მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?
"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

მთი­ა­ნი ყა­რა­ბაღ­ში ომის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. დო­კუ­მენ­ტის ირ­გვლივ აზრს გა­მოთ­ქვა­მენ და პო­ზი­ცი­ებს აფიქ­სი­რე­ბენ ამე­რი­კის ლი­დე­რე­ბიც, მათ შო­რის ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნიც, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით, აშშ-ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ხდე­ბა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ნიუს.რუ-მ («News.ru») ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვა ჟურ­ნა­ლისტს, პუბ­ლი­ცისტს და პო­ლი­ტო­ლოგს მაქ­სიმ შევ­ჩენ­კოს:

- დღემ­დე გა­უ­გე­ბა­რია, ვინ გა­ი­მარ­ჯვა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს ვა­შინგტო­ნუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ლი­დე­რე­ბის სამმხრივ გან­ცხა­დე­ბა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი?

- სა­ნამ გა­ურ­კვე­ვე­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, მა­ნამ მოს­კო­ვი და ან­კა­რა ცდი­ლო­ბენ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ნამ­ტკი­ცონ და სომ­ხე­თის მიერ შე­თან­ხმე­ბის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეს­რუ­ლე­ბას მი­აღ­წი­ონ. ჩვენ უკვე ვხე­დავთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სი­მარ­თლის ლა­პა­რაკს იწყებს იმის შე­სა­ხებ, რა­საც მე ათი დღის წინ ვამ­ბობ­დი: თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მია ლა­ჩი­ნის გზას გა­დაჭ­რის, მა­შინ ათე­უ­ლი ათა­სო­ბით სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცი „ქვაბ­ში“ მო­ექ­ცე­ვა და „სტა­ლინ­გრა­დი“ გან­მე­ორ­დე­ბა-მეთ­ქი. ჰოდა, პრე­მი­ერ­მაც ის თქვა, რომ იქ, შუ­შას­თან, 20 ათა­სი სო­მე­ხი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ალ­ყა­ში მო­ექ­ცა, რომ­ლე­ბიც, შე­თან­ხმე­ბა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, სა­სიკ­ვდი­ლოდ იყ­ვნენ გან­წი­რულ­ნი. ვფიქ­რობ, ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხში რუ­სეთს თურ­ქეთ­თან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია ექ­ნე­ბა...

- გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის იმე­დე­ბი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნის არ­ჩე­ვის თა­ო­ბა­ზე?

- რა თქმა უნდა, დი­ას­პო­რის იმე­დე­ბი წო­ნა­დია. დო­ნალდ ტრამ­პი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ეგო­იზ­მის გამო სწევს. თუმ­ცა ისიც უნდა ით­ქვას, რომ მას აქვს იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სა­კი­თხის გარ­ჩე­ვა უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ი­ტა­ნოს, სა­დაც მას უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. ამი­ტო­მაც, ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად არა­ვინ იცის, იქ­ნე­ბა თუ არა ჯო ბა­ი­დე­ნი აშშ-ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

- მაგ­რამ თუ ჯო ბა­ი­დე­ნი მო­ი­გებს, რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია მას მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- მას შე­უძ­ლია სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

- რო­გორ?

- "ძლი­ე­რის უფ­ლე­ბით". იგი უბ­რა­ლოდ, გა­ნა­ცხა­დებს, რომ შე­თან­ხმე­ბა ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის გვერ­დის ავ­ლით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლიო და შე­უძ­ლია დო­კუ­მენ­ტი პო­ლი­ტი­კურ შეთ­ქმუ­ლე­ბად ან გა­რი­გე­ბად შე­რა­ცხოს, ან რა­ღაც ამის მსგავ­სად. გა­მოჩ­ნდე­ბი­ან სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­თან­ხმე­ბას არა­ლე­გი­ტი­მუ­რად ჩათ­ვლი­ან. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამას გა­ნა­ცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოც. ჩემი აზ­რით, ბა­ქომ ამ ყვე­ლაფ­რის იგ­ნო­რი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ცი­ოს. აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­ი­მარ­ჯვა და ამ გა­მარ­ჯვე­ბის ნა­ყო­ფის ვინ­მეს­თვის გა­და­ცე­მის უფ­ლე­ბა მას არ აქვს. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სომ­ხე­თი რუ­სე­თის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი კი თურ­ქე­თის გა­რე­შეც და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რაც არ უნდა თქვან ერე­ვან­ში.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ბა­ი­დე­ნი აცხა­დებ­და, რომ მას გან­ზრა­ხუ­ლი აქვს უფრო მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის მი­მართ, ვიდ­რე ამას დო­ნალდ ტრამ­პი აკე­თებ­და. რამ­დე­ნად მჭიდ­რო იქ­ნე­ბა მოს­კო­ვი­სა და ან­კა­რის და­ახ­ლო­ე­ბა ბა­ი­დე­ნის მოს­ვლის პი­რო­ბებ­ში?

- ბა­ი­დე­ნი ერ­დო­ღანს ვერ იტანს და ამას არც მა­ლავს. ამე­რი­კელ დე­მოკ­რა­ტებ­სა და რეს­პუბ­ლი­კე­ლებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი სტრა­ტე­გია აქვთ. დემ­პარ­ტი­ას მი­აჩ­ნია, რომ ერს ყო­ველ­თვის არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო და ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე უნდა იდ­გეს. თა­ვის მხრივ, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს, იმ­პე­რი­ას, ისე­თი ძლი­ე­რი აშშ-ის არ­სე­ბო­ბას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლა მუხ­ლებ­ზე და­ა­ჩო­ქოს. ამ დროს რე­გი­ო­ნულ მო­თა­მა­შე­ებ­საც შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი პი­რა­მი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ამი­ტო­მაც დო­ნალდ ტრამ­პი მხარს უჭერ­და რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის ნე­ო­ოს­მა­ნურ კონ­ცეფ­ცი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კო­ვი­სა და ან­კა­რის და­ახ­ლო­ე­ბას, ჩემი აზ­რით, ეს რუ­სე­თის მხრი­დან მშვე­ნი­ე­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ე­რია ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის გავ­ლე­ნა. რა თქმა უნდა, ბოლო დროს სომ­ხურ­მა ლობ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი მარ­ცხი გა­ნი­ცა­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თურ­ქე­თი­სა და ის­რა­ე­ლის კო­ო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც რო­გორც არ უნდა უც­ნა­უ­რად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მე ვფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- სომ­ხეთ­ში გრძელ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტარ­დე­ბა აქ­ცი­ე­ბი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აკა­ვე­ბენ. ომში წა­გე­ბუ­ლი სომ­ხე­თი­სათ­ვის მარ­თლაც მომ­გე­ბი­ა­ნია ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მა პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან?

- სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ვინ არა­ფერს შე­ე­კი­თხე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბრძო­ლა მი­დის რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის. მოს­კო­ვი­სათ­ვის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო წას­ვლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან იმას ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად მო­ი­ძებ­ნოს კრემ­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი კაცი... მაგ­რამ არ ვფიქ­რობ, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს ასე იო­ლად დათ­მო­ბენ... ტყუ­ი­ლად კი არ არის ერე­ვან­ში აშშ-ის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ელ­ჩო მთელ რე­გი­ონ­ში.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ამო­ცა­ნა იყო ამ ომის "ჩა­რე­ცხვა", ანუ და­მარ­ცხე­ბის დაბ­რა­ლე­ბა "ყა­რა­ბა­ღუ­ლი ლო­ბი­სა" და რუ­სე­თი­სათ­ვის: ფა­ში­ნი­ა­ნის მი­ნის­ტრე­ბი ღიად ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ მოს­კოვ­მა ერე­ვა­ნი გა­ყი­და, სომ­ხეთს უღა­ლა­ტაო.

გარ­და ამი­სა, სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ქვეყ­ნის გა­მოს­ვლა „ოდკბ“-დან და გან­ცხა­დე­ბა ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის შე­სა­ხებ, რაც ფაქ­ტი­უ­რად ნიშ­ნავს კურ­სის აღე­ბას ნა­ტო­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად. ბუ­ნებ­რი­ვია, კრემლს ამის დაშ­ვე­ბა არ სურს. თუმ­ცა, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი ნა­ტო­ში მი­ღე­ბას არც ეხე­ბა: რა თქმა უნდა, თურ­ქე­თი სომ­ხეთს ალი­ან­სში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უშ­ვებს.

წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
37

ფაქტია რომ რუსულ წესრიგს და დაყავი და იბატონეს წყალი შეუდგა ,აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას სომხები და აზერები და ეს იქნება ნაციონალიზმის დასასრულის დასაწყისი ამიერკავკასიაში ,ნაციონალიზმი არის ის რასაც ეყრდნობა სეპარატიზმი და დაყავის და იბატონეს პოლიტიკა დომინოს ქვებივით დაიშლება და ეს იქნება დიდი პროგრესისი დასაწყისი კავკასიაში!!!

მამუკა
28

იქნებ ვინმემ ახსნას რა შუაშია აქ საქართველო?ამ შეთანხმების ლეგიტიმურობა ან არალეგიტიმურობა რა კუთხით ეხება ჩვენს სახელმწიფოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

მთიანი ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია. დოკუმენტის ირგვლივ აზრს გამოთქვამენ და პოზიციებს აფიქსირებენ ამერიკის ლიდერებიც, მათ შორის ჯოზეფ ბაიდენიც, რომელიც მიღებული ხმების რაოდენობით, წინასწარი ვარაუდით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ხდება.

საინფორმაციო სააგენტო ნიუს.რუ-მ («News.ru») ინტერვიუ ჩამოართვა ჟურნალისტს, პუბლიცისტს და პოლიტოლოგს მაქსიმ შევჩენკოს:

- დღემდე გაუგებარია, ვინ გაიმარჯვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება აისახოს ვაშინგტონური ტურბულენტობა ყარაბაღის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე, რომელიც რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივ განცხადებაშია დაფიქსირებული?

- სანამ გაურკვეველობა გრძელდება, მანამ მოსკოვი და ანკარა ცდილობენ კონფლიქტის ზონაში თავიანთი პოზიციები განამტკიცონ და სომხეთის მიერ შეთანხმების სრულმასშტაბიან შესრულებას მიაღწიონ. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიმართლის ლაპარაკს იწყებს იმის შესახებ, რასაც მე ათი დღის წინ ვამბობდი: თუ აზერბაიჯანის არმია ლაჩინის გზას გადაჭრის, მაშინ ათეული ათასობით სომეხი ჯარისკაცი „ქვაბში“ მოექცევა და „სტალინგრადი“ განმეორდება-მეთქი. ჰოდა, პრემიერმაც ის თქვა, რომ იქ, შუშასთან, 20 ათასი სომეხი სამხედრო მოსამსახურე ალყაში მოექცა, რომლებიც, შეთანხმება რომ არ მომხდარიყო, სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი. ვფიქრობ, ყარაბაღის საკითხში რუსეთს თურქეთთან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება...

- გამართლებულია თუ არა სომხური დიასპორის იმედები აშშ-ის პრეზიდენტად ჯოზეფ ბაიდენის არჩევის თაობაზე?

- რა თქმა უნდა, დიასპორის იმედები წონადია. დონალდ ტრამპი წინააღმდეგობას ეგოიზმის გამო სწევს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მას აქვს იურიდიული საფუძველი, რომ საკითხის გარჩევა უმაღლეს სასამართლოში გადაიტანოს, სადაც მას უპირატესობა აქვს. ამიტომაც, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, იქნება თუ არა ჯო ბაიდენი აშშ-ის ახალი პრეზიდენტი.

- მაგრამ თუ ჯო ბაიდენი მოიგებს, რის გაკეთება შეუძლია მას მთიანი ყარაბაღის მიმართულებით?

- მას შეუძლია სამმხრივი შეთანხმების დეზავუირება განახორციელოს.

- როგორ?

- "ძლიერის უფლებით". იგი უბრალოდ, განაცხადებს, რომ შეთანხმება ეუთოს მინსკის ჯგუფის გვერდის ავლით არის გაფორმებულიო და შეუძლია დოკუმენტი პოლიტიკურ შეთქმულებად ან გარიგებად შერაცხოს, ან რაღაც ამის მსგავსად. გამოჩნდებიან სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც შეთანხმებას არალეგიტიმურად ჩათვლიან. სავარაუდოდ, ამას განაცხადებს საქართველოც. ჩემი აზრით, ბაქომ ამ ყველაფრის იგნორირება უნდა მოახდინოს, ყურადღება არ უნდა მიაქციოს. აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და ამ გამარჯვების ნაყოფის ვინმესთვის გადაცემის უფლება მას არ აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ სომხეთი რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს, აზერბაიჯანი კი თურქეთის გარეშეც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, რაც არ უნდა თქვან ერევანში.

- წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენი აცხადებდა, რომ მას განზრახული აქვს უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება რუსეთისა და თურქეთის მიმართ, ვიდრე ამას დონალდ ტრამპი აკეთებდა. რამდენად მჭიდრო იქნება მოსკოვისა და ანკარის დაახლოება ბაიდენის მოსვლის პირობებში?

- ბაიდენი ერდოღანს ვერ იტანს და ამას არც მალავს. ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სხვადასხვანაირი სტრატეგია აქვთ. დემპარტიას მიაჩნია, რომ ერს ყოველთვის არ შეიძლება ჰქონდეს თავისი სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ერთიანი პოლიტიკური სივრცე უნდა იდგეს. თავის მხრივ, რესპუბლიკელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ სახელმწიფოს, იმპერიას, ისეთი ძლიერი აშშ-ის არსებობას, რომელსაც შეუძლია ყველა მუხლებზე დააჩოქოს. ამ დროს რეგიონულ მოთამაშეებსაც შეუძლიათ თავიანთი პირამიდების მშენებლობა. ამიტომაც დონალდ ტრამპი მხარს უჭერდა რეჯეფ ერდოღანის ნეოოსმანურ კონცეფციას.

რაც შეეხება მოსკოვისა და ანკარის დაახლოებას, ჩემი აზრით, ეს რუსეთის მხრიდან მშვენიერი გეოპოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ძლიერია ლობისტური ჯგუფების გავლენა. რა თქმა უნდა, ბოლო დროს სომხურმა ლობმა სერიოზული მარცხი განიცადა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თურქეთისა და ისრაელის კოოპერაცია, რომელიც როგორც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, მე ვფიქრობ, შესაძლებელია.

- სომხეთში გრძელდება ოპოზიციის პროტესტი მთიანი ყარაბაღის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ტარდება აქციები, აქციის მონაწილეებს კი სამართალდამცავები აკავებენ. ომში წაგებული სომხეთისათვის მართლაც მომგებიანია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა პრემიერის პოსტიდან?

- სომხეთის მოსახლეობას არავინ არაფერს შეეკითხება. ამ შემთხვევაში ბრძოლა მიდის რუსეთსა და დასავლეთს შორის. მოსკოვისათვის ნიკოლ ფაშინიანის სავარაუდო წასვლა ხელისუფლებიდან იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია დროულად მოიძებნოს კრემლისთვის სასურველი კაცი... მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამერიკელები ნიკოლ ფაშინიანს ასე იოლად დათმობენ... ტყუილად კი არ არის ერევანში აშშ-ის ყველაზე დიდი საელჩო მთელ რეგიონში.

ნიკოლ ფაშინიანის ამოცანა იყო ამ ომის "ჩარეცხვა", ანუ დამარცხების დაბრალება "ყარაბაღული ლობისა" და რუსეთისათვის: ფაშინიანის მინისტრები ღიად ლაპარაკობდნენ, რომ მოსკოვმა ერევანი გაყიდა, სომხეთს უღალატაო.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის გამოსვლა „ოდკბ“-დან და განცხადება ნეიტრალიტეტის შესახებ, რაც ფაქტიურად ნიშნავს კურსის აღებას ნატოში გასაწევრიანებლად. ბუნებრივია, კრემლს ამის დაშვება არ სურს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საუბარი ნატოში მიღებას არც ეხება: რა თქმა უნდა, თურქეთი სომხეთს ალიანსში არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს.

წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი: რატომ ეწყინა ირანს რეჯეფ ერდოღანის გალექსილი განცხადება

ჰოლანდიაში 5-კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

"ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა" - აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა