კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები
5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები

ვის­წავ­ლოთ კო­ვიდ 19-თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა – ეს ფრა­ზა 2020 წლის მთა­ვარ სლო­გა­ნად იქცა და ამ მი­სი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლა­დი თა­ვი­დან­ვე იყო და რჩე­ბა მო­წო­დე­ბა #დარ­ჩი­სახ­ლში. შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა სახ­ლში, ზოგი მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, ზოგი კი სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი საზ­რუ­ნა­ვი შე­უქ­მნა და ისეთ სა­კი­თხებ­ზეც და­ა­ფიქ­რა, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა აქამ­დე არ უფიქ­რი­ათ. ხან­გრძლი­ვად სახ­ლში ყოფ­ნამ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბიც შე­უქ­მნა, მა­გა­ლი­თად, წო­ნის მა­ტე­ბა, D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა, ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ახლა სწო­რედ რამ­დე­ნი­მე მათ­განს გან­ვი­ხი­ლავთ.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი

ეს იზო­ლა­ცი­ი­სა და სახ­ლში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნის ერთ–ერთი მთა­ვა­რი შე­დე­გია. მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა, სტრე­სი, არას­ტრა­ბი­ლუ­რო­ბა და შიში, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდს ახ­ლავს, იწ­ვევს სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს, მათ შო­რის, შფოთვის მო­მა­ტე­ბულ დო­ნეს, უძი­ლო­ბას, ემო­ცი­ურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას, დეპ­რე­სი­ას. ამ დროს მწვავ­დე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე დო­ზით ადა­მი­ა­ნებს აქამ­დეც აწუ­ხებ­დათ, მაგ­რამ მას ვერ გრძნობ­დნენ ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი რე­ჟი­მის გამო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ბო­ლოო სუ­რათს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხავთ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ეცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი კონ­ტაქ­ტი და ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან. არ იღელ­ვოთ, რომ ამას დის­ტან­ცი­უ­რი სახე ექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ისა­უბ­როთ თქვენს გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებ­ზე, მი­ი­ღოთ უკუ­კავ­ში­რი და თავი მარ­ტო არ იგ­რძნოთ.

ზედ­მე­ტი წონა

ზედ­მე­ტი წონა სახ­ლში ყოფ­ნის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გია. ხან­გრძლი­ვად სახ­ლში ყოფ­ნის დროს ადა­მი­ა­ნი უფრო დუნ­დე­ბა, მიდ­რე­კი­ლი ხდე­ბა ძი­ლი­ა­ნო­ბის­კენ, სტრე­სი მა­დის გაძ­ლი­ე­რე­ბას იწ­ვევს, ჩნდე­ბა მეტი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ტკბი­ლე­ულ­ზე, ქვე­ით­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, და სა­ბო­ლო­ოდ მივ­დი­ვართ წო­ნის მა­ტე­ბას­თან. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ მა­დას არ ავ­ყვეთ და კვე­ბის რე­ჟი­მი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კონ­ტრო­ლოთ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის კლე­ბას­თან ერ­თად სა­სურ­ვე­ლია შე­ვამ­ცი­როთ დღი­უ­რად მი­სა­ღე­ბი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. მი­ვი­ღოთ მეტი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მო­ვე­რი­დოთ ტკბი­ლე­ულ­სა და ცო­მე­ულს.

ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ბუ­ა­სი­ლი ანუ ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა იზო­ლა­ცი­ის დროს არ­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა. მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მო­მა­ტე­ბუ­ლი წონა, არას­წო­რი კვე­ბის რე­ჟი­მი და შე­დე­გად შეკ­რუ­ლო­ბა, არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბა – სწო­რედ ეს არის ბუ­ა­სი­ლის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბი და ამავდრო­უ­ლად, ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან არი­დე­ბა იზო­ლა­ცი­ის დროს ძა­ლი­ან რთუ­ლია.

ჰე­მო­რო­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია და სა­თა­ნად­რო მკურ­ნა­ლო­ბა. თუმ­ცა, ბევ­რი ამ დროს თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თავს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი სან­თლე­ბის დამ­ხმა­რე­ბით. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, არ მივ­მარ­თოთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას. სან­თლე­ბის შერ­ჩე­ვა­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. მათ უმე­ტე­სო­ბა­ში შე­დის ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და ჰორ­მო­ნი, რაც კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში ან ხან­გრძლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის დროს უსაფრ­თხო არაა. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ სან­თლებს, რო­მე­ლიც სრუ­ლად ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, „რე­პა­რო­ნის“ სან­თე­ლი და მა­ლა­მო უსაფრ­თხოა ბუ­ა­სი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ, მათ შო­რის ორ­სუ­ლო­ბის და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, ხან­გრძლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის დრო­საც, რად­გან პრე­პა­რა­ტი მოქ­მე­დებს მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვად. ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ეს მე­დი­კა­მენ­ტი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია და სრუ­ლი­ად არაა სა­ზი­ა­ნო, ის ძა­ლი­ან სწრა­ფად ხსნი­ან ტკი­ვილს, შე­შუ­პე­ბას, დის­კომ­ფორ­ტს და ხელს უწყობს კვან­ძის და­პა­ტა­რა­ვე­ბას.

D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა

D ვი­ტა­მი­ნის მთა­ვა­რი წყა­რო მზე არის. შე­მოდ­გო­მა–ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ისე­დაც გა­ნიც­დის D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას, ახლა კი როცა ყვე­ლა სახ­ლში ვართ „ჩა­კე­ტი­ლი“ ეს პრობ­ლე­მა უფრო მძაფ­რად დად­გა. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო D ვი­ტა­მი­ნი საკ­ვე­ბი­დან მა­ინც მი­ვი­ღოთ. მი­ირ­თვით ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ორა­გუ­ლი, კვერ­ცხი, რძის ნა­წარ­მი. ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­ღეთ D ვი­ტა­მი­ნი პრე­პა­რა­ტის სა­ხი­თაც. არ და­გა­ვი­წყდეთ, ეს სწო­რედ ის ვი­ტა­მი­ნია, რო­მე­ლიც კო­ვიდ 19–თან ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ.

მშრა­ლი და გა­უ­ხე­შე­ბუ­ლი კანი

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა და კი­დევ უფრო ხში­რად ან­ტი­სეპ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ნის გა­მოშ­რო­ბა­სა და გა­უ­ხე­შე­ბას იწ­ვევს. ამას ემა­ტე­ბა უკვე მო­ახ­ლე­ბუ­ლი ზამ­თრის სი­ცი­ვეც. ამი­ტომ რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. არ იფიქ­როთ, რომ ეს მარ­ტი­ვი პრობ­ლე­მაა და ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა არ უნდა. სიმ­შრა­ლემ, რო­მელ­საც დრო­უ­ლად არ მი­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე და­გა­ყე­ნოთ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ენი
1

მადლობა 

gaga
6

თქვენ დალოცვილებო, ძლივს მომეცა იზოლაციის დროს თავისუფლად წიგნების წაკითხვის საშუალება, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა გადამეკიითხა და დრო არ მქონდა. რო არ გიყვართ კითხვა და მარტო კლუბებში გლახაობა და მარიახუანას მოწევა იმის ბრალი ეს დეპრესია თუ რაღაც ჯანდაბები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები

5 ყველაზე ხშირი პრობლემა იზოლაციის დროს და მათი მოგვარების მარტივი გზები

ვისწავლოთ კოვიდ 19-თან ერთად ცხოვრება – ეს ფრაზა 2020 წლის მთავარ სლოგანად იქცა და ამ მისიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილადი თავიდანვე იყო და რჩება მოწოდება #დარჩისახლში. შესაბამისად, უამრავი ადამიანი აღმოჩნდა სახლში, ზოგი მხოლოდ საოჯახო საქმეებით დაკავებული, ზოგი კი სახლიდან, დისტანციურად აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე პროცესებმა ადამიანებს ბევრი საზრუნავი შეუქმნა და ისეთ საკითხებზეც დააფიქრა, რომელზეც შეიძლება აქამდე არ უფიქრიათ. ხანგრძლივად სახლში ყოფნამ, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ ფართო საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საერთო პრობლემებიც შეუქმნა, მაგალითად, წონის მატება, D ვიტამინის ნაკლებობა, ჰემოროიდული დაავადება. ახლა სწორედ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.

ფსიქოლოგიური პრობლემები

ეს იზოლაციისა და სახლში ხანგრძლივად ყოფნის ერთ–ერთი მთავარი შედეგია. მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ დაძაბულობა, სტრესი, არასტრაბილურობა და შიში, რომელიც ამ პერიოდს ახლავს, იწვევს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მათ შორის, შფოთვის მომატებულ დონეს, უძილობას, ემოციურ არასტაბილურობას, დეპრესიას. ამ დროს მწვავდება ის პრობლემები, რომელიც შეიძლება მცირე დოზით ადამიანებს აქამდეც აწუხებდათ, მაგრამ მას ვერ გრძნობდნენ ცხოვრების აქტიური რეჟიმის გამო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით საბოლოო სურათს პანდემიის დასრულების შემდეგ დავინახავთ. ფსიქოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი კონტაქტი და ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. არ იღელვოთ, რომ ამას დისტანციური სახე ექნება. მთავარია, ისაუბროთ თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე, მიიღოთ უკუკავშირი და თავი მარტო არ იგრძნოთ.

ზედმეტი წონა

ზედმეტი წონა სახლში ყოფნის ლოგიკური შედეგია. ხანგრძლივად სახლში ყოფნის დროს ადამიანი უფრო დუნდება, მიდრეკილი ხდება ძილიანობისკენ, სტრესი მადის გაძლიერებას იწვევს, ჩნდება მეტი მოთხოვნილება ტკბილეულზე, ქვეითდება ფიზიკური აქტივობა, და საბოლოოდ მივდივართ წონის მატებასთან. ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ მადას არ ავყვეთ და კვების რეჟიმი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ, ფიზიკური აქტივობის კლებასთან ერთად სასურველია შევამციროთ დღიურად მისაღები კალორიების რაოდენობაც. მივიღოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, მოვერიდოთ ტკბილეულსა და ცომეულს.

ჰემოროიდული დაავადებები

ბუასილი ანუ ჰემოროიდული დაავადება იზოლაციის დროს არსებული ცხოვრების წესის ლოგიკური გაგრძელებაა. მჯდომარე ცხოვრების წესი, მინიმალური ფიზიკური აქტივობა, მომატებული წონა, არასწორი კვების რეჟიმი და შედეგად შეკრულობა, არარეგულარული კუჭის მოქმედება – სწორედ ეს არის ბუასილის გამომწვევი მთავარი მიზეზები და ამავდროულად, ამ ყველაფრის თავიდან არიდება იზოლაციის დროს ძალიან რთულია.

ჰემოროდიული პრობლემების გამოვლენის საწყის ეტაპზევე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და სათანადრო მკურნალობა. თუმცა, ბევრი ამ დროს თვითმკურნალობას მიმართავს ბაზარზე არსებული ჰემოროიდული სანთლების დამხმარებით. სპეციალისტები გვირჩევენ, არ მივმართოთ თვითმკურნალობას. სანთლების შერჩევასაც დიდი ყურადღება სჭირდება. მათ უმეტესობაში შედის ანტიბიოტიკი და ჰორმონი, რაც კონკრეტულ შემთხვევებში ან ხანგრძლივად გამოყენების დროს უსაფრთხო არაა. უპირატესობა მიანიჭეთ სანთლებს, რომელიც სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული. მაგალითად, „რეპარონის“ სანთელი და მალამო უსაფრთხოა ბუასილის სამკურნალოდ, მათ შორის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივად გამოყენების დროსაც, რადგან პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად. ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტურია და სრულიად არაა საზიანო, ის ძალიან სწრაფად ხსნიან ტკივილს, შეშუპებას, დისკომფორტს და ხელს უწყობს კვანძის დაპატარავებას.

D ვიტამინის ნაკლებობა

D ვიტამინის მთავარი წყარო მზე არის. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ისედაც განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას, ახლა კი როცა ყველა სახლში ვართ „ჩაკეტილი“ ეს პრობლემა უფრო მძაფრად დადგა. ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზმისთვის საჭირო D ვიტამინი საკვებიდან მაინც მივიღოთ. მიირთვით ცხიმიანი თევზი, განსაკუთრებით, ორაგული, კვერცხი, რძის ნაწარმი. ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მიიღეთ D ვიტამინი პრეპარატის სახითაც. არ დაგავიწყდეთ, ეს სწორედ ის ვიტამინია, რომელიც კოვიდ 19–თან ბრძოლაში განსაკუთრებულად დაგეხმარებათ.

მშრალი და გაუხეშებული კანი

დღის განმავლობაში ხელების ხშირი დაბანა და კიდევ უფრო ხშირად ანტისეპტიკის გამოყენება კანის გამოშრობასა და გაუხეშებას იწვევს. ამას ემატება უკვე მოახლებული ზამთრის სიცივეც. ამიტომ რეგულარულად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები. არ იფიქროთ, რომ ეს მარტივი პრობლემაა და ყურადღების მიქცევა არ უნდა. სიმშრალემ, რომელსაც დროულად არ მიხედავთ, შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ.

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

„გაგუას კლინიკის“ ინიციატივით Facebook ჯგუფი “ორსულობა და კოვიდ 19” შეიქმნა

Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო