სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის
"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის

მალე შობა და ახა­ლი წელი დად­გე­ბა და წელს პირ­ვე­ლად, დღე­სას­წა­უ­ლებს პან­დე­მი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე შევ­ხვდე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ურ­თუ­ლე­სი 2020 წლი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი იმე­დით უყუ­რე­ბენ 2021-ს და მსოფ­ლი­ო­ში სა­შო­ბაო და სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი და­წყე­ბუ­ლია. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე მორ­თეს სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ ქუ­ჩე­ბი, თუმ­ცა რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი ამ­ბობს, ეს მორ­თუ­ლო­ბე­ბი ახლა ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი სა­ნა­ხა­ვია, რად­გა­ნაც კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გამო ქუ­ჩე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის წე­სე­ბი შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ევ­რო­პა შო­ბი­სა და ახა­ლი წლის­თვის.

  • იტა­ლია - არა­ნა­ი­რი სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბე­ბი

იტა­ლი­ა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის ათა­სო­ბით ახა­ლი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე იტა­ლი­ის მრა­ვა­ლი რე­გი­ო­ნი ნა­წი­ლობ­რივ ჩა­კე­ტი­ლია და მათ შო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს წე­სე­ბი 3 დე­კემ­ბრამ­დე მოქ­მე­დებს და შე­საძ­ლოა, 3 დე­კემ­ბრის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი აკ­რძალ­ვა შემ­სუ­ბუქ­დეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჯერ კი­დევ გა­ნი­ხი­ლა­ვენ თუ რო­მე­ლი შე­ზღუდ­ვა და­ტო­ვონ და რო­მე­ლი - არა. თუმ­ცა უკვე გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი იტა­ლი­უ­რი სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა უკვე აიკ­რძა­ლა.

"ეს იქ­ნე­ბა ყველ­ზე "ფხი­ზე­ლი“ შობა, სა­შო­ბაო შეკ­რე­ბე­ბის, ჩა­ხუ­ტე­ბე­ბი­სა და კოც­ნის გა­რე­შე. ვფიქ­რობთ, სა­ჭი­როა უფრო მეტი სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა იმის­თვის, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ“, - ამ­ბობს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯუ­ზე­პე კონ­ტე.

  • საფ­რან­გე­თი სა­შო­ბა­ოდ შე­ზღუდ­ვებს შე­ამ­სუ­ბუ­ქებს

საფ­რან­გეთ­ში უკვე კვი­რე­ბია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა. პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის თქმით კი, 28 ნო­ემ­ბრი­დან შე­ზღუდ­ვე­ბი შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, მაგ­რამ "ლოკ­და­უ­ნის“ მთა­ვა­რი წე­სე­ბი 15 დე­კემ­ბრამ­დე გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

საფ­რან­გეთ­ში სა­შო­ბა­ოდ გა­იხ­სნე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ, რომ დღე­სას­წა­უ­ლის პე­რი­ოდ­ში მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეს­ტუმ­რონ. "ჩვენ შევ­ძლებთ გა­და­ად­გი­ლე­ბას ქა­ლა­ქებს შო­რის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე“, - აცხა­დებს მაკ­რო­ნი. ამას­თან, შო­ბის ღა­მეს, ასე­ვე ახა­ლი წლის ღა­მეს მო­იხ­სნე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც.

სკო­ლე­ბი და რე­ტორ­ნე­ბი კვლავ და­კე­ტი­ლი დარ­ჩე­ბა სულ მცრე 20 იან­ვრამ­დე და მათი გახ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა კა­ფე­ე­ბი და ღა­მის კლუ­ბე­ბიც. 28 ნო­ემ­ბრი­დან ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ტაძ­რებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა მას 30 ადა­მი­ან­ზე მეტი ვერ და­ეს­წრე­ბა. საფ­რან­გეთ­ში და­კე­ტი­ლი რჩე­ბა სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბიც და რო­გორც მაკ­რო­ნი ამ­ბობს, ის შე­საძ­ლოა, იან­ვარ­ში გა­იხ­სნას.

  • გერ­მა­ნია - ლი­მი­ტი სო­ცი­ა­ლურ შეკ­რე­ბებ­ზე

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში "ლო­ქ­და­უ­ნი“ იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და სხვა გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი და­კე­ტი­ლია, მაგ­რამ სკო­ლე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი გახ­სნი­ლი. გერ­მა­ნია დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ო­დის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო ამ­კაც­რებს შე­ზღუდ­ვებს. მა­გა­ლი­თად, 1-ლი დე­კემ­ბრი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი შეკ­რე­ბე­ბის ლი­მი­ტი კი­დევ უფრო მცირ­დე­ბა და და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ 5 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა (ეს არ ეხე­ბა ერთი ოჯა­ხის წევ­რებს).

თუმ­ცა რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, შო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად კი, 23 დე­კემ­ბრი­დან პირ­ვე­ლი იან­ვრის ჩათ­ვლით 10 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი. ან­გე­ლა მერ­კე­ლი მო­უ­წო­დებს გერ­მა­ნე­ლებს, რომ სა­ნამ შეკ­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ, ჯერ კარ­გად და­ფიქ­რდნენ.

ლი­მი­ტი არ ეხე­ბათ 14 წლამ­დე ბავ­შვებს. მერ­კე­ლის თქმით, შო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ინც დარ­ჩე­ბა, რად­გა­ნაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. გერ­მა­ნი­ა­ში სა­შო­ბაო ბაზ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­უქ­მდა. წელს გერ­მა­ნი­ა­ში არ იქ­ნე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ფე­ირ­ვერ­კი გა­რეთ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით.

  • ეს­პა­ნე­თის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი წელი

ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მავს, რომ ქვე­ყა­ნამ წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნოს დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. წვე­უ­ლე­ბა­ზე მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი. მთავ­რო­ბამ გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს რეს­ტორ­ნე­ბის ტე­რა­სებ­ზე, ან სხვა ღია სივ­რცე­ებ­ში.

ტრა­დი­ცი­უ­ლად ეს­პა­ნე­ლე­ბი 5 იან­ვარს სა­ღა­მოს აღ­ლუ­მით ხვდე­ბი­ან ხოლ­მე, თუმ­ცა მთავ­რო­ბა ამ­ჯე­რად რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ამ ზე­იმ­ზე წელს უარი თქვან. კა­ტა­ლო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ ახა­ლი წლის­თვის 10 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის ნე­ბარ­თვას გას­ცემს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

მად­რიდ­ში კი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ი­თხოვს, რომ და­ამ­ტკი­ცონ მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა შო­ბის წინა პე­რი­ოდ­ში, რათა ამის შემ­დეგ ერ­თად უსაფრ­თხოდ შეკ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
5

სამაგიეროდ ჩვენთან შეიკრიბება მრავალრიცხოვანი სანათესაო,სამეზობლო,საძმაკაცო-სადაქალო და იქნება ყანწების ტრიალი და კოვიდზე ღლიცინი

samarcxvinoebo
1

prosta sircxvilia tqveni saqcieli dges garet ver gaxvidodi milioni kaci garet gamovida da yvela ragacas yidulobda iyo zedaxora.... es aris xalxis gacirva visac gadaedeba 2tveshi deda etireba da cava miqelastan vinc gamova mdgomareobidan xo gamova da mere gaxsnit yvelapers xo? vitom ganatlebuli xalxi xart am mtavrobashi bluyuna kobaxidzem imdeni rame chamotvala rodis moascro iq scavla gmertma ucyis... marto imistvis gabiat tavebi rom milionebi ishovot?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის

"ყველაზე "ფხიზელი" შობა და ახალი წელი შეკრების, ჩახუტების და კოცნის გარეშე" - როგორ ემზადება ევროპა პანდემიის დროს დღესასწაულებისთვის

მალე შობა და ახალი წელი დადგება და წელს პირველად, დღესასწაულებს პანდემიისა და შესაბამისად, სხვადასხვა სახის შეზღუდვების ფონზე შევხვდებით. მიუხედავად ურთულესი 2020 წლისა, ადამიანები იმედით უყურებენ 2021-ს და მსოფლიოში საშობაო და საახალწლო სამზადისი დაწყებულია. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მორთეს სადღესასწაულოდ ქუჩები, თუმცა როგორც მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, ეს მორთულობები ახლა ყველაზე სევდიანი სანახავია, რადგანაც კომენდანტის საათის გამო ქუჩები ადამიანების გარეშეა დარჩენილი.

სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, დღესასწაულებისთვის წესები შედარებით შემსუბუქდება. ვნახოთ, როგორ ემზადება ევროპა შობისა და ახალი წლისთვის.

  • იტალია - არანაირი საშობაო ბაზრობები

იტალიაში ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება. ამ ეტაპზე იტალიის მრავალი რეგიონი ნაწილობრივ ჩაკეტილია და მათ შორის მოგზაურობა შეზღუდულია. ოფიციალური მონაცემებით, ეს წესები 3 დეკემბრამდე მოქმედებს და შესაძლოა, 3 დეკემბრის შემდეგ ზოგიერთი აკრძალვა შემსუბუქდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ განიხილავენ თუ რომელი შეზღუდვა დატოვონ და რომელი - არა. თუმცა უკვე გასცეს რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი შეიკრიბოს. აღსანიშნავია, რომ ყველასთვის საყვარელი იტალიური საშობაო ბაზრობა უკვე აიკრძალა.

"ეს იქნება ყველზე "ფხიზელი“ შობა, საშობაო შეკრებების, ჩახუტებებისა და კოცნის გარეშე. ვფიქრობთ, საჭიროა უფრო მეტი სიფრთხილის ზომების მიღება იმისთვის, რომ ინფიცირების ახალი ტალღა თავიდან ავირიდოთ“, - ამბობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე.

  • საფრანგეთი საშობაოდ შეზღუდვებს შეამსუბუქებს

საფრანგეთში უკვე კვირებია საგანგებო მდგომარეობაა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით კი, 28 ნოემბრიდან შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ "ლოკდაუნის“ მთავარი წესები 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.

საფრანგეთში საშობაოდ გაიხსნება მაღაზიები, კინოთეატრები და ადამიანები შეძლებენ, რომ დღესასწაულის პერიოდში მსგავს დაწესებულებებს ესტუმრონ. "ჩვენ შევძლებთ გადაადგილებას ქალაქებს შორის ნებართვის გარეშე“, - აცხადებს მაკრონი. ამასთან, შობის ღამეს, ასევე ახალი წლის ღამეს მოიხსნება კომენდანტის საათიც.

სკოლები და რეტორნები კვლავ დაკეტილი დარჩება სულ მცრე 20 იანვრამდე და მათი გახსნა დამოკიდებული იქნება ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელზე. დახურული რჩება კაფეები და ღამის კლუბებიც. 28 ნოემბრიდან ნებადართული იქნება ტაძრებში ღვთისმსახურება, თუმცა მას 30 ადამიანზე მეტი ვერ დაესწრება. საფრანგეთში დაკეტილი რჩება სამთო სათხილამურო კურორტებიც და როგორც მაკრონი ამბობს, ის შესაძლოა, იანვარში გაიხსნას.

  • გერმანია - ლიმიტი სოციალურ შეკრებებზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ქვეყანაში "ლოქდაუნი“ იანვრამდე გაგრძელდება. ბარები, რესტორნები და სხვა გასართობი ადგილები დაკეტილია, მაგრამ სკოლები და მაღაზიები გახსნილი. გერმანია დღესასწაულების პერიოდის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს. მაგალითად, 1-ლი დეკემბრიდან სოციალური შეკრებების ლიმიტი კიდევ უფრო მცირდება და დასაშვები იქნება მხოლოდ 5 ადამიანის შეკრება (ეს არ ეხება ერთი ოჯახის წევრებს).

თუმცა როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, შობის პერიოდში შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდება. კონკრეტულად კი, 23 დეკემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით 10 ადამიანზე მეტის შეკრება იქნება ნებადართული. ანგელა მერკელი მოუწოდებს გერმანელებს, რომ სანამ შეკრებას გადაწყვეტენ, ჯერ კარგად დაფიქრდნენ.

ლიმიტი არ ეხებათ 14 წლამდე ბავშვებს. მერკელის თქმით, შობის პერიოდში შეზღუდვების უმეტესობა მაინც დარჩება, რადგანაც ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა ძალიან მაღალია. გერმანიაში საშობაო ბაზრების უმეტესობა გაუქმდა. წელს გერმანიაში არ იქნება გრანდიოზული საახალწლო ფეირვერკი გარეთ ბევრი ადამიანის მობილიზების თავიდან არიდების მიზნით.

  • ესპანეთის განსხვავებული ახალი წელი

ესპანეთის ხელისუფლება გეგმავს, რომ ქვეყანამ წელს განსხვავებულად აღნიშნოს დღესასწაულები. წვეულებაზე მხოლოდ 6 ადამიანი იქნება დაშვებული. მთავრობამ გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საშობაო წვეულებები უნდა გაიმართოს რესტორნების ტერასებზე, ან სხვა ღია სივრცეებში.

ტრადიციულად ესპანელები 5 იანვარს საღამოს აღლუმით ხვდებიან ხოლმე, თუმცა მთავრობა ამჯერად რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, რომ ამ ზეიმზე წელს უარი თქვან. კატალონიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი წლისთვის 10 ადამიანის შეკრების ნებართვას გასცემს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მადრიდში კი მოსახლეობა მოითხოვს, რომ დაამტკიცონ მასობრივი ტესტირების პროგრამა შობის წინა პერიოდში, რათა ამის შემდეგ ერთად უსაფრთხოდ შეკრების საშუალება მიეცეთ.

წყარო: BBC.com

"მომხდარში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს" - რა ვერსიები ვრცელდება ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერის მკვლელობაზე

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე