მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

"იმე­დი გვაქვს და მო­ვე­ლით, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია შეძ­ლებს მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას, რომ პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა არ­ჩე­ულ­მა წევ­რმა, მი­უ­ხე­და­ვად მათი მხრი­დან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბი­სა, პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს", - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ქმე­დი­თი პარ­ლა­მენ­ტი, რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი ფო­რუ­მი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბის­თვის.

“2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, კვლავ ვა­დას­ტუ­რებთ, რომ მხარს ვუ­ჭერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა და ვე­ლო­დე­ბით ეუთო/ოდი­რის სა­ბო­ლოო ან­გა­რიშს, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ჩათ­ვლით, გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

წუ­ხილს გა­მოვ­თქვამთ იმ უნ­დობ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, ასე­ვე, იმის გამო, რომ მე­ო­რე ტურ­ში ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტებ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო ად­გი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღეს.

ევ­რო­კავ­ში­რი მტკი­ცედ უჭერს მხარს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს და სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბის დაც­ვას. სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ქმე­დი­თი პარ­ლა­მენ­ტი, რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი ფო­რუ­მი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბის­თვის, სა­დაც ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად – ყვე­ლა პარ­ტია რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად ერ­თად იმუ­შა­ვებს.

ამი­ტომ, იმე­დი გვაქვს და მო­ვე­ლით, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია შეძ­ლებს მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას, რომ პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა არ­ჩე­ულ­მა წევ­რმა, მი­უ­ხე­და­ვად მათი მხრი­დან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბი­სა, პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს.

მო­ვუ­წო­დებთ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ მათ­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბი, რომ გა­ნი­ხი­ლონ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი და შექ­მნან უკე­თე­სი სა­ფუძ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ამ­ბი­ცი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის გზით.

პარ­ლა­მენ­ტმა, ასე­ვე, სრუ­ლად უნდა შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი როლი ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, რომ­ლის წი­ნა­შე ქვე­ყა­ნა პან­დე­მი­ის გამო აღ­მოჩ­ნდა.

სრუ­ლად ვუ­ჭერთ მხარს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ სი­ტყვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას და ვგმობთ ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ერ ფაქტს თუ ძა­ლა­დო­ბის შემ­ცველ მუ­ქა­რას. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მხა­რეს, თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა­გან, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - და­იც­ვას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მათ შო­რის ნე­ბის­მი­ე­რი ბრალ­დე­ბის სან­დო და სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბის გზით, რა­საც გამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

დღეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის, ისე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს, რომ გა­მო­ნა­ხონ სა­ერ­თო ენა სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ეფექ­ტი­ა­ნად გა­აგ­რძე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით სვლა და ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ მზად არის და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ამ ძა­ლის­ხმე­ვა­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
8

თქვენ მამიდა მერკელს მიხედეთ რა!

jjj
8

ოცნებაზე მეტად ეს ევროკავშირი და ამერიკა ნერვიულობს ამ ბოიკოტზე, არ შდის და ნუ შედის რა შეეცით........ამათ რა ინტერსი აქვთ ამ შესვლით ან ვერ შესვლით ვერ გავიგე.დდდდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

"იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს", - ამის შესახებ ნათქვამია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად.

წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით.

პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას - დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.

დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით.

ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც ჩანაწერები - "ოცნებაში" რღვევა დაიწყო" - თაკო ჩარკვიანი

ლევან მამალაძე მთავრობას აფრთხილებს: "სააკაშვილი გეგმავს პროვოკაციას... იგეგმება ჟურნალისტების მკვლელობა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"