საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯი" - რა კითხვები დაუსვეს ნინო კალანდაძეს?
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯი" - რა კითხვები დაუსვეს ნინო კალანდაძეს?

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ, რამ­დე­ნად კარ­გად ვიცი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და რამ­დე­ნად კარ­გად ვიცი, სად მდე­ბა­რე­ობს და­ვით გა­რე­ჯის კომ­პლექ­სი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ნინო კა­ლან­და­ძემ და­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლან­და­ძე გან­მარ­ტავს, 2012 წელს, ბრი­ფინგზე ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში ტე­ლე­ფონ­ში ჩა­ურ­თეს, მო­ას­მე­ნი­ნეს და შე­თან­ხმდნენ, რომ ეს იყო კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი.

"ბრალ­დე­ბის კი­თხვე­ბი სა­ერ­თოდ არ ეხე­ბო­და საქ­მეს­თან ჩემ კავ­შირს, სა­ერ­თოდ არ ეხე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, სა­ერ­თოდ არ ეხე­ბო­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდს, არა­მედ ეხე­ბო­და ჩემ ეთე­რებს, სა­დაც რო­გორც მო­ქა­ლა­ქე და სა­ჯა­რო პირი და არა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ვსა­უბ­რობ­დი. მათი კი­თხვე­ბი შე­ე­ხე­ბო­და ჩემ ზო­გად ის­ტო­რი­ულ გა­ნათ­ლე­ბას.

2012 წლის ბრი­ფინგთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც არ ეხე­ბო­და და­ვით გა­რეჯს, კი­თხვე­ბიც არ და­მის­ვეს, ეს გან­ცხა­დე­ბა მოგ­ვას­მე­ნი­ნეს, შემ­დეგ შევ­თან­ხმდით, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი კონ­ტექ­სტი­დან არის ამოგ­ლე­ჯი­ლი, რომ მის­გან აზ­რის გა­მო­ტა­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე გა­მი­ჭირ­და კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვის გა­გე­ბა, რა აინ­ტრე­სებ­დათ ჩემ პა­სუხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ რამ­დე­ნად კარ­გად ვიცი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და რამ­დე­ნად კარ­გად ვიცი სად იმ­ყო­ფე­ბა და­ვით გა­რე­ჯის კომ­პლექ­სი და რა შე­ა­თან­ხმე­ბე­ბი არ­სე­ბობს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის შე­თან­ხმე­ბულ სა­ზღვრებს, და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხი შე­დის სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­ზღვრე­ბის ნა­წილ­ში, ამ ორი სა­კი­თხის ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­უ­ხე­და­ვად ბრალ­დე­ბის მხა­რის მრა­ვალ­ჯე­რა­დი მცდე­ლო­ბი­სა. ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უჭირს, ბრალ­დე­ბა ვერ კრავს საქ­მეს, მაგ­რამ მკა­ფიო პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა აქვს, რომ ამ საქ­მი­დან რამე გა­მო­აძ­ვრი­ნოს, ამას მოწ­მობს ჩემი, რო­გორც მოწ­მის სტა­ტუ­სით პი­რის­თვის დას­მუ­ლი ყვე­ლა შე­კი­თხვა, მათ შო­რის, ჩემი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფონ­ში ჩა­მირ­თეს.

მკი­თხეს კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, სხდო­მის და­სა­წყის­ში­ვე მათ გა­ნე­მარ­ტათ, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ვიც­ნობ, მი­თუ­მე­ტეს, 2007 წლის პე­რი­ოდს და სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას, რად­გან კო­მი­სი­ას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია. მი­ხე­და­ვად ამი­სა, ბრალ­დე­ბას მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბა ჰქონ­და მა­ინც და­ეს­ვა ის კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზეც და­ვა­ლე­ბა ჰქონ­და, რომ უნდა და­ეს­ვა. მე მგო­ნია, რომ მკაც­რი ინ­სტრუქ­ცია არ­სე­ბობს, რომ ეს საქ­მე რა­ღაც­ნა­ი­რად ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნონ. ეს საქ­მე ბო­დი­ში უხე­ში გა­მოთ­ქმის­თვის და ყარს, პო­ლი­ტი­კუ­რია და ამას ხვდე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“, რომ ეს ეს­მის ყვე­ლას. მგო­ნია, რომ ყვე­ლა მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ეს საქ­მე რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც შე­იკ­რას, რა­ღაც­ნა­ირ­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ბევ­რი უგუ­ნუ­რი ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­და­იდ­გას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბელი
110

ყველა შეიძლება იყოს დამნაშავე, ნაციონალების გარდა. როდის იყო, რამე ეღიარებინოთ? ეგენი ყველა დანაშაულს ქვეყნის აღმშენებლობისთვის სჩადიოდნენ

აბა, კიდევ რა???????????????
110

მერწმუნეთ, ამ გოგომ მხოლოდ პამპერსის გამოვვლა იცის და კიდევ .......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯი" - რა კითხვები დაუსვეს ნინო კალანდაძეს?

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯი" - რა კითხვები დაუსვეს ნინო კალანდაძეს?

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯის კომპლექსი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნინო კალანდაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალანდაძე განმარტავს, 2012 წელს, ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მის მიერ გაკეთებული განმარტება სასამართლოში ტელეფონში ჩაურთეს, მოასმენინეს და შეთანხმდნენ, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

"ბრალდების კითხვები საერთოდ არ ეხებოდა საქმესთან ჩემ კავშირს, საერთოდ არ ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, საერთოდ არ ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს, არამედ ეხებოდა ჩემ ეთერებს, სადაც როგორც მოქალაქე და საჯარო პირი და არა, როგორც სახელმწიფო მოხელე ვსაუბრობდი. მათი კითხვები შეეხებოდა ჩემ ზოგად ისტორიულ განათლებას.

2012 წლის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხებოდა დავით გარეჯს, კითხვებიც არ დამისვეს, ეს განცხადება მოგვასმენინეს, შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს ჩანაწერი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რომ მისგან აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია. სიმართლე გითხრათ, მე გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტრესებდათ ჩემ პასუხთან დაკავშირებით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ აინტერესებდათ რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი სად იმყოფება დავით გარეჯის კომპლექსი და რა შეათანხმებები არსებობს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული.

საყურადღებოა ის, რომ მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია მიუხედავად ბრალდების მხარის მრავალჯერადი მცდელობისა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ძალიან უჭირს, ბრალდება ვერ კრავს საქმეს, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური დავალება აქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოაძვრინოს, ამას მოწმობს ჩემი, როგორც მოწმის სტატუსით პირისთვის დასმული ყველა შეკითხვა, მათ შორის, ჩემი საჯარო განცხადებები, რომელიც ტელეფონში ჩამირთეს.

მკითხეს კომისიასთან დაკავშირებული ძალიან ტექნიკური საკითხები, სხდომის დასაწყისშივე მათ განემარტათ, რომ ამ საქმიანობას არ ვიცნობ, მითუმეტეს, 2007 წლის პერიოდს და საერთოდ არ ვიცნობ კომისიის საქმიანობას, რადგან კომისიასთან შეხება არ მქონია. მიხედავად ამისა, ბრალდებას მრავალი მცდელობა ჰქონდა მაინც დაესვა ის კითხვები, რომელზეც დავალება ჰქონდა, რომ უნდა დაესვა. მე მგონია, რომ მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ეს საქმე ბოდიში უხეში გამოთქმისთვის და ყარს, პოლიტიკურია და ამას ხვდება „ქართული ოცნებაც“, რომ ეს ესმის ყველას. მგონია, რომ ყველა მცდელობა იქნება იმისთვის, რომ ეს საქმე რაღაცნაირად მაინც შეიკრას, რაღაცნაირში ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი უგუნური ნაბიჯი შეიძლება კიდევ გადაიდგას“, - განაცხადა კალანდაძემ.

რატომ დაიბარეს დავით დარჩიაშვილი გენერალურ პროკურატურაში?

წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე დაკავებულ 3 ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

"სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც აინტერესებდა" - პროკურორის თქმით, ანა გაბეჩავამ "მერსედესის" 5 მგზავრის სახელები და გვარები დაასახელა