მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ-იაპონური ოჯახის ამბავი და იაპონური ტრადიციები - "დედამთილმა, ბებოს ოთახში სძინავსო. გავედით ოთახში და ვხედავ გარდაცვლილს"
ქართულ-იაპონური ოჯახის ამბავი და იაპონური ტრადიციები - "დედამთილმა, ბებოს ოთახში სძინავსო. გავედით ოთახში და ვხედავ გარდაცვლილს"

მა­რი­ამ ბეჟა­ნიშ­ვი­ლი უკვე 8 წელ­ზე მე­ტია ია­პო­ნი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან, კო­სუ­კე ინა­ბას­თან ერ­თად ცხოვ­რობს და კი­ო­ტოს პრე­ფექ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობს. წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში იქორ­წი­ნა. მა­რი­ა­მი კარ­გი მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავ­თან ერ­თად ია­პო­ნურ ტრა­დი­ცი­ებ­ზეც გვე­ლა­პა­რა­კა.

- რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით ია­პო­ნი­ით და ია­პო­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლით?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ენის სირ­თუ­ლემ და­მა­ინ­ტე­რე­სა - მეშ­ვი­დე კლას­ში ეს­პა­ნურ­სა და ია­პო­ნურს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ეს­პა­ნუ­რი მარ­ტი­ვად მო­მეჩ­ვე­ნა და ვი­ფიქ­რე, მის სწავ­ლას ყო­ველ­თვის შევ­ძლებ-მეთ­ქი, ამი­ტო­მაც მე­სა­მე უცხო ენად ია­პო­ნუ­რი და­ვი­მა­ტე.

- გა­გი­ჭირ­დათ შეს­წავ­ლა?

- რო­გო­რია ია­პო­ნე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი, რო­გორ მი­გი­ღეს?

- ცხოვ­რე­ბის ტემ­პი ძა­ლი­ან სწრა­ფია. კი­ო­ტო­ე­ლებს არ უყ­ვართ უცხო­ე­ლე­ბი, ტუ­რის­ტებს მა­ინ­ცდა­მა­ინც ტკბი­ლად არ ექ­ცე­ვი­ან, თუმ­ცა მე უკვე რო­გორც თა­ვი­სი­ანს, ისე მექ­ცე­ვი­ან. მკაც­რე­ბი არი­ან, დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ეტი­კეტს, ქცე­ვას, მოძ­რა­ო­ბას, სი­ტყვებ­საც კი. დღემ­დე ვერ შე­ვე­გუე ბევრ რა­მეს, რად­გან არ მიყ­ვარს შე­ზღუდ­ვე­ბი, აქ კი უამ­რა­ვი შე­ზღუდ­ვაა.

ია­პო­ნე­ლე­ბი სა­ოც­რად შრო­მის­მოყ­ვა­რე­ნი არი­ან და სამ­სა­ხურ­ში დიდ დროს ატა­რე­ბენ, სა­მუ­შა­ოს თავს აკ­ლა­ვენ. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა წეს­რი­გი და სი­სუფ­თა­ვე ქუ­ჩებ­ში, რიგს ყო­ველ­თვის იცა­ვენ. ტრან­სპორ­ტი დათ­ქმულ დრო­ზე მო­დის და ზუს­ტად დათ­ქმულ დროს მი­გიყ­ვანს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას.არ მომ­წონს, ყვე­ლას ერთი სტი­ლის ტან­საც­მე­ლი რომ აც­ვია. რა­ღაც­ნა­ი­რი ფერ­მკრთა­ლია გა­რე­მო, მე კი ფე­რა­დოვ­ნე­ბა მიყ­ვარს და ამი­ტომ როცა გა­რეთ გავ­დი­ვარ, ყუ­რა­დღე­ბას ვიქ­ცევ, თუნ­დაც ქერა თმით და მას­ში შე­რე­უ­ლი ვარ­დის­ფე­რი ელე­მენ­ტე­ბით...გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მაკ­ვირ­ვა ერ­თმა ია­პო­ნურ­მა ტრა­დი­ცი­ამ - რამ­დე­ნი­მე წლის წინ კო­სუ­კეს 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბე­ბია გარ­და­ეც­ვა­ლა. წა­ვე­დით ნა­რა­ში, სა­დაც კო­სუ­კეს დედა ცხოვ­რობს.

ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა, ბე­ბოს იქით ოთახ­ში სძი­ნავ­სო. რა­ნა­ი­რად სძი­ნავს-მეთ­ქი, კი ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ რას ვი­ტყო­დი? გა­ვე­დით ოთახ­ში და ვხე­დავ, ძირს ლო­გი­ნია გაშ­ლი­ლი (ძვე­ლე­ბურ სახ­ლებ­ში ია­ტაკ­ზე სძი­ნავთ) და წევს გარ­დაც­ვლი­ლი. ეს კი­დევ არა­ფე­რი, მაგ­რამ ბე­ბი­ას ოთახ­ში ვი­ვახ­შმო­თო, რომ თქვა, თვა­ლე­ბი შუბ­ლზე ამი­ვი­და. სუფ­რა გა­შა­ლეს და იქვე და­ი­წყეს ჭამა, მე კი კრი­ჭა შე­მეკ­რა. რას შევ­ჭამ­დი, გვერ­დით ბე­ბია ეს­ვე­ნა.დი­ლას მო­ი­ტა­ნეს ყუთი - 4 ფი­ცარს გა­რე­დან თეთ­რი ატ­ლა­სი ჰქონ­და გა­დაკ­რუ­ლი. ჩა­ას­ვე­ნეს ბე­ბია და ჩა­უ­ლა­გეს ფული, ყვე­ლა­ნა­ი­რი საჭ­მე­ლი, ხილი, რაც უყ­ვარ­და და გა­და­ას­ვე­ნეს რი­ტუ­ა­ლე­ბის სახ­ლში. იქ ორ დღეს ას­ვე­ნე­ბენ პა­ნაშ­ვი­დე­ბის­თვის.

შე­სას­ვლელ­ში არის მიმ­ღე­ბი, სა­დაც ხალ­ხი კონ­ვერ­ტით ტო­ვებს ფულს, 5.000-დან 30.000 იე­ნამ­დე, ოღონდ ქა­ღალ­დის ფუ­ლის ოდე­ნო­ბა არ უნდა უდ­რი­დეს 4-ს, რად­გან 4 სიკ­ვდილს ნიშ­ნავს. ამი­ტომ კონ­ვერ­ტში უნდა ჩა­დოთ, მა­გა­ლი­თად, ხუთი ცალი 1000-იე­ნი­ა­ნი, ორი ცალი 5.000-იე­ნი­ა­ნი და 1 ცალი 10.000-იე­ნი­ა­ნი და ა.შ..

სი­ა­ში ჩა­წერთ სა­ხელს და გვარს, მი­სა­მართს და შეხ­ვალთ პა­ნაშ­ვიდ­ზე, რო­მელ­საც ბუ­დის­ტი ბერი გა­და­იხ­დის. სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლე­ბი სხდე­ბი­ან (წრეს არ უვ­ლი­ან ჩვენ­სა­ვით). ლოც­ვის დროს ყვე­ლას ხელ­ში კრი­ა­ლო­სა­ნი უჭი­რავს. ბერი წვავს სპე­ცი­ა­ლურ­სუ­ნი­ან რა­ღა­ცას, საკ­მე­ვე­ლი­ვით... მე­ო­რე დღეს, გას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, კრე­მა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას წა­ვე­დით...ერთ, არც ისე დიდ ოთახ­ში აკ­ლდა­მა­სა­ვით უზარ­მა­ზა­რი რამ­დე­ნი­მე ღუ­მე­ლი იყო. უკა­ნას­კნე­ლად გა­მო­ვემ­შვი­დო­ბეთ მიც­ვა­ლე­ბულს, შემ­დეგ კუ­ბო­ი­ა­ნად ქვის გრძელ მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სეს და ღუ­მელ­ში შე­უშ­ვეს. კარი რომ და­ი­კე­ტა, კო­სუ­კეს ბი­ძას უთხრეს, ღი­ლა­კის­თვის თითი და­ე­ჭი­რა. ისე ცუ­დად გავ­ხდი, მე­გო­ნა, გული წა­მი­ვი­დო­და...

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გა­მო­ა­ღეს ღუმ­ლის კარი და გა­მო­ა­ცუ­რეს და­ფერ­ფლი­ლი ბე­ბია. ბო­ლომ­დე არ იყო და­ფერ­ფლი­ლი. ყვე­ლას და­უ­რი­გეს დიდი ჩხი­რე­ბი. ის იყო, გა­ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ რას აპი­რე­ბენ-მეთ­ქი და, მა­შინ­ვე მეც მო­მა­ჩე­ჩეს. კო­სუ­კემ ამიხ­სნა, ჩხი­რე­ბით დარ­ჩე­ნი­ლი დიდი ძვლე­ბი უნდა ჩა­ვა­წყოთ სპე­ცი­ა­ლურ ქი­ლა­სა და ყუთ­შიო. ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დე და უარი ვთქვი. მო­შო­რე­ბით დავ­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ აწყობ­დნენ ძვლებს სა­თავ­სო­ში.მთა­ვა­რი რი­ტუ­ა­ლი 49 დღის შემ­დეგ იმარ­თე­ბა - ძვლებს სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ საფ­ლავ­ში ათავ­სე­ბენ. ქი­ლა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ძვლე­ბის ნა­წი­ლი შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში გქონ­დეთ, სად­მე გა­ფან­ტოთ ან შე­სა­ბა­მი­სი ბუ­დის­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ტა­ძარ­ში მი­ა­ბა­როთ...

- მოდი, ეს მძი­მე თემა შევ­ცვა­ლოთ და მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს მე­უღ­ლე­ზე - რას საქ­მი­ა­ნობს, რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- ჩემი მე­უღ­ლე პი­ლო­ტია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც გა­და­ი­ფიქ­რა პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა და უკვე მერ­ვე წე­ლია, ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­შია, სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია აქვს. ერ­თმა­ნე­თი 7 წლის წინ გა­ვი­ცა­ნით კი­ო­ტო­ში და იმ დღის შემ­დეგ ერ­თად ვართ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­ვე­დით. მა­შინ უცებ გა­დავ­წყვი­ტეთ და მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ. სა­ქარ­თვე­ლო­დან და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბით წა­მო­ვე­დით. რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ასე­ვე ია­პო­ნე­ლე­ბიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან ოჯახ­ში - ზოგი ცოლს ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში, ზოგი მუ­შა­ობს და ეს საკ­მა­რი­სი უნდა იყოს ცო­ლის­თვის. უმე­ტე­სად ქმრე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ცო­ლე­ბი დი­ა­სახ­ლი­სო­ბენ. ჩვენ ერ­თად ვა­კე­თებთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მეს, თუ რო­მე­ლი­მეს არ გვცა­ლია, მა­შინ ერთ-ერთი ვი­თა­ვებთ. კო­სუ­კე ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

- თქვენს გვერ­დზე წერ­დით, რომ ია­პო­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 2019 წელს სკო­ლებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა 672 496 ბუ­ლინ­გის შემ­თხვე­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ?

- 2013 წელს და­ი­წყეს ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლემ სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე.ახა­ლი კა­ნო­ნით, სკო­ლა­ში ჩხუ­ბი და და­ცინ­ვაც ბუ­ლინ­გად ით­ვლე­ბა. აქ ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან, რომ არა­ვის­თან და­მარ­ცხდნენ. შე­სა­ბა­მი­სად, როცა გინ­და, რომ პირ­ვე­ლი იყო, გი­წევს შენ­ზე სუს­ტის და­ჩაგ­ვრა. ჩაგ­რა­ვენ გა­რეგ­ნო­ბის, ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, რა­სის გამო..გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზ ბარათაშვილი
11

უწინამც დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რაა სიამე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ქართულ-იაპონური ოჯახის ამბავი და იაპონური ტრადიციები - "დედამთილმა, ბებოს ოთახში სძინავსო. გავედით ოთახში და ვხედავ გარდაცვლილს"

ქართულ-იაპონური ოჯახის ამბავი და იაპონური ტრადიციები - "დედამთილმა, ბებოს ოთახში სძინავსო. გავედით ოთახში და ვხედავ გარდაცვლილს"

მარიამ ბეჟანიშვილი უკვე 8 წელზე მეტია იაპონიაში მეუღლესთან, კოსუკე ინაბასთან ერთად ცხოვრობს და კიოტოს პრეფექტურაში მუშაობს. წყვილმა საქართველოში იქორწინა. მარიამი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად იაპონურ ტრადიციებზეც გველაპარაკა.

- რატომ დაინტერესდით იაპონიით და იაპონური ენის შესწავლით?

- თავდაპირველად ენის სირთულემ დამაინტერესა - მეშვიდე კლასში ესპანურსა და იაპონურს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ესპანური მარტივად მომეჩვენა და ვიფიქრე, მის სწავლას ყოველთვის შევძლებ-მეთქი, ამიტომაც მესამე უცხო ენად იაპონური დავიმატე.

- გაგიჭირდათ შესწავლა?

- როგორია იაპონელების ცხოვრების წესი, როგორ მიგიღეს?

- ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია. კიოტოელებს არ უყვართ უცხოელები, ტურისტებს მაინცდამაინც ტკბილად არ ექცევიან, თუმცა მე უკვე როგორც თავისიანს, ისე მექცევიან. მკაცრები არიან, დიდ ყურადღებას აქცევენ ეტიკეტს, ქცევას, მოძრაობას, სიტყვებსაც კი. დღემდე ვერ შევეგუე ბევრ რამეს, რადგან არ მიყვარს შეზღუდვები, აქ კი უამრავი შეზღუდვაა.

იაპონელები საოცრად შრომისმოყვარენი არიან და სამსახურში დიდ დროს ატარებენ, სამუშაოს თავს აკლავენ. ძალიან მომეწონა წესრიგი და სისუფთავე ქუჩებში, რიგს ყოველთვის იცავენ. ტრანსპორტი დათქმულ დროზე მოდის და ზუსტად დათქმულ დროს მიგიყვანს დანიშნულების ადგილას.არ მომწონს, ყველას ერთი სტილის ტანსაცმელი რომ აცვია. რაღაცნაირი ფერმკრთალია გარემო, მე კი ფერადოვნება მიყვარს და ამიტომ როცა გარეთ გავდივარ, ყურადღებას ვიქცევ, თუნდაც ქერა თმით და მასში შერეული ვარდისფერი ელემენტებით...განსაკუთრებით გამაკვირვა ერთმა იაპონურმა ტრადიციამ - რამდენიმე წლის წინ კოსუკეს 80 წელს გადაცილებული ბებია გარდაეცვალა. წავედით ნარაში, სადაც კოსუკეს დედა ცხოვრობს.

ჩემმა დედამთილმა, ბებოს იქით ოთახში სძინავსო. რანაირად სძინავს-მეთქი, კი ვიფიქრე, მაგრამ რას ვიტყოდი? გავედით ოთახში და ვხედავ, ძირს ლოგინია გაშლილი (ძველებურ სახლებში იატაკზე სძინავთ) და წევს გარდაცვლილი. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ბებიას ოთახში ვივახშმოთო, რომ თქვა, თვალები შუბლზე ამივიდა. სუფრა გაშალეს და იქვე დაიწყეს ჭამა, მე კი კრიჭა შემეკრა. რას შევჭამდი, გვერდით ბებია ესვენა.დილას მოიტანეს ყუთი - 4 ფიცარს გარედან თეთრი ატლასი ჰქონდა გადაკრული. ჩაასვენეს ბებია და ჩაულაგეს ფული, ყველანაირი საჭმელი, ხილი, რაც უყვარდა და გადაასვენეს რიტუალების სახლში. იქ ორ დღეს ასვენებენ პანაშვიდებისთვის.

შესასვლელში არის მიმღები, სადაც ხალხი კონვერტით ტოვებს ფულს, 5.000-დან 30.000 იენამდე, ოღონდ ქაღალდის ფულის ოდენობა არ უნდა უდრიდეს 4-ს, რადგან 4 სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ კონვერტში უნდა ჩადოთ, მაგალითად, ხუთი ცალი 1000-იენიანი, ორი ცალი 5.000-იენიანი და 1 ცალი 10.000-იენიანი და ა.შ..

სიაში ჩაწერთ სახელს და გვარს, მისამართს და შეხვალთ პანაშვიდზე, რომელსაც ბუდისტი ბერი გადაიხდის. სამძიმარზე მისულები სხდებიან (წრეს არ უვლიან ჩვენსავით). ლოცვის დროს ყველას ხელში კრიალოსანი უჭირავს. ბერი წვავს სპეციალურსუნიან რაღაცას, საკმეველივით... მეორე დღეს, გასვენების შემდეგ, კრემაციისთვის განკუთვნილ ადგილას წავედით...ერთ, არც ისე დიდ ოთახში აკლდამასავით უზარმაზარი რამდენიმე ღუმელი იყო. უკანასკნელად გამოვემშვიდობეთ მიცვალებულს, შემდეგ კუბოიანად ქვის გრძელ მაგიდაზე მოათავსეს და ღუმელში შეუშვეს. კარი რომ დაიკეტა, კოსუკეს ბიძას უთხრეს, ღილაკისთვის თითი დაეჭირა. ისე ცუდად გავხდი, მეგონა, გული წამივიდოდა...

რამდენიმე საათის შემდეგ გამოაღეს ღუმლის კარი და გამოაცურეს დაფერფლილი ბებია. ბოლომდე არ იყო დაფერფლილი. ყველას დაურიგეს დიდი ჩხირები. ის იყო, გავიფიქრე, ნეტავ რას აპირებენ-მეთქი და, მაშინვე მეც მომაჩეჩეს. კოსუკემ ამიხსნა, ჩხირებით დარჩენილი დიდი ძვლები უნდა ჩავაწყოთ სპეციალურ ქილასა და ყუთშიო. ბოდიში მოვიხადე და უარი ვთქვი. მოშორებით დავდექი და ვუყურებდი, როგორ აწყობდნენ ძვლებს სათავსოში.მთავარი რიტუალი 49 დღის შემდეგ იმართება - ძვლებს სპეციალურად მომზადებულ საფლავში ათავსებენ. ქილაში მოთავსებული ძვლების ნაწილი შეგიძლიათ სახლში გქონდეთ, სადმე გაფანტოთ ან შესაბამისი ბუდისტური მიმდინარეობის ტაძარში მიაბაროთ...

- მოდი, ეს მძიმე თემა შევცვალოთ და მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე - რას საქმიანობს, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ჩემი მეუღლე პილოტია, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა პროფესიით მუშაობა და უკვე მერვე წელია, ტურისტულ ბიზნესშია, საკუთარი კომპანია აქვს. ერთმანეთი 7 წლის წინ გავიცანით კიოტოში და იმ დღის შემდეგ ერთად ვართ. საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვედით. მაშინ უცებ გადავწყვიტეთ და მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით ქორწილი გადავიხადეთ. საქართველოდან დაუვიწყარი მოგონებებით წამოვედით. როგორც ქართველები, ასევე იაპონელებიც ინდივიდუალურები არიან ოჯახში - ზოგი ცოლს ეხმარება ბავშვების აღზრდაში, ზოგი მუშაობს და ეს საკმარისი უნდა იყოს ცოლისთვის. უმეტესად ქმრები მუშაობენ და ცოლები დიასახლისობენ. ჩვენ ერთად ვაკეთებთ საოჯახო საქმეს, თუ რომელიმეს არ გვცალია, მაშინ ერთ-ერთი ვითავებთ. კოსუკე ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანია.

- თქვენს გვერდზე წერდით, რომ იაპონიის განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს სკოლებში დაფიქსირებულა 672 496 ბულინგის შემთხვევა. საინტერესოა, რატომ?

- 2013 წელს დაიწყეს ბულინგის პრევენციაზე მუშაობა, მას შემდეგ, რაც მოსწავლემ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.ახალი კანონით, სკოლაში ჩხუბი და დაცინვაც ბულინგად ითვლება. აქ ბავშვებს ასწავლიან, რომ არავისთან დამარცხდნენ. შესაბამისად, როცა გინდა, რომ პირველი იყო, გიწევს შენზე სუსტის დაჩაგვრა. ჩაგრავენ გარეგნობის, ან განსხვავებული ინტერესების, რასის გამო..განაგრძეთ კითხვა

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები