საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა - რას აცხადებს თამარ ჟვანია?
ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა - რას აცხადებს თამარ ჟვანია?

ჩვენ ახლა ცხა­დად ვნა­ხეთ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მიერ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჟვა­ნია 3 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ კო­მი­სი­ის სხდო­მის პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვე­ბას.

რო­გორც ჟვა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, კო­მი­სი­ის სხდო­მა 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც და­ტო­ვა იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბამ, თუმ­ცა, პარ­ლა­მენ­ტმა ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად 4 წელი იმუ­შა­ვა.

"რა თქმა უნდა, არ ვა­პი­რებ ახლა პა­სუ­ხი გავ­ცე იმ გა­მოს­ვლებს, რაც მო­ვის­მი­ნეთ. ჩვენ ახლა ცხა­დად ვნა­ხეთ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მიერ. ამავდრო­უ­ლად, ალ­ბათ, ყვე­ლას კარ­გად გახ­სოვთ 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე ზუს­ტად ასე და­ტო­ვეს სხდო­მა იგი­ვე კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა გარ­და ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა­სი. მა­ში­ნაც ასე­თი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტეს და შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებ­ზე ხელ­მო­წე­რას მა­ში­ნაც არ და­ეს­წრნენ. ეს ჩვენ­თვის ახა­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან, ძა­ლი­ან კარ­გად ვხე­დავთ, რომ 2016 წელ­საც ზუს­ტად იგი­ვე მოხ­და.

თუმ­ცა, 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად 4 წელი მუ­შა­ობ­და პარ­ლა­მენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა და­ვით­მა ახლა წა­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნო­ბა­შია წა­სა­კი­თხი და სა­ერ­თოდ არ კი­თხუ­ლობს იგი­ვე IRI-ს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

ეს არის ცალ­მხრი­ვი წა­კი­თხვა და ვურ­ჩევ­დი ყვე­ლას, რომ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ ის პე­რი­ო­დი, რაც ზუს­ტად ამ შე­მად­გენ­ლო­ბის მიერ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, არის ამ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ნიშ­ვნე­ბი გა­მოთ­ქმუ­ლი, ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შებ­საც, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი, ყვე­ლამ ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან კარ­გად იცის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა და პო­ზი­ცია, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი ამ არ­ჩევ­ნებ­ზე იყო და­ცუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის სა­კი­თხი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მიერ არ დამ­დგა­რა“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჟვა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სხდო­მა იმარ­თე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევ­რებ­მა და­ტო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
9

ჟვანია არ არის ეგ ქალი, მატინოვია გვარად.........

გია
6

დარჩა ცხრა ქოცი. არცერთმა, ვითომ 6 ნეიტრაულიური წევრიდან არ დატოვა სხდომა. 

ავტორი:

ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა - რას აცხადებს თამარ ჟვანია?

ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა - რას აცხადებს თამარ ჟვანია?

ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ, - ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია 3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, კომისიის სხდომა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დატოვა იგივე შემადგენლობამ, თუმცა, პარლამენტმა ამ არჩევნების შედეგად 4 წელი იმუშავა.

"რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ახლა პასუხი გავცე იმ გამოსვლებს, რაც მოვისმინეთ. ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ. ამავდროულად, ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ 2016 წლის არჩევნებზე ზუსტად ასე დატოვეს სხდომა იგივე კომისიის წევრებმა გარდა ქალბატონი ხათუნასი. მაშინაც ასეთი პოზიცია გამოხატეს და შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერას მაშინაც არ დაესწრნენ. ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ვინაიდან, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ 2016 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა.

თუმცა, 2016 წლის არჩევნების შედეგად 4 წელი მუშაობდა პარლამენტი, შესაბამისად, ასეთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერები, რომელიც ბატონმა დავითმა ახლა წაიკითხა, რომელიც ერთიანობაშია წასაკითხი და საერთოდ არ კითხულობს იგივე IRI-ს რეკომენდაციებს, რომელთა უმრავლესობაც პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ კონტექსტს შეეხება, ძალიან სამწუხაროა.

ეს არის ცალმხრივი წაკითხვა და ვურჩევდი ყველას, რომ გაეხსენებინათ ის პერიოდი, რაც ზუსტად ამ შემადგენლობის მიერ არის ჩატარებული. ცხადია, არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქმული, ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო ანგარიშებსაც, მაგრამ ერთს ვიტყვი, ყველამ ამ ქვეყანაში ძალიან კარგად იცის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი შეფასება და პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ამ არჩევნებზე იყო დაცული. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არ დამდგარა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დატოვეს.

"17 წლის გოგონა კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო... საქართველო ლეტალობის მხრივ საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება" - ეკა ტიკარაძე

"მესმის, რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს" - გოგა ხაჩიძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს

"თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, "ნაცმოძრაობა" არ იქნება პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი" - რა გადაწყვიტეს პარტიის პოლიტსაბჭოზე