საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილს, ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი" - რა მოვლენებს აანონსებს გიგა ბოკერია
"ივანიშვილს, ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი" - რა მოვლენებს აანონსებს გიგა ბოკერია

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ივა­ნიშ­ვილს, ამ სა­მარ­ცხვი­ნო ლი­დერს ელის ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მე­ლიც თვი­თონ მო­იმ­კეს, სა­კუ­თა­რი უტი­ფა­რი პო­ლი­ტი­კით, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვე­ყა­ნა­საც ძვი­რი და­უჯ­დეს.

„სა­ქარ­თვე­ლო იმ გზა­ზე არ დგას, სა­დაც ის ქვეყ­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც ეს ამ­ბა­ვი დათ­მეს, გა­ა­ტა­რეს ეს ფაზა, რომ არ­ჩევ­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ და ვერ შე­ე­გუ­ე­ბა და წინ ამ ხალ­ხს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ივა­ნიშ­ვილს ამ სა­მარ­ცხვი­ნო ლი­დერს ელის ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მე­ლიც თვი­თონ მო­იმ­კეს სა­კუ­თა­რი უტი­ფა­რი პო­ლი­ტი­კით. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს, ზოგ­ჯერ, რე­ა­გი­რე­ბა დრო­ში იწე­ლე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვი­რი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წევს ქვე­ყა­ნას, სამ­წუ­ხა­როდ, მათი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კა­სა და ჯან­დაც­ვა­ში.

არა­ვის უნდა არე­უ­ლო­ბა, არც რა­ი­მე რის­კე­ბი, ეს ხალ­ხის ნორ­მა­ლუ­რი ინ­სტიქ­ტია. ოღონდ, რა­ღაც ზღვარს იქით ეს მთავ­რდე­ბა ხოლ­მე და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ. იმ ქა­რიშ­ხალ­მა, რო­მე­ლიც ლე­გი­ტი­მურ ბრაზს მო­აქვს ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა, ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოდ წა­ლე­კოს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. როცა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ ნდო­ბა სა­ერ­თოდ ქრე­ბა, მა­შინ, ვინც მთავ­რო­ბა­შია, მათ­თვის რის­კე­ბი ერთი ათა­სად იზ­რდე­ბა. ამ კაცს, რო­მელ­საც უნდა, რომ ღმერ­თი­ვით ღრუბ­ლებ­ში იყოს, პა­სუხს არა­ფერ­ზე აგებ­დეს და ასე მარ­თოს, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ ვი­თა­რე­ბა­ში. ეს ძა­ლი­ან სა­რის­კოა მის­თვის და სამ­წუ­ხა­როდ, ქვეყ­ნის­თვის. მას ეს უნდა ეს­მო­დეს და ჩვე­ნი ვა­ლია, ეს გა­ვა­გე­ბი­ნოთ ქვეყ­ნის შიგ­ნით და ქვეყ­ნის გა­რეთ წნე­ხით. არ არის ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ხელ­ში, ოღონდ ჩვე­ნი ვა­ლია ეს ბო­ლომ­დე ვცა­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თა­დერ­თი გზა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნაა. რო­გორც ბო­კე­რია ამ­ბობს, ორი სა­ხი­ფა­თო სცე­ნა­რი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ თა­ვი­დან უნდა აი­ცი­ლოს.

„თუ ახალ არ­ჩევ­ნებს და­ნიშ­ნავს, მა­შინ ამ კრი­ზისს გან­მუხ­ტავს და ეს არის ერ­თა­დერ­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი გზა და­ლა­გე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც კი, თუ ვერ გა­ი­გებს, მა­შინ მი­დის იმ რის­კზე რომ წა­ლე­კილ იქ­ნეს, ოღონდ ეს ქვეყ­ნის­თვი­საც რის­კია, არ მინ­და ეს ვინ­მემ ისე გა­ი­გოს, თით­ქოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს რა­ი­მე.

ორი სცე­ნა­რია, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც გვინ­და: ია­ნუ­კო­ვი­ჩის სცე­ნა­რი, როცა ქვე­ყა­ნას დას­ჭირ­და მსხვერ­პლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, ოღონდ ტრა­გი­კუ­ლი იყო ეს ია­ნუ­კო­ვი­ჩის­თვის და ტრა­გი­კუ­ლი იყო მსხვერ­პლი, ოღონდ გმი­რუ­ლი შე­დე­გით დას­რულ­და, ეს კარ­გი კი არ არის, ეს გვინ­და, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ; მე­ო­რე სცე­ნა­რი - ლუ­კა­შენ­კოს გზა, რამ­დე­ნი წელი და­კარ­გა ამ ქვე­ყა­ნამ, რამ­ხე­ლა მსხვერ­პლი მი­ი­ღო და ახ­ლაც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ეს ბრძო­ლა წარ­მა­ტე­ბით, რად­გან თა­ვის დრო­ზე გა­ე­პა­რა ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას (სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ) ეს მო­მენ­ტი, რომ დიქ­ტა­ტო­რი „მო­აჯ­და“, გა­ი­ტა­ნა თა­ვი­სი და გა­ტე­ხა ნება. ამი­ტომ პრაგ­მა­ტუ­ლად და მო­რა­ლუ­რად ჩვე­ნი ვალი და ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სია, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­საც აწუ­ხებს შიმ­ში­ლი, უმუ­შევ­რო­ბა, რომ ახლა ამის გა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს თუ გა­უ­ტა­რე უფრო დიდ ფასს გა­და­იხ­დი ბევ­რად “, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მისი თქმით, იმ ძა­ლას, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა შექ­მნა, ოპო­ზი­ცი­ის შან­ტა­ჟის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა. რო­გორც ბო­კე­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მმარ­თველ ძა­ლა­ში, ერთი მხრივ, ამ­ბო­ბენ, რომ ოპო­ზი­ცია უნდა გა­ნად­გურ­დეს და მე­ო­რე მხრივ, სა­ერ­თა­შო­რი­სო პი­ა­რის­თვის, მათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

„შექ­მნი­ლია ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ვი­თა­რე­ბა, რომ­ლი­და­ნაც ქვე­ყა­ნა უნდა გა­მო­ვი­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნით, ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ გვა­შან­ტა­ჟოს იმან, ვინც ეს ვი­თა­რე­ბა შექ­მნა და გვი­თხრას, რომ ნუ გა­მი­წევთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­სო. ეს არ გა­უ­ვა ნამ­დვი­ლად! რი­ტო­რი­კას და­აკ­ვირ­დით - თან ეძა­ხი­ან ოპო­ზი­ცი­ას, რომ უნდა გა­ნად­გურ­დეს, მე­ო­რე მხრივ, სა­ერ­თა­შო­რი­სო პი­ა­რი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის­თვის, გზაკ­ვა­ლის ასაბ­ნე­ვად, ამ­ბო­ბენ, რომ შე­ვი­დეს ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში, ქვე­ყა­ნას როცა უჭირს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბაო. კარ­გი ფილ­მია „მარ­სი გვი­ტევს“, სა­დაც ჩა­მო­დი­ან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი და რუ­პო­რე­ბით იძა­ხი­ან, ჩვენ მშვი­დო­ბით ჩა­მო­ვე­დი­თო, ოღონდ მე­ო­რე ხე­ლით ეს­ვრი­ან ხალ­ხს. ამას მა­გო­ნებს ხოლ­მე ეს უტი­ფა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან, ესე­ნი სა­სა­ცი­ლო­ე­ბიც ვე­ღარ არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ვი­საც ქვე­ყა­ნა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა არ აქვს, არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მთავ­რო­ბა­ში. რო­გორც ბო­კე­რი­ამ გან­მარ­ტა, ეს სტან­დარ­ტი ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ და შემ­დეგ 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­მა და­ამ­კვიდ­რა და ახლა ივა­ნიშ­ვილს ამ მო­ნა­პოვ­რის წარ­თმე­ვა სურს ქვეყ­ნის­თვის.

„ჩემ­თვის მათი სახე ერ­თია - ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი არა­რა­ო­ბე­ბი­სა და „კლო­უ­ნე­ბის“ გა­რე­მოც­ვა, ზოგი მათ­გა­ნი კი­დევ უფრო უტი­ფა­რია - კო­ბა­ხი­ძე, წუ­ლუ­კი­ა­ნი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ახლა და­წი­ნა­ურ­და, რომ თქვა, კარ­გია ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტიო. ასე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი სიღ­რმის თე­ო­რია აქვთ, რომ კი­დევ უფრო სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი უნდა ჰყავ­დეთ, რომ იქ­ნებ მერე ნაკ­ლე­ბად სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რად გა­მოჩ­ნდნენ, ასე­თი გეგ­მაა, რო­გორც ჩანს, მაგ­რამ დიდი გან­სხვა­ვე­ბა მათ შო­რის არ არის. აქ მთა­ვა­რი სა­კი­თხია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში, ვი­საც უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა არ აქვს, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ იყოს მთავ­რო­ბა­ში. ეს სტან­დარ­ტი და­ად­გი­ნა ჯერ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ მშვი­დო­ბი­ა­ნად და შემ­დეგ, 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­მა, როცა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და და ახლა ეს კაცი ცდი­ლობს, რომ ეს წა­არ­თვას ქვე­ყა­ნას და ეს დაგ­ვიჯ­დე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ფასი ყვე­ლა­ფერ­ში და ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ,“- გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი
13

