პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალ სივრცეში მოიხსენით პირბადე და სახე რამდენიმე წუთით მზეს აჩვენეთ" - კოსმეტოლოგის რჩევები ზამთარში გაუხეშებული კანის მოსავლელად
"თავისუფალ სივრცეში მოიხსენით პირბადე და სახე რამდენიმე წუთით მზეს აჩვენეთ" - კოსმეტოლოგის რჩევები ზამთარში გაუხეშებული კანის მოსავლელად

ზამ­თა­რი, სუს­ხი, ქარი და ყინ­ვა, პირ­და­პირ ასო­ცირ­დე­ბა სი­ცი­ვის­გან გა­უ­ხე­შე­ბულ კან­თან, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. თუ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, კოს­მე­ტო­ლო­გის კა­ბი­ნეტ­ში ვი­ზი­ტი და­გეგ­მეთ, თქვენ გა­გი­მარ­თლათ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, გთა­ვა­ზობთ ექი­მი-კოს­მე­ტო­ლო­გის თინა რე­ვა­ზიშ­ვი­ლის რჩე­ვებს, სა­ხის კა­ნის მო­სავ­ლე­ლად.

- ზამ­თარ­ში, მშრა­ლი კანი, სი­ცი­ვი­დან სით­ბო­ში მოხ­ვედ­რი­სას, კარ­გავს ტემ­პე­რა­ტუ­რას და უფრო მე­ტად შრე­ბა, რაც კა­ნის გა­მოშ­რო­ბას­თან ერ­თად ზოგ­ჯერ, ქა­ვილ­საც იწ­ვევს. ამი­ტომ, მას სჭირ­დე­ბა და­ტე­ნი­ა­ნე­ბა, ოღონდ სწო­რად, რად­გან ზოგი და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელს ის­ვამს და ასე გა­დის ქუ­ჩა­ში, რაც შეც­დო­მაა. ქუ­ჩა­ში გას­ვლამ­დე, 30-60 წუ­თით ადრე წა­ის­ვით მკვე­ბა­ვი და შემ­დეგ გა­და­ის­ვით ტო­ნა­ლუ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ტე­ნი­ა­ნე­ბას ეს შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც გა­ა­კე­თოთ, მა­გა­ლი­თად, ნუ­შის, ან ავო­კა­დოს ზე­თე­ბით. ასე­ვე, ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოა, ყუ­რძნის წიპ­წის ზეთი, ოღონდ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ყვე­ლა კანი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ზოგი ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­ულ პრო­დუქტზე ალერ­გი­უ­ლია.

ზამ­თარ­ში და არა მხო­ლოდ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხის კა­ნის და­ბა­ნა ძა­ლი­ან ცხე­ლი ან ძა­ლი­ან ცივი წყლით, რაც აუ­ხე­შებს და აშ­რობს კანს. ასე­ვე, მო­ე­რი­დეთ, სპირ­ტი­ან ლო­სი­ო­ნებს (გან­სა­კუთ­რე­ბით მშრა­ლი და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კა­ნის მქო­ნე­ე­ბი), გამ­წმენ­დს, მა­კი­ა­ჟის მო­სა­შო­რე­ბელ სი­თხეს. სა­სურ­ვე­ლია, სახე გა­იწ­მინ­დოთ, ნელ-თბილ წყალ­ში გა­რე­უ­ლი რძით. ხე­ლის ნელი მოძ­რა­ო­ბით და­ი­მუ­შა­ვეთ სახე, რად­გან ზამ­თრის ცივი კლი­მა­ტის დროს კანი უფრო მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია, ღამე, გა­ხე­ხილ ვაშ­ლი­სა და ცხი­მი­ა­ნი არა­ჟ­ნის ნი­ღა­ბი, გა­ი­ჩა­რეთ სა­ხე­ზე 10-15 წუთი და თბი­ლი წყლით ჩა­მო­ი­ბა­ნოთ. რის შემ­დე­გაც, სა­სურ­ვე­ლია მკვე­ბა­ვი, თუ არა, ნუ­შის ან ავო­კა­დოს ზეთი.

თუკი, შეძ­ლე­ბენ კოს­მე­ტი­კურ კა­ბი­ნეტ­ში ვი­ზიტს, ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოა, ასე­ვე მკვე­ბა­ვი და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე "ლედ ნი­ღა­ბი", მე­ზო­თე­რა­პია, სა­დაც ექი­მი კოს­მე­ტო­ლო­გი თა­ვად გა­და­წყვეტს, რო­მე­ლი სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ა­ცო­ცხლოს ადა­მი­ა­ნის კანი. ასე­ვე სა­ხის მა­სა­ჟი კვი­რა­ში ორ­ჯერ, რო­მელ­თა­ნაც ერ­თა­დაც სა­სურ­ვე­ლია სხვა გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, მათ შო­რის "ოქ­როს ნი­ღა­ბი"... რო­დე­საც მშრა­ლი კან­ზე ვსა­უბ­რობ, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სი­ცი­ვი­დან მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ში მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ცხი­მი­ნი კა­ნიც ზი­ან­დე­ბა.

ზამ­თარ­ში და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ცხი­მი­ან კან­ზე, სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე, ტო­ნა­ლუ­რის კრე­მის ქვეშ უნდა წა­ის­ვათ დამ­ცა­ვი, რათა სი­ცი­ვე­ში გახ­სნი­ლი ფო­რე­ბის დროს არ და­ზი­ან­დეს კანი და არ გაჩ­ნდეს აკნე-გა­მო­ნა­ყა­რი.

- პირ­ბა­დის ხში­რი ტა­რე­ბა აღი­ზი­ა­ნებს სა­ხის კანს. რას გვირ­ჩევთ გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად?

- დიახ, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა კა­ნის­თვის, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ტა­რე­ბა, ამი­ტომ გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თად უნდა ვი­პო­ვოთ. ხში­რად შე­მომ­ჩი­ვი­ან, რომ პირ­ბა­დემ გა­უ­ღი­ზი­ა­ნა კანი - უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შეც­ვა­ლოთ 2-3 სა­ათ­ში ერთხელ, რად­გან ნახ­ში­რორ­ჟან­გი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ამო­ი­სუნ­თქავს, "ტრი­ა­ლებს" პირ­ბა­დე­სა და სა­ხის კანს შო­რის და მწვა­ვედ აი­სა­ხე­ბა მას­ზე, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა მშრალ კანს, ის ბევ­რად მალე აუ­ხე­შებს მას, ვიდ­რე კომ­ბი­ნი­რე­ბულ ან ცხი­მი­ანს.

ასე­ვე, ოქ­როს წე­სი­ვით უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ზო­მი­ე­რად მი­ი­ღოთ მზე, D ვი­ტა­მი­ნის გა­რე­შე, მხო­ლოდ კრე­მე­ბით ან სხვა სა­ხის ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვით, ბუ­ნებ­რი­ვად ჯან­საღ ფერს ვე­რას­დროს მი­ვი­ღებთ. ამი­ტომ, ახლა, რო­გორც კი, შე­და­რე­ბით მშვიდ და თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცე­ში მოხ­ვდე­ბით, მო­იხ­სე­ნით პირ­ბა­დე და სახე თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წუ­თით მზეს აჩ­ვე­ნეთ.

- რას იტყვით კოს­მე­ტი­კურ საპ­ნებ­ზე?

- ნელ-თბი­ლი წყლით და­ბა­ნა ვახ­სე­ნეთ, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რო­ბაა, მაგ­რამ კა­ნის ტი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რად უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ სა­პო­ნი. მა­გა­ლი­თად, ვარ­დის­ფე­რი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­პო­ნი შე­ი­ცავს მშრა­ლი კა­ნის­თვის სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტებს; შავი კი, გო­გირ­დი­სა და ნახ­ში­რის შემ­ცვე­ლია, რაც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ცხი­მი­ან კანს და ბაქ­ტე­რი­ებს ძა­ლი­ან კარ­გად უს­წორ­დე­ბა. აკნე- გა­მო­ნაყ­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლია, 2-3 წუთი და­ტო­ვოთ სა­ხე­ზე და შემ­დეგ ჩა­მო­ი­ბა­ნოთ.

- ალ­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი კვე­ბაც...

- დიახ, სწო­რი კვე­ბა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძილი... ზო­გა­დად, კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი ვამ­ბობთ - ადა­მი­ა­ნი რო­გორც იკ­ვე­ბე­ბა, ისე­თი კანი აქვს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბი, ოღონდ, სა­სურ­ვე­ლია, ეს იყოს ჯან­სა­ღი, ბუ­ნებ­რი­ვი საკ­ვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი, წვე­ნი და რაც მთა­ვა­რია, წყა­ლი, წყა­ლი და კი­დევ ერთხელ წყა­ლი, რო­მელ­საც ვერც გა­ზი­ა­ნი და მი­ნე­რა­ლუ­რი სას­მე­ლი ანაც­ვლებს, ვერც ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი და ყავა-ჩაი... სა­სურ­ვე­ლია, დღე­ში 2 ლიტ­რამ­დე წყლის მი­ღე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ვე­ღარც კვე­ბას ექ­ნე­ბა ისე­თი ეფექ­ტი.

ავტორი:

"თავისუფალ სივრცეში მოიხსენით პირბადე და სახე რამდენიმე წუთით მზეს აჩვენეთ" - კოსმეტოლოგის რჩევები ზამთარში გაუხეშებული კანის მოსავლელად

"თავისუფალ სივრცეში მოიხსენით პირბადე და სახე რამდენიმე წუთით მზეს აჩვენეთ" - კოსმეტოლოგის რჩევები ზამთარში გაუხეშებული კანის მოსავლელად

ზამთარი, სუსხი, ქარი და ყინვა, პირდაპირ ასოცირდება სიცივისგან გაუხეშებულ კანთან, რომელსაც შესაბამისი მოვლა სჭირდება. თუ ახალი რეგულაციების ფარგლებში, კოსმეტოლოგის კაბინეტში ვიზიტი დაგეგმეთ, თქვენ გაგიმართლათ. სხვა შემთხვევაში კი, გთავაზობთ ექიმი-კოსმეტოლოგის თინა რევაზიშვილის რჩევებს, სახის კანის მოსავლელად.

- ზამთარში, მშრალი კანი, სიცივიდან სითბოში მოხვედრისას, კარგავს ტემპერატურას და უფრო მეტად შრება, რაც კანის გამოშრობასთან ერთად ზოგჯერ, ქავილსაც იწვევს. ამიტომ, მას სჭირდება დატენიანება, ოღონდ სწორად, რადგან ზოგი დამატენიანებელს ისვამს და ასე გადის ქუჩაში, რაც შეცდომაა. ქუჩაში გასვლამდე, 30-60 წუთით ადრე წაისვით მკვებავი და შემდეგ გადაისვით ტონალური. რაც შეეხება დატენიანებას ეს შეგიძლიათ სახლის პირობებშიც გააკეთოთ, მაგალითად, ნუშის, ან ავოკადოს ზეთებით. ასევე, ძალზე სასარგებლოა, ყურძნის წიპწის ზეთი, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კანი არის ინდივიდუალური და შესაბამისი მოვლა სჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ადამიანი გარკვეულ პროდუქტზე ალერგიულია.

ზამთარში და არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება სახის კანის დაბანა ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი წყლით, რაც აუხეშებს და აშრობს კანს. ასევე, მოერიდეთ, სპირტიან ლოსიონებს (განსაკუთრებით მშრალი და კომბინირებული კანის მქონეები), გამწმენდს, მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეს. სასურველია, სახე გაიწმინდოთ, ნელ-თბილ წყალში გარეული რძით. ხელის ნელი მოძრაობით დაიმუშავეთ სახე, რადგან ზამთრის ცივი კლიმატის დროს კანი უფრო მგრძნობიარე ხდება. ასევე ძალიან კარგია, ღამე, გახეხილ ვაშლისა და ცხიმიანი არაჟნის ნიღაბი, გაიჩარეთ სახეზე 10-15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანოთ. რის შემდეგაც, სასურველია მკვებავი, თუ არა, ნუშის ან ავოკადოს ზეთი.

თუკი, შეძლებენ კოსმეტიკურ კაბინეტში ვიზიტს, ძალზე სასარგებლოა, ასევე მკვებავი და სხვადასხვა დანიშნულების მქონე "ლედ ნიღაბი", მეზოთერაპია, სადაც ექიმი კოსმეტოლოგი თავად გადაწყვეტს, რომელი საჭირო ვიტამინებით გააცოცხლოს ადამიანის კანი. ასევე სახის მასაჟი კვირაში ორჯერ, რომელთანაც ერთადაც სასურველია სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები, მათ შორის "ოქროს ნიღაბი"... როდესაც მშრალი კანზე ვსაუბრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცივიდან მაღალ ტემპერატურაში მოხვედრის შემთხვევაში, ცხიმინი კანიც ზიანდება.

ზამთარში დაბალი ტემპერატურა ცუდად აისახება ცხიმიან კანზე, სახლიდან გასვლამდე, ტონალურის კრემის ქვეშ უნდა წაისვათ დამცავი, რათა სიცივეში გახსნილი ფორების დროს არ დაზიანდეს კანი და არ გაჩნდეს აკნე-გამონაყარი.

- პირბადის ხშირი ტარება აღიზიანებს სახის კანს. რას გვირჩევთ გართულებების თავიდან ასარიდებლად?

- დიახ, ეს სერიოზული პრობლემაა კანისთვის, მაგრამ ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია მისი ტარება, ამიტომ გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ. ხშირად შემომჩივიან, რომ პირბადემ გაუღიზიანა კანი - უნდა გვახსოვდეს, რომ ის აუცილებლად უნდა შეცვალოთ 2-3 საათში ერთხელ, რადგან ნახშირორჟანგი, რომელსაც ადამიანი ამოისუნთქავს, "ტრიალებს" პირბადესა და სახის კანს შორის და მწვავედ აისახება მასზე, ეს განსაკუთრებით ეხება მშრალ კანს, ის ბევრად მალე აუხეშებს მას, ვიდრე კომბინირებულ ან ცხიმიანს.

ასევე, ოქროს წესივით უნდა გვახსოვდეს, რომ წელიწადის ნებისმიერ მონაკვეთში, აუცილებელია, ზომიერად მიიღოთ მზე, D ვიტამინის გარეშე, მხოლოდ კრემებით ან სხვა სახის ხელოვნური ჩარევით, ბუნებრივად ჯანსაღ ფერს ვერასდროს მივიღებთ. ამიტომ, ახლა, როგორც კი, შედარებით მშვიდ და თავისუფალ სივრცეში მოხვდებით, მოიხსენით პირბადე და სახე თუნდაც რამდენიმე წუთით მზეს აჩვენეთ.

- რას იტყვით კოსმეტიკურ საპნებზე?

- ნელ-თბილი წყლით დაბანა ვახსენეთ, რაც აუცილებელია პირობაა, მაგრამ კანის ტიპიდან გამომდინარე, სწორად უნდა შევარჩიოთ საპონი. მაგალითად, ვარდისფერი კოსმეტიკური საპონი შეიცავს მშრალი კანისთვის საჭირო ინგრედიენტებს; შავი კი, გოგირდისა და ნახშირის შემცველია, რაც ძალიან უხდება ცხიმიან კანს და ბაქტერიებს ძალიან კარგად უსწორდება. აკნე- გამონაყრის შემთხვევაში, სასურველია, 2-3 წუთი დატოვოთ სახეზე და შემდეგ ჩამოიბანოთ.

- ალბათ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვებაც...

- დიახ, სწორი კვება და მოწესრიგებული ძილი... ზოგადად, კოსმეტოლოგები ვამბობთ - ადამიანი როგორც იკვებება, ისეთი კანი აქვს. აუცილებელია ვიტამინები, ოღონდ, სასურველია, ეს იყოს ჯანსაღი, ბუნებრივი საკვებისგან მიღებული ვიტამინები, ბოსტნეული, ხილი, წვენი და რაც მთავარია, წყალი, წყალი და კიდევ ერთხელ წყალი, რომელსაც ვერც გაზიანი და მინერალური სასმელი ანაცვლებს, ვერც ნატურალური წვენი და ყავა-ჩაი... სასურველია, დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება, სხვა შემთხვევაში, ვეღარც კვებას ექნება ისეთი ეფექტი.

"ტყუპები ერთი წლის გახდნენ" - მამუკა ბახტაძე შვილების ფოტოს აქვეყნებს

"დემეტრემ შსს-ს ფეისბუქ-გვერდზე წერილი გაგზავნა და მინისტრს დახმარება სთხოვა" - გომელაურის მოულოდნელი საჩუქარი გარდაცვლილი პოლიციელის შვილს

აქცია პარლამენტთან - ორი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს