სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცქიტიშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა" - რა მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან
"ცქიტიშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა" - რა მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ერთი პირი და­შავ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლია, რო­მე­ლიც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს vip ტრი­ბუ­ნი­დან მატ­ჩის ყუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მა­შინ, რო­დე­საც მო­ედ­ნის გა­რეთ მყოფ ქო­მა­გებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის დარ­ღვე­ვის­თვის 2000 ლა­რით აჯა­რი­მე­ბენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ჯორჯ ორუ­ე­ლის „ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა“ მი­ი­ტა­ნეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიმ­ბო­ლუ­რი „სა­ჩუქ­რის“ ფე­დე­რა­ცი­ა­ში და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბას ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტი გი­ორ­გი კუ­პა­ტა­ძე და­შავ­და.

რო­გორც ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტი აცხა­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ორი პირი: ზუ­რაბ ცქი­ტიშ­ვი­ლი და ლაშა სა­ლუქ­ვა­ძე.

„ისი­ნი იყ­ვნენ ამ დარ­ბე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და და­ი­წყეს ჩვენ­ზე ძა­ლა­დო­ბა. შემ­დეგ მათ აყვნენ ფე­დე­რა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. 10-12 კაცი იყო და გა­მა­ტე­ბით გვცემ­დნენ. ჩვენ შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მიგ­ვი­ყე­ნე­ბია. მინ­დო­და, რომ ფე­დე­რა­ცი­ა­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და ბა­ტო­ნი კო­ბი­აშ­ვი­ლის­თვის წიგ­ნი გა­და­მე­ცა, რა­ზეც გან­მი­ცხა­დეს, რომ კან­ცე­ლა­რია და­კე­ტი­ლია და ზო­გა­დად ფე­დე­რა­ცია არ მუ­შა­ობს. ამ დროს თვი­თონ გა­მო­ვიდ­ნენ ფე­დე­რა­ცი­ი­დან და ვკი­თხეთ ისი­ნი რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ იქ, თუ ფე­დე­რა­ცია არ მუ­შა­ობს. ამ შე­კა­მა­თე­ბის მერე ცქი­ტიშ­ვი­ლი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ხელი და­არ­ტყა ერთ-ერთ აქ­ტი­ვისტს. შემ­დეგ და­ი­წყო დარ­ბე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

ცნო­ბის­თვის, აქ­ტი­ვის­ტე­ბის პრო­ტეს­ტი იმან გა­მო­იწ­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის გუ­შინ­დელ სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე გულ­შე­მატ­კივ­რებს დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს, თუმ­ცა, მატჩს მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან ან­გა­რი­შით 0:1 და­მარ­ცხდა. შე­დე­გად, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
34

...პროვოკატორები!!!

ია
26

უეჭველად ოპოზიციამ მიიყვანა ხელისუფლების წევრები და დასვა ტრიბუნებზე,,თორემ ესენი თავისით (ხომ არ მივიდოდნენ),როცა ქვეყანაში ასეთი შეზღუდვებია,,არა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ცქიტიშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა" - რა მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან

"ცქიტიშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა" - რა მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი პირი დაშავდა.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, საქართველოში შერჩევითი სამართალია, რომელიც მაღალჩინოსნებს vip ტრიბუნიდან მატჩის ყურების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც მოედნის გარეთ მყოფ ქომაგებს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2000 ლარით აჯარიმებენ.

აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ მიიტანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სიმბოლური „საჩუქრის“ ფედერაციაში დატოვების მცდელობას ფედერაციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი კუპატაძე დაშავდა.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ორი პირი: ზურაბ ცქიტიშვილი და ლაშა სალუქვაძე.

„ისინი იყვნენ ამ დარბევის ორგანიზატორები და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა. შემდეგ მათ აყვნენ ფედერაციის თანამშრომლები. 10-12 კაცი იყო და გამატებით გვცემდნენ. ჩვენ შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. მინდოდა, რომ ფედერაციაში შევსულიყავი და ბატონი კობიაშვილისთვის წიგნი გადამეცა, რაზეც განმიცხადეს, რომ კანცელარია დაკეტილია და ზოგადად ფედერაცია არ მუშაობს. ამ დროს თვითონ გამოვიდნენ ფედერაციიდან და ვკითხეთ ისინი რატომ იმყოფებოდნენ იქ, თუ ფედერაცია არ მუშაობს. ამ შეკამათების მერე ცქიტიშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.

ცნობისთვის, აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

"საქნახშირში" 144 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, კომპანიამ საწარმოო პროცესი შეაჩერა

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა - "ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის... საყურადღებო შემთხვევაა"