სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ..." - შატილის ავარიას გადარჩენილის დედა ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს
"ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ..." - შატილის ავარიას გადარჩენილის დედა ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს

შა­ტი­ლის გზა­ზე, სო­ფელ ბი­სოს­თან 3 თვის წინ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლის დედა, ლიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს მი­მარ­თავს. რო­გორც ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლე­ბის დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლის პოს­ტი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი (რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია, ვინც ავა­რი­ას გა­და­ურ­ჩა), ოჯა­ხი ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას იწყებს.

"მო­გე­სალ­მე­ბით ჩემო ძვირ­ფა­სო ადა­მი­ნე­ბო! მე მე­დეა და ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლე­ბის დედა ვარ. რო­გორც იცით, მე­დე­ას სი­ცო­ცხლე შა­ტი­ლის ტურ­მა შე­ი­წი­რა, ხა­ტია ძლივს გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. პირ­ველ რიგ­ში მინ­და მი­უ­სამ­ძიმ­რო შა­ტილ­ში გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლებს - უფალს ვთხოვ, ნუ­გე­ში და გამ­ძლე­ო­ბა მოგ­ვცეს და დაგ­ვეხ­მა­როს სა­მარ­თლის ძი­ე­ბა­ში. სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე დიდი უფ­ლის­მი­ე­რი სა­ჩუ­ქა­რია!

ჩემი შვი­ლის სიკ­ვდილს არ შე­ვარ­ჩენ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, სხვი­სი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ფუ­ლის შოვ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას! ჯერ მხო­ლოდ იმის გამო ვიბ­რძო­ლებ, რომ მე­დე­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას მე მას თვა­ლი გა­ვუს­წო­რო და ვუ­თხრა: შენ ვინც სი­ცო­ცხლე წა­გარ­თვა და­ი­სა­ჯნენ- მეთ­ქი! ვიბ­რძო­ლებ ვიდ­რე ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი არ გა­ე­ცე­მა!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იგი­ვე სურ­ვი­ლი გაქვთ თქვენ, 23 აგ­ვის­ტოს გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლებს! ჩვენ ბევ­რი ვართ, ამ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კომ­პა­ნი­ამ ხომ ასო­ბით ადა­მი­ა­ნი გაგ­ვა­უ­ბე­დუ­რა და დაგვღუ­პა! დავ­დგეთ ერ­თად! ავიყ­ვა­ნოთ ძლი­ე­რი ად­ვო­კა­ტი, ბევ­რი ვართ და არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა გა­მოც­დი­ლი და სან­დო ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნა. მე უკვე გა­ვი­კი­თხე და მირ­ჩი­ეს ერთი ადა­მი­ა­ნი. მისი სა­კონ­ტაქ­ტოც მაქვს. თქვენც გთხოვთ თუ ვინ­მემ იცით, ვის შე­იძ­ლე­ბა ვან­დოთ ეს საქ­მე, მოგ­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, შევ­ჯერ­დეთ ერთ კან­დი­და­ტუ­რა­ზე და და­ვი­წყოთ ბრძო­ლა.

რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მი­ა­ყუ­რა­დე­ბენ ამ საქ­მეს. არ და­ვუშ­ვათ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას! ერთი დღი­თაც არ შე­უ­წყვე­ტია "თრე­ვე­ლერ ჯის" მუ­შა­ო­ბა, თით­ქოს წი­წი­ლე­ბი და­ხო­ცი­ლიყ­ვნენ, და არა ადა­მი­ა­ნე­ბი! ნა­მუ­სიც ხო კარ­გი სა­ქო­ნე­ლია! არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც კი არ ქონ­დათ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ მუ­შა­ო­ბა! წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? კომ­პა­ნი­ის უფ­როს­მა თა­ვის პი­რად ან­გა­რიშ­ზე ჩა­ა­რი­ცხი­ნა ფული მგზავრს და ამა­ზე არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა!!! ჯერ მარ­ტო მა­გის გამო მა­შინ­ვე უნდა და­ე­კე­ტათ ეგ კომ­პა­ნია და და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნათ! კი­დევ უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი დგას და ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­თხოვთ დრო­ულ პა­სუ­ხებს! დრო აღარ ით­მენს! ჩვენ ვი­წყებთ ბრძო­ლას! პა­ტი­ვის­ცე­მით ლიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი", - წერს ლიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და. სა­ბე­დის­წე­რო ტურს ცო­ცხლად გა­და­ურ­ჩე­ნენ: 23 წლის ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის და - მე­დეა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
62

ეხლა, ძნელია ამ დროს ასეთი კომენტარი, მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც ოჯახის უფროსი მჯდარა საჭესთან და ავარიის შედეგად, თვითონაც და მისთვის უძვირფასესი ადამიანებიც დახოცილან, ისინი არ თვლიდნენ რომ გაუმართავი მანქანით მიდიოდნენ სადმე. შემთხვევის გაკონტროლება კი არავის ძალუძს! ბოდიში და თქვენ თუ გამოსვლები და პოლიტ-სკანდალების აგორება გირჩიეს, მეც გირჩევთ, ადვოკატი რამიშვილ აირჩიოთ,, არავითარი კორდინატები არ გჭირდებათ, ყოველდღე ნაციონალების მიტინგზეა ეგერ.

სავლე
43

ნაცებმა დაარიგეს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ..." - შატილის ავარიას გადარჩენილის დედა ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს

"ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ..." - შატილის ავარიას გადარჩენილის დედა ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან 3 თვის წინ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილის დედა, ლიკა სიმონიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზარელი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართავს. როგორც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ხატია დევსურაშვილების დის მიერ გამოქვეყნებულის პოსტიდან გახდა ცნობილი (რომელიც ერთ-ერთია, ვინც ავარიას გადაურჩა), ოჯახი ექსკურსიის ორგანიზატორი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

"მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამინებო! მე მედეა და ხატია დევსურაშვილების დედა ვარ. როგორც იცით, მედეას სიცოცხლე შატილის ტურმა შეიწირა, ხატია ძლივს გადაურჩა სიკვდილს. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო შატილში გარდაცვლილთა ახლობლებს - უფალს ვთხოვ, ნუგეში და გამძლეობა მოგვცეს და დაგვეხმაროს სამართლის ძიებაში. სიცოცხლე ყველაზე დიდი უფლისმიერი საჩუქარია!

ჩემი შვილის სიკვდილს არ შევარჩენ უპასუხისმგებლო, სხვისი სიცოცხლის რისკის ფასად ფულის შოვნაზე ორიენტირებულ კომპანიას! ჯერ მხოლოდ იმის გამო ვიბრძოლებ, რომ მედეასთან შეხვედრისას მე მას თვალი გავუსწორო და ვუთხრა: შენ ვინც სიცოცხლე წაგართვა დაისაჯნენ- მეთქი! ვიბრძოლებ ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა!

დარწმუნებული ვარ იგივე სურვილი გაქვთ თქვენ, 23 აგვისტოს გარდაცვლილთა ახლობლებს! ჩვენ ბევრი ვართ, ამ უპასუხისმგებლო კომპანიამ ხომ ასობით ადამიანი გაგვაუბედურა და დაგვღუპა! დავდგეთ ერთად! ავიყვანოთ ძლიერი ადვოკატი, ბევრი ვართ და არ გაგვიჭირდება გამოცდილი და სანდო ადვოკატის აყვანა. მე უკვე გავიკითხე და მირჩიეს ერთი ადამიანი. მისი საკონტაქტოც მაქვს. თქვენც გთხოვთ თუ ვინმემ იცით, ვის შეიძლება ვანდოთ ეს საქმე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, შევჯერდეთ ერთ კანდიდატურაზე და დავიწყოთ ბრძოლა.

რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მიაყურადებენ ამ საქმეს. არ დავუშვათ ამდენი ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები თავისუფლად აგრძელებდნენ ცხოვრებას! ერთი დღითაც არ შეუწყვეტია "თრეველერ ჯის" მუშაობა, თითქოს წიწილები დახოცილიყვნენ, და არა ადამიანები! ნამუსიც ხო კარგი საქონელია! არანაირი მორალური უფლებაც კი არ ქონდათ გაეგრძელებინათ მუშაობა! წარმოგიდგენიათ? კომპანიის უფროსმა თავის პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა ფული მგზავრს და ამაზე არანაირი რეაგირება!!! ჯერ მარტო მაგის გამო მაშინვე უნდა დაეკეტათ ეგ კომპანია და დაეჯარიმებინათ! კიდევ უამრავი კითხვის ნიშანი დგას და ყველაფერზე ვითხოვთ დროულ პასუხებს! დრო აღარ ითმენს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას! პატივისცემით ლიკა სიმონიშვილი", - წერს ლიკა სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. საბედისწერო ტურს ცოცხლად გადაურჩენენ: 23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და - მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე.

"დღეს უარესად ვარ, ვიდრე გუშინ... ძალიან მიჭირს საუბარი" - რას წერს კოვიდით ინფიცირებული თინა ხიდაშელი

"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! - ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება სირხვილია" - რას წერს მიხეილ ჯანელიძე "ფეისბუქზე"