მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ" - უდუმაშვილი
"შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ" - უდუმაშვილი

ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა არის ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ცვლი­ლე­ბა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ამ პი­რო­ბით მივ­დი­ვართ დი­ა­ლოგ­ზე,- ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, დი­ა­ლო­გი არის ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მა, თუმ­ცა, გა­აჩ­ნია დი­ა­ლო­გის სა­განს.

"რა თქმა უნდა, არა­ვის ეხა­ლი­სე­ბა ქუ­ჩა­ში დგო­მა, დი­ა­ლო­გი ყვე­ლა­ზე ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მაა, რომ­ლი­თაც უნდა წა­ვი­დეს ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ დი­ა­ლოგს გა­აჩ­ნია სა­გა­ნი, რაზე ვსხდე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ჩვენ უბ­რა­ლოდ ვსხდე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, რომ ხელი ჩა­მო­ვარ­თვათ და გა­მარ­ჯო­ბა ვუ­თხრათ ერ­თმა­ნეთს, ასეთ დი­ა­ლოგს აზრი არ აქვს.

თუ ჩვენ ვსხდე­ბით იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რად გა­მო­ვი­დეს ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან, რა თქმა უნდა, ასეთ დი­ა­ლოგს აზრი აქვს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა არის ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ცვლი­ლე­ბა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ამ პი­რო­ბით მივ­დი­ვართ დი­ა­ლოგ­ზე,“-გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე თუ რა დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სი მზად­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარნ­ტი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

"შე­საძ­ლოა ბა­ტონ გრი­გოლს ჰქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, მაგ­რამ იმ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რი იყო ვი­თა­რე­ბა, ჯერ რუს­თა­ველ­ზე ვი­დე­ქით, შემ­დეგ ცეს­კოს­თან, შე­საძ­ლოა მოხ­და რა­ღაც დის­კო­მუ­ნი­კა­ცია, ვერ შედ­გა. თუმ­ცა, მე ვა­რა­უდს ვამ­ბობ, და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ, არ მქო­ნია პი­რა­დად კო­მუ­ნი­კა­ცია ამა­ზე ბა­ტონ გრი­გოლ­თან“, -გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

გუ­შინ გრი­გოლ ვა­შა­ძემ „რუს­თა­ვი2“-ის ეთერ­ში, მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე ისა­უბ­რა. კი­თხვა­ზე, თუ რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მისი გან­ცხა­დე­ბა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ლი­დერ­მა უპა­სუ­ხა, რომ „ბოლო ჩახ­მა­ხი“ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გის ჩაშ­ლა იყო.

„დე­ტა­ლებ­ში არ მინ­და შეს­ვლა, მაგ­რამ ბოლო ჩახ­მა­ხი ის იყო, რომ თით­ქმის მომ­ზა­დე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მე­თა­უ­რე­ბის მიერ ჩა­ი­შა­ლა",- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ „ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე გული, ჩვენ­ზე არა­ნაკ­ლებ შეს­ტკი­ვათ“.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დებს, თუ რო­დის, უნდა შემ­დგა­რი­ყო დი­ა­ლო­გი, ვა­შა­ძე ამ­ბობს: „დავ­კარ­გეთ ეს დრო, ჩა­ი­შა­ლა“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
0

მაშ მტყუნის რაც იცოდი!

გიორგი
0
რა მაგის პასუხია და, უდუმაშვილს ინდოელის კლასიკური ფიზიონომია აქვს, და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უდუმაშვილი ქართულად გვარგადაკეთებული სომეხი გახლავთ(რასაც თვითონაც არ მალავს), მჯერა იმ ძალზედ გავრცებული თეორიის, რომ სომხები წამოვიდნენ , უხსოვარი დროიდან, სწორედაც ინდოეთიდან!
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ" - უდუმაშვილი

"შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ" - უდუმაშვილი

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დიალოგი არის ცივილური ფორმა, თუმცა, გააჩნია დიალოგის საგანს.

"რა თქმა უნდა, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა, რომლითაც უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ დიალოგს გააჩნია საგანი, რაზე ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, თუ ჩვენ უბრალოდ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ხელი ჩამოვართვათ და გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს.

თუ ჩვენ ვსხდებით იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, რა თქმა უნდა, ასეთ დიალოგს აზრი აქვს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა დიალოგის პროცესი მზადდებოდა საერთაშორისო პარნტიორების ჩართულობით.

"შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.

„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა",- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოკიდეთ ხელი და გაიყვანეთ, რას დგას აქ?!" - ხმაური მერიასთან მიმდინარე აქციაზე, საიდანაც ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებმა გააგდეს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"