მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველით, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ" - ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებს პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება
"ველით, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ" - ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებს პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას პი­რად თავ­დებ­ში 200-მდე პირი უდ­გე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა თბი­ლი­სის სა­ქალ­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნუ­ცხა­დეს.

სა­სა­მარ­თლოს­თან სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ.

ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ად­ვო­კა­ტის, ნეს­ტან ლონ­და­რი­ძის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, რომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცესს ხელს შე­უშ­ლი­ან.

„ბრალ­დე­ბის მხა­რეს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, რომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცესს ხელს შე­უშ­ლი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ სა­სა­მარ­თლო დაც­ვის მხა­რის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ პო­ზი­ცი­ას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს - შე­იც­ვა­ლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სახე და არ იყოს პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე თავ­დე­ბო­ბას ვთა­ვა­ზობთ - 200-მდე ადა­მი­ა­ნის ხელ­წე­რი­ლი გვაქვს. არა­ნა­ი­რი ხელ­შეშ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას პრო­ცესს ხელს შე­უშ­ლი­ან და ამი­ტომ მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ მოხ­დე­ბა მათი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თავ­დე­ბის ჯგუ­ფის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლია პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათ შო­რის დე­პუ­ტა­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი და სან­დო პი­რე­ბი გვყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ვფიქ­რობ, სა­სა­მარ­თლოს არ ექ­ნე­ბა არ­გუ­მენ­ტი, რომ მათი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა თავ­დე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ლონ­და­რი­ძემ.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯე­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ კვლავ მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს, დაც­ვის მხა­რე კი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას პი­რა­დი თავ­დე­ბო­ბით ითხოვს.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის მი­ხე­ილ სად­რა­ძის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს საქ­მე სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია.

„ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში დარ­ჩე­ნა, რად­გან მათი გა­მო­ძი­ე­ბა­ში უარ­ყო­ფი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხი მა­ღა­ლი ხა­რის­ხით არ­სე­ბობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­სა­მარ­თლო შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ საქ­მე­ზე, რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ნი პო­ზი­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს საქ­მე სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია. ნა­წი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ღე­ბუ­ლია, ნა­წილს კი ვე­ლო­დე­ბით. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა მო­პო­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი არ არის და ბუ­ნებ­რი­ვია, ამ დას­კვნებ­საც მი­ვი­ღებთ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სად­რა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რებს სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი სტვე­ნით დახ­ვდნენ.

„მონა მი­ხე­ილ" - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბი­სა და ტა­შის ფონ­ზე მო­უ­წია საქ­მის პრო­კუ­რორს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კულტურული-დამონებულ-დაგლეჯილი-ნაცია !-15
8

მივიწყებულ-მორალს-შეგახსენბთ გადავჯიშდით-ხალხია !-16

რუსთაველის-შთამომავალთ არ-შეგვშვენის-დეგრადაცია !-17

ბარათაშვილის-მერნის-შემქმნელთ დავუშვებთ-კაპიტულაციას ?-18

ვაჟას-სტუმარ-მასპიძლის-პატრონთ რა-უბედურება-დაგვმართნია ?-19

აღმაშენებლის-გალობანი-სინანულისანი სულ-დაგვგვიწყნია !-20

ტაძარ-მეჩეთ-სინაგოგა ერთდ-დაგვიტოვა-საპატრონოდ-ისტორიამ !-21

პოეზიის-გალაქტიკონს-მოძრავ-რითმს-სინკოპას-გიხსნით-უკვე-რა-ხანია !-22

ასე-თუ-გავაგრძელეთ-ქართველნი გველის-ღირებულებათა-დევალვაცია !-23

ვახო
96

ესენი რომ გამოვლენ ღარიბაშვილი უნდა შეაგდო იმავე კამერაში. უნამუსო ყველაფრის მკადრებელი ვირთხა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ველით, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ" - ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებს პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

"ველით, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ" - ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებს პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა თბილისის საქალქო სასამართლოსთან განუცხადეს.

სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში მართლმსაჯულების პროცესს ხელს შეუშლიან.

„ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თავისუფლების ყოფნის პერიოდში მართლმსაჯულების პროცესს ხელს შეუშლიან, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტირებულ პოზიციას გაითვალისწინებს - შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიების სახე და არ იყოს პატიმრობა გამოყენებული, ასევე თავდებობას ვთავაზობთ - 200-მდე ადამიანის ხელწერილი გვაქვს. არანაირი ხელშეშლის საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულები მართლმსაჯულებას პროცესს ხელს შეუშლიან და ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ მოხდება მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თავდების ჯგუფის გარკვეული ნაწილია პოლიტიკოსები, მათ შორის დეპუტატები, საზოგადოების ცნობილი და სანდო პირები გვყავს წარმოდგენილი და ვფიქრობ, სასამართლოს არ ექნება არგუმენტი, რომ მათი შუამდგომლობა თავდებობასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინოს", - განაცხადა ლონდარიძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.

საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

„ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული იყოს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის ძალაში დარჩენა, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი მაღალი ხარისხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ნაწილი ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია, ნაწილს კი ველოდებით. როგორც მოგეხსენებათ, უამრავი მტკიცებულებაა მოპოვებული, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის და ბუნებრივია, ამ დასკვნებსაც მივიღებთ", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების საქმის პროკურორებს სასამართლოსთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.

„მონა მიხეილ" - ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე მოუწია საქმის პროკურორს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 46 წლის ხიზირ გაურგაშვილ დააკავეს

"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი

"თბილისელია და სოფელში სტუმრად იყო, მის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი" - ვინ არის ნატანებში მოკლული მამაკაცი და რას ყვებიან ტრაგედიაზე ადგილობრივები