მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაჩერდება თუ არა მეტრო ინფიცირებული მემანქანეების გამო? - კახა კალაძის პასუხი
გაჩერდება თუ არა მეტრო ინფიცირებული მემანქანეების გამო? - კახა კალაძის პასუხი

მეტ­რო არ გა­ჩერ­დე­ბა და შე­უ­ფერ­ხებ­ლად მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მგზავ­რებს , - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მე­დი­ის მიერ დას­მულ კი­თხვებს უპა­სუ­ხა და გან­მარ­ტა, რომ მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა მგზავ­რთა ნა­კა­დის კონ­ტრო­ლი და რო­გორც მგზავ­რებს, ისე მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლებს მო­ე­თხო­ვე­ბათ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის 25-მდე მე­მან­ქა­ნეს კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და, მეტ­როს მუ­შა­ო­ბას ხელი არ შე­ეშ­ლე­ბა, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თბი­ლი­სის მე­რია მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ებს ბე­ლო­რუ­სი­დან ჩა­მო­იყ­ვანს.

„ჩვენ ბე­ლა­რუს­თან, კონ­კრე­ტუ­ლად მინ­სკთან, გვაქვს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა მე­მან­ქა­ნე­ე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ბე­ლა­რუ­სი­დან. მეტ­რო არ გა­ჩერ­დე­ბა, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია სრულ­დე­ბა და მე­მან­ქა­ნე­ე­ბის კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სიც ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"დღეს რომ მეტ­რო გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს და ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას, რის ხარ­ჯზეა? ჩვე­უ­ლებ­რივ ცი­დან ჩა­მო­ვარ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი? რა თქმა უნდა, მე­ნე­ჯმენ­ტის და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბის ხარ­ჯზე, ზუს­ტად იმ ტეს­ტი­რე­ბე­ბის ხარ­ჯზე, რო­მე­ლიც მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტეს­ტი­რე­ბე­ბით გა­მოვ­ლინ­და და­ახ­ლო­ე­ბით 25-მდე თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი. თუმ­ცა მეტ­როს ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ და­უ­წე­სე­ბია, ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას. ასე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა მეტ­რო­ში მი­ღე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, პირ­ბა­დის გა­რე­შე მეტ­რო­ში შეს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ზუს­ტად მა­გის გამო აქვს ად­გი­ლი პა­ტა­რა რი­გებს მეტ­როს შე­სას­ვლელ­თან რათა მგზავ­რე­ბი ეტა­პობ­რი­ვად შე­ვიდ­ნენ და ბა­ქან­ზე არ იყოს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. ჩვენ ვნა­ხეთ, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნა ორ მეტ­რო­სად­გურ­ში, მაგ­რამ დღე­ი­სათ­ვის ეს პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. და­მა­ტე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, თუ იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით მი­თი­თე­ბე­ბი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მხრი­დან, ჩვენ მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის ზო­მებს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაყოი
9

ექიმების და მეტროს მემანქანეების დაინფიცირება არ არის პრობლება, აკრიფეთ სტაიანჩიკები ქუჩიდან და ზოგი მეტროს მემანქანედ გაუშვით, ზოგი ექიმად.

მადლობა კახა ბატონოო
12

ძვირფასო მგზავრებო, ზედმიწევნით დაიცავით მგზავრობის დროს, იქნება მეტრო თუ სხვა რამ,ამ შემოტევით ეტაპზე. ვიაროთ პირბადით და სპირტით. დავიცვათ დისტანცია რამდენადაც შესაძლებელი იქნება.მგონი რთული არაა.მივცეთ საშუალება იმათ,ვისაც ნამდვილად ესაჭიროება ტრანსპორტი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გაჩერდება თუ არა მეტრო ინფიცირებული მემანქანეების გამო? - კახა კალაძის პასუხი

გაჩერდება თუ არა მეტრო ინფიცირებული მემანქანეების გამო? - კახა კალაძის პასუხი

მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.

დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ მეტროსადგურებში ხორციელდება მგზავრთა ნაკადის კონტროლი და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება.

კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოიყვანს.

„ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

"დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მეტროში მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, პირბადის გარეშე მეტროში შესვლა შეუძლებელია და ზუსტად მაგის გამო აქვს ადგილი პატარა რიგებს მეტროს შესასვლელთან რათა მგზავრები ეტაპობრივად შევიდნენ და ბაქანზე არ იყოს ბევრი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ორ მეტროსადგურში, მაგრამ დღეისათვის ეს პრობლემა არ არსებობს. დამატებით რეგულაციებს რაც შეეხება, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა

კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - "მძიმეა მისი მდგომარეობა, აქვს სეფსისი და სეპტიკური შოკი"