კარგად მახსოვს ბოკერიას რომ ეცოტავებოდა, როდესაც სააკაშვილის დროს ოპოზიციამ ორასიათასი კაცი რომ გამოიყვანა მიტინგზე.

ისე მაინტერესებს, თავს ისევ აქაცუნებს თუ არა.

დამსახურებულად
99

წარმატებები ბატონ გიგა ბოკერიას. ის ნამდვილად ქვეყნის საამაყო პიროვნებაა, მას ნამდვილად აქვს უნარი და შესაძლებლობა დემოკრატიულად, გონივრულად და სამართლიანად მართოს ქვეყნა. ის ერთ-ერთი გამორჩეულად განათლებული ლიდერია ქვეყანაში და იცის სად, რა, როდის უნდა მოიმოქმედოს ან თქვას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ივანიშვილს, ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი" - რა მოვლენებს აანონსებს გიგა ბოკერია

"ივანიშვილს, ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი" - რა მოვლენებს აანონსებს გიგა ბოკერია

ხელისუფლებას, ივანიშვილს, ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს, საკუთარი უტიფარი პოლიტიკით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ქვეყანასაც ძვირი დაუჯდეს.

„საქართველო იმ გზაზე არ დგას, სადაც ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ეს ამბავი დათმეს, გაატარეს ეს ფაზა, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. ამას საზოგადოება არ და ვერ შეეგუება და წინ ამ ხალხს - ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს საკუთარი უტიფარი პოლიტიკით. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ზოგჯერ, რეაგირება დროში იწელება, მაგრამ ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს ქვეყანას, სამწუხაროდ, მათი პოლიტიკის შედეგებიდან გამომდინარე ეკონომიკასა და ჯანდაცვაში.

არავის უნდა არეულობა, არც რაიმე რისკები, ეს ხალხის ნორმალური ინსტიქტია. ოღონდ, რაღაც ზღვარს იქით ეს მთავრდება ხოლმე და ძალიან გაუჭირდებათ. იმ ქარიშხალმა, რომელიც ლეგიტიმურ ბრაზს მოაქვს ხოლმე, შეიძლება, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოდ წალეკოს ეს ხელისუფლება. როცა ინსტიტუტების მიმართ ნდობა საერთოდ ქრება, მაშინ, ვინც მთავრობაშია, მათთვის რისკები ერთი ათასად იზრდება. ამ კაცს, რომელსაც უნდა, რომ ღმერთივით ღრუბლებში იყოს, პასუხს არაფერზე აგებდეს და ასე მართოს, ძალიან გაუჭირდება ამ ვითარებაში. ეს ძალიან სარისკოა მისთვის და სამწუხაროდ, ქვეყნისთვის. მას ეს უნდა ესმოდეს და ჩვენი ვალია, ეს გავაგებინოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წნეხით. არ არის ყველაფერი ჩვენს ხელში, ოღონდ ჩვენი ვალია ეს ბოლომდე ვცადოთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა. როგორც ბოკერია ამბობს, ორი სახიფათო სცენარი არსებობს, რომელიც ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს.

„თუ ახალ არჩევნებს დანიშნავს, მაშინ ამ კრიზისს განმუხტავს და ეს არის ერთადერთი დემოკრატიული, აპრობირებული გზა დალაგებულ ქვეყნებშიც კი, თუ ვერ გაიგებს, მაშინ მიდის იმ რისკზე რომ წალეკილ იქნეს, ოღონდ ეს ქვეყნისთვისაც რისკია, არ მინდა ეს ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს გარანტირებული გვაქვს რაიმე.

ორი სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა: იანუკოვიჩის სცენარი, როცა ქვეყანას დასჭირდა მსხვერპლი თავისუფლების დასაცავად, ოღონდ ტრაგიკული იყო ეს იანუკოვიჩისთვის და ტრაგიკული იყო მსხვერპლი, ოღონდ გმირული შედეგით დასრულდა, ეს კარგი კი არ არის, ეს გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ; მეორე სცენარი - ლუკაშენკოს გზა, რამდენი წელი დაკარგა ამ ქვეყანამ, რამხელა მსხვერპლი მიიღო და ახლაც არ დასრულებულა ეს ბრძოლა წარმატებით, რადგან თავის დროზე გაეპარა ამ საზოგადოებას (სრული პატივისცემით ამ საზოგადოების მიმართ) ეს მომენტი, რომ დიქტატორი „მოაჯდა“, გაიტანა თავისი და გატეხა ნება. ამიტომ პრაგმატულად და მორალურად ჩვენი ვალი და ჩვენი ინტერესია, ყველა მოქალაქის პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, ვისაც აწუხებს შიმშილი, უმუშევრობა, რომ ახლა ამის გატარება არ შეიძლება, ეს თუ გაუტარე უფრო დიდ ფასს გადაიხდი ბევრად “, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, იმ ძალას, რომელმაც ქვეყანაში კრიზისული ვითარება შექმნა, ოპოზიციის შანტაჟის შესაძლებლობა არ ექნება. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მმართველ ძალაში, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია უნდა განადგურდეს და მეორე მხრივ, საერთაშორისო პიარისთვის, მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

„შექმნილია ძალიან სახიფათო ვითარება, რომლიდანაც ქვეყანა უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად ნაკლები ზიანით, ოღონდ არა ისე, რომ ჩვენ გვაშანტაჟოს იმან, ვინც ეს ვითარება შექმნა და გვითხრას, რომ ნუ გამიწევთ წინააღმდეგობასო. ეს არ გაუვა ნამდვილად! რიტორიკას დააკვირდით - თან ეძახიან ოპოზიციას, რომ უნდა განადგურდეს, მეორე მხრივ, საერთაშორისო პიარისა და მოსახლეობის ნაწილისთვის, გზაკვალის ასაბნევად, ამბობენ, რომ შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში, ქვეყანას როცა უჭირს, როგორ შეიძლება დაძაბულობაო. კარგი ფილმია „მარსი გვიტევს“, სადაც ჩამოდიან უცხოპლანეტელები და რუპორებით იძახიან, ჩვენ მშვიდობით ჩამოვედითო, ოღონდ მეორე ხელით ესვრიან ხალხს. ამას მაგონებს ხოლმე ეს უტიფარი ხელისუფლება. მარსიანელები სასაცილოები არიან, ესენი სასაცილოებიც ვეღარ არიან“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ვისაც ქვეყანაში უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, არ შეიძლება იყოს მთავრობაში. როგორც ბოკერიამ განმარტა, ეს სტანდარტი ვარდების რევოლუციამ და შემდეგ 2012 წლის არჩევნებმა დაამკვიდრა და ახლა ივანიშვილს ამ მონაპოვრის წართმევა სურს ქვეყნისთვის.

„ჩემთვის მათი სახე ერთია - ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობებისა და „კლოუნების“ გარემოცვა, ზოგი მათგანი კიდევ უფრო უტიფარია - კობახიძე, წულუკიანი, ღარიბაშვილი ახლა დაწინაურდა, რომ თქვა, კარგია ერთპარტიული პარლამენტიო. ასეთი სტრატეგიული სიღრმის თეორია აქვთ, რომ კიდევ უფრო სამარცხვინოები უნდა ჰყავდეთ, რომ იქნებ მერე ნაკლებად სამარცხვინოები შედარებით ნორმალურად გამოჩნდნენ, ასეთი გეგმაა, როგორც ჩანს, მაგრამ დიდი განსხვავება მათ შორის არ არის. აქ მთავარი საკითხია, რომ ამ ქვეყანაში, ვისაც უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, არ შეიძლება, რომ იყოს მთავრობაში. ეს სტანდარტი დაადგინა ჯერ ვარდების რევოლუციამ მშვიდობიანად და შემდეგ, 2012 წლის არჩევნებმა, როცა ეს ხელისუფლება მოვიდა და ახლა ეს კაცი ცდილობს, რომ ეს წაართვას ქვეყანას და ეს დაგვიჯდება ძალიან ძვირი ფასი ყველაფერში და ეს არ უნდა დავუშვათ,“- განაცხადა ბოკერიამ.

"მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს" - სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება