ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, აქ დასაქმებულთა ლიმიტი შეივსოს, მაგრამ ავიწყდება, რომ უდიპლომო ექიმი და მასწავლებელი არც აქაურებს გვჭირდება. ამ და სხვა მიზეზების გამო გარბიან. შორიდან კიდევ არ ჩანს ნათლად ჩვენი უმძიმესი რეალობა. გადარჩენისთვის ვიბრძვით. ერთ დილას 60 წლამდე ქალი ნახეს ლოგინში გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გულით... დიდი ალბათობით, უექიმობითა და უწამლობით მოკვდა ის ქალიც. მეზობლებს თვალში დააკლდათ და მოიკითხეს, უპატრონოდ დარჩენილი საქონლის ბღავილიც მოხვდათ ყურში, მიაკითხეს და ლოგინში გარდაცვლილი ნახეს. უფრო ადრეც უნახავთ მარტოობაში გარდაცვლილი.

ასეთი რამეების შემდეგ, ვის გინდა უთხრა, რომ არ წავიდეს, სახლის კარი არ დაკეტოს და საფლავები არ დატოვოს. ნუ გაკიცხავთ იმ ადამიანებს, ვინც "წითელ ჯვარს" სთხოვს, წამსვლელთა სიაში ჩაწერონ. აქ მარტოობაში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილებიც ნანობენ, რომ მოხუცი მარტო დატოვეს, არ აიძულეს, რომ მათთან ყოფილიყო. თავს უფლებას არ ვაძლევ, გავჩუმდე. ისე გავქრებით, ვერავინ შეამჩნევს. ვითარება დიდი ხანია მიშვებულია. კოვიდ-19-ის პანდემია მძვინვარებს და 800-კაციან ქორწილებს იხდიდნენ - კორონა არ არსებობსო. აღარც მილიცია მოუწოდებს ვინმეს სიფრთხილისკენ. რაც უფრო აცივდება, მეტი ადამიანი დატოვებს აქაურობას, მოხუცებს შეშის მომზადებისა და სურსათის მომარაგების თავი არ აქვთ, მით უფრო, რომ უმეტესობას ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტები", - ამბობს მეარაყიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ახალგორელი აქტივისტის ცნობით, რაიონში სურსათის დეფიციტი არ არის, თუმცა, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ყველაფერი 4-ჯერ ძვირია. გარდა ამისა, მოსახლეობა ვერ შოულობს სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებს. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტისა და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტები აუცილელებლი პრეპარატების გარეშე არიან დარჩენილნი.

"ზამთარშიც ახალგორის ზოგიერთ სოფელში თოვლი, ყინვა და ძლიერი სიცივე იცის. ტრანსპორტიც ხან არის, ხან არა, ისევე, როგორც ექიმი და წამალი, თუმცა ექიმამდე რომ მივიდეთ, ავტომანქანა ხომ გვინდა? ამას დაემატა კოვიდ-19-იც. ამიტომაც რაიონი იცლება", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.