საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაახლოებით ნახევარმა მილიონმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა" - კობახიძე
"დაახლოებით ნახევარმა მილიონმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა" - კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, 17 ოლ­ქში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტებს მხა­რი ნა­ხე­ვარ­მა მი­ლი­ონ­მა ამომ­რჩე­ველ­მა და­უ­ჭი­რა. რო­გორც მან პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 17-ვე მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის კან­დი­და­ტი არ­ჩევ­ნებს და­მა­ჯე­რებ­ლად იგებს.

„მინ­და წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი გა­გაც­ნოთ, შე­მო­სუ­ლია 300-ზე მეტი უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი ოქ­მე­ბის მი­ხედ­ვით. აქ­ტი­ვო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო იმ ფონ­ზე, რომ ოპო­ზი­ცი­ურ­მა კან­დი­და­ტებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვეს სა­ჯა­როდ. 563 000-მა ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში, მათ მად­ლო­ბას ვუხ­დით მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­მა მი­ლი­ონ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტებს 17 მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. ჩვენ ამით გა­ვი­მე­ო­რეთ ის შე­დე­გი ხმე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რაც არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში ამა­ვე ოლ­ქებ­ში გვქონ­და“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბო­ი­კო­ტის მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ურ­მა კან­დი­და­ტებ­მა 50 000 ხმა მი­ი­ღეს. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცია აქ­ტი­უ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, მათ გა­უ­ჭირ­დათ 50 000-ზე მეტი ხმის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

„ისი­ნი აქ­ტი­უ­რობ­დნენ და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ოპო­ზი­ცი­ურ­მა კან­დი­და­ტებ­მა აი­ღეს 50 000 ხმა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ სა­ჯა­როდ ჰქონ­დათ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნებ­ში არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე, ამ ფონ­ზე მათ აი­ღეს 50 000 ხმა. ისი­ნი აქ­ტი­უ­რობ­დნენ და მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად მათ გა­უ­ჭირ­დათ 50 000-ზე მეტი ხმის მო­ბი­ლი­ზე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
13

რა კომენტარი უნდა აკეთო ამ გაშეშებულზე?

ანა
4

კარგით რა ვის ადებილებთ იქ ან მხოლოდ თქვენი მომხრეები მივიდა ან ისინი ვინც არ იცოდა რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.არავისტი არ ვარ.ეგ სიტუაცია რაც დღეს საქართველოში ხდება მარაზმია.ამ ქვეყნიდან წასვლა მინდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაახლოებით ნახევარმა მილიონმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა" - კობახიძე

"დაახლოებით ნახევარმა მილიონმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა" - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, 17 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარი ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატი არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

„მინდა წინასწარი შედეგები გაგაცნოთ, შემოსულია 300-ზე მეტი უბნის მონაცემები ოქმების მიხედვით. აქტივობას რაც შეეხება, საკმაოდ მაღალი იყო იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს საჯაროდ. 563 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, მათ მადლობას ვუხდით მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ჩვენ ამით გავიმეორეთ ის შედეგი ხმების თვალსაზრისით, რაც არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში გვქონდა“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არჩევნების მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციურმა კანდიდატებმა 50 000 ხმა მიიღეს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია აქტიურობდა და მუშაობდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება.

„ისინი აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა ის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გამოცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის თაობაზე, ამ ფონზე მათ აიღეს 50 000 ხმა. ისინი აქტიურობდნენ და მუშაობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში... ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო" - გიგი უგულავა

ვინ მოაწერა ხელი და ვინ არა დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტებს?

"დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად, მუქარით" - პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა