კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?
"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

"აფ­თი­აქ­ში შე­სულ­მა წამ­ლის ათი აბი ვერ ვი­ყი­დე და ექ­ვსი ჩა­მო­ვაჭ­რე­ვი­ნე..." - ეს სი­ტყვე­ბი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ეკუთ­ვნის. მომ­ღე­რალ­მა "ტვ პირ­ველ­ზე" შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ხე­ლო­ვა­ნებ­ზე და სა­ერ­თო გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ისა­უბ­რა. თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას პრო­დი­უ­სე­რი მე­უღ­ლე კახა მა­მუ­ლიშ­ვი­ლი...

პან­დე­მი­ამ ყვე­ლა ოჯახ­ში შე­აღ­წია... გა­უ­ჭირ­დათ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს, ზოგს ფი­ნან­სუ­რად, ზოგ­საც მო­რა­ლუ­რად.. ნინო ჩხე­ი­ძე ამ­ბობს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. ასე­ვე თვე­ე­ბია არ უნა­ხავს მე­უღ­ლე გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

- ნინო, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ იმ ზი­ან­ზე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ მი­ა­ყე­ნათ...

- დიახ, სა­ერ­თოდ შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დავ­რჩი, გა­და­ი­დო ან ჩა­ი­შა­ლა ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი. არ მიყ­ვარს ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ, რა გა­ვა­კე­თო, პირ­და­პი­რი ეთე­რი ხომ არ ჩავ­რთო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ფორ­მი­დან არ ამოვ­ვარ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ივ­ლის და კონ­ცერ­ტე­ბი აღ­დგე­ბა, ისევ მოქ­მედ არ­ტის­ტად რომ დავ­რჩე. ძა­ლი­ან რთუ­ლია რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე მო­რა­ლუ­რი მზად­ყოფ­ნაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნო.

- კო­ლე­გე­ბი თუ გეხ­მი­ა­ნე­ბი­ან უცხო­ე­თი­დან. სხვა­გან რა ხდე­ბა?

- ის­რა­ელ­ში ყვე­ლა გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ჩვენ არ ვართ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. მაგ­რამ ჩემი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვინც ეკ­რან­ზე ჩა­ნან, მათ კი­დევ ხე­დავს ხალ­ხი და ჩვენ­თვის ორ­მა­გად რთუ­ლია.

- ამ­ბო­ბენ, რომ იმ სა­ხე­ებს გა­უჭ­რი­დათ, ვინც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არ არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი...

- დიახ, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი გაქვს, გარ­და შე­მო­სავ­ლი­სა მა­ყუ­რე­ბელს თავს ახ­სე­ნებ. ამ დროს ყვე­ლას ახ­სოვ­ხარ და მოქ­მე­დი ხარ. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც იმა­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ რო­დის და­გი­ძა­ხებს. ჩემი სტუ­დია მაქვს და ვცდი­ლობ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო. არ ამოვ­ვარ­დე ფორ­მი­დან. ვი­საც უკვე მოხ­დი­ლი აქვს კო­რო­ნა, სტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში და­დი­ან.

- თქვენ რო­გორ გა­და­ურ­ჩით და­ვირუ­სე­ბას... მხო­ლოდ წე­სე­ბის დაც­ვით თუ ძა­ლი­ან ფრთხი­ლობთ?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავ ყვე­ლა წესს, არ დავ­დი­ვარ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. ძა­ლი­ან შევ­ზღუ­დე კონ­ტაქ­ტე­ბი. ბევ­რი იცავს, მაგ­რამ მე კონ­ტაქ­ტე­ბის რი­ცხვი ძა­ლი­ან შე­ვამ­ცი­რე და თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, არ გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან. არ მინ­და რომ ვირუ­სი შემ­ხვდეს და ახ­ლობ­ლებ­საც გა­დავ­დო. ზო­გა­დად, ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ბო­ლოს ქვეყ­ნი­დან რო­დის გახ­ვე­დი?

- მარ­ტში ვი­ყა­ვი ის­რა­ელ­ში. 9-ში დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვა­რი და­ი­კე­ტა, შე­მო­ვას­წა­რი. მას შემ­დეგ არ­სად არ წავ­სულ­ვარ. გა­ვა­უქ­მე კონ­ცერ­ტე­ბი, შვე­დეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ან­ტვერ­პენ­ში, ის­რა­ელ­ში...

- მე­უღ­ლეც არ გი­ნა­ხავს?

- არა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვაა. პირ­ვე­ლად მოხ­და ასე, რომ ამ­დენ ხანს არ გვი­ნა­ხავს ერ­თმა­ნე­თი.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბატონი ამირანი
10

დავიწვი ამ გოგოს ცოდვით,მეუღლე მაინც ყავდეს გვერდით....

ქველმოქმედი
2

მოდი ამ მოწუწუნე ფულიან სასტავს ჩვენ - უსამსახუროებმა და უფულოებმა - ფული ავუგროვოთ, რომ ძველებურად ხელგაშლით იცხოვრონ, თორე დავიწვი ამ ბიზნესმენების და ,,ყოფილი" მდიდრების წკმუტუნით,,, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

"აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე..." - ეს სიტყვები თამრიკო ჭოხონელიძეს ეკუთვნის. მომღერალმა "ტვ პირველზე" შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხელოვანებზე და საერთო გაჭირვებაზე ისაუბრა. თითქმის ყველა ინტერვიუში საუბრობს საბანკო ვალდებულებებზე ლელა წურწუმიას პროდიუსერი მეუღლე კახა მამულიშვილი...

პანდემიამ ყველა ოჯახში შეაღწია... გაუჭირდათ ქართველ ვარსკვლავებს, ზოგს ფინანსურად, ზოგსაც მორალურად.. ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩა. ასევე თვეებია არ უნახავს მეუღლე გიორგი კორახაშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს.

- ნინო, თქვენი კოლეგები ბევრს საუბრობენ იმ ზიანზე, რომელიც პანდემიამ მიაყენათ...

- დიახ, საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, გადაიდო ან ჩაიშალა ჩემი კონცერტები. არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მორალურადაც ძალიან გამიჭირდა. ყოველდღე ვფიქრობ, რა გავაკეთო, პირდაპირი ეთერი ხომ არ ჩავრთო სოციალურ ქსელში, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის და კონცერტები აღდგება, ისევ მოქმედ არტისტად რომ დავრჩე. ძალიან რთულია როგორც ფინანსური, ისე მორალური მზადყოფნაც შეინარჩუნო.

- კოლეგები თუ გეხმიანებიან უცხოეთიდან. სხვაგან რა ხდება?

- ისრაელში ყველა გაჩერებულია და ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. მაგრამ ჩემი კოლეგები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ვინც ეკრანზე ჩანან, მათ კიდევ ხედავს ხალხი და ჩვენთვის ორმაგად რთულია.

- ამბობენ, რომ იმ სახეებს გაუჭრიდათ, ვინც ტელევიზიებში არ არიან დასაქმებულები...

- დიახ, როდესაც სამსახური გაქვს, გარდა შემოსავლისა მაყურებელს თავს ახსენებ. ამ დროს ყველას ახსოვხარ და მოქმედი ხარ. ძალიან რთულია, როდესაც იმაზე ხარ დამოკიდებული, ვინ როდის დაგიძახებს. ჩემი სტუდია მაქვს და ვცდილობ ახალი სიმღერები ჩავწერო. არ ამოვვარდე ფორმიდან. ვისაც უკვე მოხდილი აქვს კორონა, სტუდიის თანამშრომლები სამსახურში დადიან.

- თქვენ როგორ გადაურჩით დავირუსებას... მხოლოდ წესების დაცვით თუ ძალიან ფრთხილობთ?

- მაქსიმალურად ვიცავ ყველა წესს, არ დავდივარ ხალხმრავალ ადგილებში. ძალიან შევზღუდე კონტაქტები. ბევრი იცავს, მაგრამ მე კონტაქტების რიცხვი ძალიან შევამცირე და თუ აუცილებელი არ არის, არ გავდივარ სახლიდან. არ მინდა რომ ვირუსი შემხვდეს და ახლობლებსაც გადავდო. ზოგადად, ფრთხილი ადამიანი ვარ.

- ბოლოს ქვეყნიდან როდის გახვედი?

- მარტში ვიყავი ისრაელში. 9-ში დავბრუნდი საქართველოში და საზღვარი დაიკეტა, შემოვასწარი. მას შემდეგ არსად არ წავსულვარ. გავაუქმე კონცერტები, შვედეთში, გერმანიაში, ანტვერპენში, ისრაელში...

- მეუღლეც არ გინახავს?

- არა, მოგეხსენებათ, უკრაინაშიც ძალიან ბევრი შემთხვევაა. პირველად მოხდა ასე, რომ ამდენ ხანს არ გვინახავს ერთმანეთი.

როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი - "პანდემიის დროს უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა საღამოს კაბებზე"

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა