„სირცხვილის დერეფანი“ საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, „რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს“.
„ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის და არა მას - არჩევნების ერთი დღისთვის“, - აცხადებს უსუფაშვილი.
ცნობისთვის, ბათუმში, გუშინ გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან "სირცხვილის კორიდორი" მოაწყონ.
სირცხვილის კორიდორი ვინ უნდა გააკეთოს ნაცებმა? ვაი მაგათ პატრონს !!სირცხვილის გრძნობა მაგათ საერთოდ გააჩნიათ? ე.ი. დაპირისპირება უნდათ მოსახლეობასთან და კაი ჩიტსაც დაიჭერენ!
მართმსაჯულება რომ გვქონდეს მაშინ ნამდვილად სირცხვილია, მაგრამ იმ ქვეყანაში სადაც მართმასულება არ არსებობს და ემსახურება კრიმინალს და უსამართლობას, სამართლიანობისთვის ბრძოლის ყველა ფორმა მისაღებია. მათ შორის სირცხვილის კორიდორიც და კიდევ სხვა ფორმებიც. ისე ეს ოპოზიციაც მაკვირვებს ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური საყრდენი მართმსაჯულება სისტემა ოკუპირებულ/ჩაფლულია კრიმინალ/კორუფციულ ჭაობში და ეს ოპოზიცია პრანჭვა გრეხვას უნდება კაროჟნა შინაბერებივით.