მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა
მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა

28 ნო­ემ­ბრი­დან ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუდ­ვე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­აც­ნო. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ცენ­ტრე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი იხუ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი კი მუ­შა­ო­ბას აჩე­რებს.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას უამ­რა­ვი კი­თხვა ჰქონ­და. ცოტა ხნის წინ მთავ­რო­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა:

1. იზღუ­დე­ბა თუ არა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მი­მოს­ვლა?

დიახ, 28 ნო­ემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე, ასე­ვე 3 იან­ვრი­დან 31 იან­ვრამ­დე იზღუ­დე­ბა მგზავ­რთა რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­დაყ­ვა­ნა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით, ავ­ტო­ბუ­სე­ბით (M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით), ასე­ვე რკი­ნიგ­ზით.

სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი იმუ­შა­ვებს 24 დე­კე­მებ­რი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით.

2.შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?

დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

3. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით, მათ შო­რის ტაქ­სე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვე­ბის გა­რე­შე.

4. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით ან ტაქ­სით სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

5. ჩერ­დე­ბა თუ არა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა?

ქ. თბი­ლი­სის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ზუგ­დი­დის, ქ. ფო­თის, ქ. თე­ლა­ვის სა­ზღვრებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია 28 ნო­ებ­რი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე, ასე­ვე 3 იან­ვრი­დან 16 იან­ვრამ­დე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს შა­ბათს და კვი­რას 16 იან­ვრი­დან-31 იან­ვრის ჩათ­ვლით.

6.იკ­რძა­ლე­ბა თუ არა ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა დღის სა­ა­თებ­ში?

ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშ­ვე­ბუ­ლია.

7. ძა­ლა­შია თუ არა აკ­რძალ­ვა ღა­მის სა­ა­თებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ?

დიახ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იკ­რძა­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნა.

გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღამე - 31 დე­კემ­ბრის 21:00-დან 1 იან­ვრის 05:00 სა­ა­თამ­დე და შო­ბის ღამე - 6 იან­ვრის 21:00 სა­ა­თი­დან 7 იან­ვრის 05:00 სა­ა­თამ­დე, რო­დე­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი.

8. იზღუ­დე­ბა თუ არა სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე (ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი და მეს­ტია) მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, იზღუ­დე­ბა

9. დიდ ქა­ლა­ქებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა თუ არა სოფ­ლებ­ზე და მო­მიჯ­ნა­ვე დაბა/და­სახ­ლე­ბებ­ზე?

გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა 21:00სთ-05:00მდე, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შეზ­რუდ­ვა, ისე­ვე რო­გორც კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, ფიტ­ნესკლუ­ბე­ბის და აუ­ზე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა მოქ­მე­დებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

დიდ ქა­ლა­ქებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი სხვა შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის სა­ზღვრებ­ში.

10. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა 28 ნო­ემ­ბრამ­დე მი­ღე­ბუ­ლი საშ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, 9-ნო­ემ­ბრი­დან გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბი კვლავ ძა­ლა­შია.

11. აკ­რძა­ლუ­ლია თუ არა 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა?

აკ­რძა­ლუ­ლი არ არის. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა პი­რებ­მა თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან.

▶ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა

12. რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია რეს­ტორ­ნებ­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მთლი­ა­ნად გა­და­დი­ან მი­ტა­ნის/გა­ტა­ნის სერ­ვის­ზე.

13. რო­მელ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებს ეხე­ბა შე­ზღუდ­ვა?

ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რად - ად­გილ­ზე მი­ტა­ნის/ად­გი­ლი­დან გა­ტა­ნის სერ­ვი­სით, მომ­ხმა­რებ­ლის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის გა­რე­შე.

ეს შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა:

  • სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის, ცხო­ვე­ლის, ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის, პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და აგ­რო­ქი­მი­კა­ტე­ბის, სა­თეს­ლე და სარ­გა­ვი მა­სა­ლე­ბის სა­ცა­ლო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას;
  • ელექტრო­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყლის, ბენ­ზი­ნის, დი­ზე­ლის, თხე­ვა­დი აი­რის მი­წო­დე­ბას;
  • სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას;
  • პრე­სის ჯი­ხუ­რებს.

14. იზღუ­დე­ბა თუ არა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით?

არა, იზღუ­დე­ბა მხო­ლოდ ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის (ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი და მეს­ტია) სა­ზღვრებ­ში.

15. იხუ­რე­ბა თუ არა ბაზ­რე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი?

ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის (ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი და მეს­ტია) სა­ზღვრებ­ში ყვე­ლა ტი­პის ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რე­ბი/ბაზ­რო­ბე­ბი გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე.

აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი/ბაზ­რო­ბე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით.

16. ეხე­ბა თუ არა აკ­რძალ­ვა ფიტ­ნეს დარ­ბა­ზებ­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზებს?

ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ჩერ­დე­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

17. აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი და ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი?

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი და ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით.

18. და­საშ­ვე­ბია თუ არა სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა ე.წ „დე­ლი­ვე­რი სერ­ვი­სი“?

„დე­ლი­ვე­რი სერ­ვი­სი“ და­საშ­ვე­ბია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

19. არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის - 21:00-05:00 სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში?

სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

20. აგ­რძე­ლებს თუ არა მუ­შა­ო­ბას ბან­კე­ბი/სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბი/მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი?

ბან­კე­ბის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ იზღუ­დე­ბა.

21. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კვე­ბის ობიქ­ტებ­ზე ად­გილ­ზე მის­ვლა და საკ­ვე­ბის გა­მო­ტა­ნა?

დაშ­ვე­ბუ­ლია კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი­დან პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა ე.წ. takeaway, კერ­ძოდ მომ­ხმა­რებ­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა და პრო­დუქ­ტის გა­მო­ტა­ნა.

▶ სწავ­ლა

22. რა სა­ხის რე­გუ­ლა­ცია ვრცელ­დე­ბა სკო­ლებ­ზე, უნი­ვერ­სი­ტეტბ­სა და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე?

ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის სა­ზღვრებ­ში სკო­ლე­ბი, პროფ­სას­წავ­ლებ­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი (სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბის გარ­და) სრუ­ლად გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე.

23. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ტრე­ნინ­გე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ნა­წი­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი დას­წრე­ბით?

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყვე­ლა სა­ხის კონ­ფე­რენ­ცი­ის, ტრე­ი­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით.

24. და­საშ­ვე­ბია თუ არა კულ­ტუ­რულ/სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი?

კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით. გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იზღუ­დე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

25. ვრცელ­დე­ბა თუ არა აკ­რძალ­ვე­ბი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სპორ­ტულ წრე­ებ­ზე?

დიახ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, სპორ­ტუ­ლი წრე­ე­ბი და სტუ­დი­ე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

26. აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა მუ­შა­ო­ბას სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი?

კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

▶ სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი

27. იზღუ­დე­ბა თუ არა გა­და­ა­დი­ლე­ბა სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე?

ბა­კუ­რი­ან­ში, გუ­და­ურ­ში, გო­დერძსა და მეს­ტი­ა­ში იკ­რძა­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნა.

28. და­მა­ტე­ბით რა შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა ბა­კუ­რი­ან­ში, გუ­და­ურ­ში, გო­დერძსა და მეს­ტი­ა­ში?

აღ­ნიშ­ნულ კუ­რორ­ტებ­ზე სას­ტუმ­რო­ე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ მხო­ლოდ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბის­თვის.იზღუ­დე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის და სა­ბა­გი­ე­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი.(144-ის ოპე­რა­ტორ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნუ­მარ­ტოს მო­ქა­ლა­ქეს, რომ მას შე­უძ­ლია აღ­ნიშ­ნულ კუ­რორ­ტებ­ზე იქი­რა­ოს ბინა).

▶ სხვა კი­თხვე­ბი

29. რა სან­ქცი­აა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში?

დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი პირი/ინდ. მე­წარ­მე და­ჯა­რიმ­დე­ბა 2 000 ლა­რით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პირი - 10 000 ლა­რით.

30. რო­დის შე­დის ძა­ლა­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი?

შე­ზღუდ­ვე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალო
12

სასტუმროები იზღუდება?

ლილი
2

კიდევ ერთ კითხვაზე პასუხი გამცეს ხელისუფლებამ:როგორ ვიარსებოთ მთელი ორი თვე ?????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა

28 ნოემბრიდან ქვეყანაში შეზღუდვები ამოქმედდება. გადაწყვეტილება საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ცნობილი გახდა, რომ მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს.

მთელი დღის განმავლობაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებას უამრავი კითხვა ჰქონდა. ცოტა ხნის წინ მთავრობის "ფეისბუქის" გვერდზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდა:

1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?

დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემებრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

2.შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?

დიახ, შესაძლებელია.

3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე სპეციალური ნებართვების გარეშე.

4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება?

ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოებრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს შაბათს და კვირას 16 იანვრიდან-31 იანვრის ჩათვლით.

6.იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?

ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?

დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის 21:00-დან 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე - 6 იანვრის 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე, როდესაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?

დიახ, იზღუდება

9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

გადაადგილების შეზღუდვა 21:00სთ-05:00მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზრუდვა, ისევე როგორც კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?

დიახ, 9-ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?

აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

▶ ეკონომიკური საქმიანობა

12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე.

13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?

ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად - ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
  • პრესის ჯიხურებს.

14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?

არა, იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნეს დარბაზებსა და საცურაო აუზებს?

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება ე.წ „დელივერი სერვისი“?

„დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება კომენდანტის საათის - 21:00-05:00 საათის პერიოდში?

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

20. აგრძელებს თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიქტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გამოტანა?

დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, კერძოდ მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გამოტანა.

▶ სწავლა

22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტბსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?

დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

▶ სამთო სათხილამურო კურორტები

27. იზღუდება თუ არა გადაადილება სამთო კურორტებზე?

ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში?

აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიეროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.(144-ის ოპერატორმა შესაძლებელია განუმარტოს მოქალაქეს, რომ მას შეუძლია აღნიშნულ კურორტებზე იქირაოს ბინა).

▶ სხვა კითხვები

29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?

შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევაა - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მკურნალობა თოდუას კლინიკაში