საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ლიმფომა? მისი გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები
რა არის ლიმფომა? მისი გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

ლიმ­ფო­მა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­აა სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში. არის თუ არა ლიმ­ფო­მა „გა­ნა­ჩე­ნი“, რას წარ­მო­ად­გენს აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კა, რა იწ­ვევს მას, რა მიღ­წე­ვე­ბია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში ამ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში და რა პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს შე­იძ­ლე­ბა მივ­მარ­თოთ, ამ სა­კი­თხებ­ზე „აკად. ფ. თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი“-ს ჰე­მა­ტო­ლო­გი/ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი ანა მა­ყაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

რა არის ლიმ­ფო­მა

ლიმ­ფო­მა ლიმ­ფო­ი­დუ­რი და ჰე­მა­ტო­პო­ე­ზუ­რი ანუ სის­ხლწარ­მომ­ქმნე­ლი ქსო­ვი­ლე­ბის მა­ლიგ­ნუ­რი ანუ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ლიმ­ფურ სის­ტე­მა­სა და ძვლის ტვინს. ლიმ­ფუ­რი სის­ტე­მა შედ­გე­ბა ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბი­სა­გან, რომ­ლის კლას­ტე­რე­ბიც მთელს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მშია გან­ლა­გე­ბუ­ლი: გულ­მკერ­დის, მუც­ლის და მცი­რე მენ­ჯის ღრუ­ში, ასე­ვე სა­ზარ­დულ­ში, იღ­ლი­ებ­სა და კის­რის მი­და­მო­ში. ლიმ­ფურ სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია ასე­ვე: ელენ­თა, თი­მუ­სი (მკერ­დუ­ლა­ნა ჯირ­კვა­ლი) და ტონ­ზი­ლე­ბი, ანუ ნუ­შუ­რა ჯირ­კვლე­ბი. ასე­ვე უნდა გა­მოვ­ყოთ, ე.წ ექ­სტრა-ნო­და­ლუ­რი ლიმ­ფო­მე­ბი, ანუ რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა მო­ი­ცავს არა-ლიმ­ფო­ი­დუ­რი ქსო­ვი­ლის ორ­გა­ნო­ებს, მა­გა­ლი­თად: კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს, ღვიძლს, ფილ­ტვს, ძვლებს, კანს და ცენ­ტრა­ლურ ნევ­რულ სის­ტე­მას.

პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი

ლიმ­ფო­მის წარ­მო­შო­ბა ხდე­ბა სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მით, მა­გა­ლი­თად იგი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მნას B და T უჯრე­დე­ბის პრო­გე­ნი­ტო­რე­ბის­გან ანუ წი­ნა­მორ­ბე­დი უჯრე­დე­ბის­გან და უკვე მომ­წი­ფე­ბუ­ლი B და T უჯრე­დე­ბის­გან. ლიმ­ფო­მე­ბი კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბად: ინ­დო­ლენ­ტუ­რი ანუ დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე, აგ­რე­სი­უ­ლი, მა­ღა­ლაგ­რე­სი­უ­ლი ლიმ­ფო­მე­ბი და ასე შემ­დეგ.

რაც შე­ე­ხე­ბა ლიმ­ფო­მის გა­მომ­წვევ რისკ ფაქ­ტო­რებს, ზუს­ტი მი­ზე­ზი დღეს­დღე­ო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი მო­ნა­წი­ლე­ობს:

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: Epstein-Barr virus (EBV) და C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სე­ბი, Helicobacter Pylori, ადა­მი­ა­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვირუ­სი ( HIV); რისკ ფაქ­ტო­რებ­ში შე­დის სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა, მა­გა­ლი­თად: ჰერ­ბი­ცი­დე­ბი, პეს­ტი­ცი­დე­ბი, თმის სა­ღე­ბა­ვე­ბი, მა­ი­ო­ნი­ზი­რე­ბე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა და ა.შ.

ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა პა­ცი­ენ­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სი, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ადრე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მკურ­ნა­ლო­ბა: გა­მოკ­ვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვთ რო­მე­ლი­მე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ცი­ტოს­ტა­ტი­კუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით, იმ­ყო­ფე­ბი­ან ძვლის ტვი­ნის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის ლიმ­ფო­მის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ ჯგუფ­ში.

და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მო­ნა­წი­ლე­ობს გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი და ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი: მა­გა­ლი­თად, ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რის დას ან ძმას აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უფრო მა­ღა­ლი შან­სი.

ლიმ­ფო­მის სიმპტო­მე­ბი

ამ და­ა­ვა­დე­ბის ჩი­ვი­ლე­ბი საკ­მა­ოდ არას­პე­ცი­ფი­უ­რია, პა­ცი­ენტს შე­საძ­ლე­ბე­ლია აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს: გა­დი­დე­ბუ­ლი, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში, ელენ­თი­სა და ღვიძ­ლის გა­დი­დე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც არ აიხ­სნე­ბა რო­მე­ლი­მე ინ­ფექ­ცი­ით ან სხვა და­ა­ვა­დე­ბით, წო­ნის კლე­ბა, ღა­მის პრო­ფუ­ზუ­ლი, ანუ ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა. რო­დე­საც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია გულ­მკერ­დის ღრუს ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბი, პა­ცი­ენ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია უჩი­ო­დეს ტკი­ვილს და დის­კომ­ფორ­ტს გულ­მკერ­დის არე­ში, მშრალ ხვე­ლას, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას.

უნდა აღი­ნიშ­ნოს,რომ სიმპტო­მე­ბი ძა­ლი­ან ზო­გა­დია და შე­საძ­ლოა თან ახ­ლდეს სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და პა­თო­ლო­გი­ე­ბის არ­სე­ბო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რის შემ­დე­გად, ლიმ­ფო­მა­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი გა­და­მი­სა­მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჰე­მა­ტო­ლოგ­თან/ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლოგ­თან.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ა­ვა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს უსიმპტო­მოდ რამ­დე­ნი­მე თვის ან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დო­ლენ­ტუ­რი ანუ დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე ლიმ­ფო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ან სიმპტო­მე­ბი იყოს მი­ნი­მა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი.

ისე­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა ლიმ­ფო­მა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი და დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში.

„აკა­დე­მი­კოს ფ. თო­დუ­ას სა­მე­დი­დი­ცი­ნო ცენ­ტრში“ ამ პა­თო­ლო­გი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ერთ სივ­რცე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად: უახ­ლე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ანა­ლი­ზა­ტო­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, ულ­ტაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი და პო­ზიტ­რონ-ემი­სი­უ­რი კო­მი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია.

გა­დი­დე­ბუ­ლი ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კვლე­ვე­ბი: და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლიმ­ფუ­რი კვან­ძის Core-ბი­ოფ­სია, ან ლიმ­ფუ­რი კვან­ძის ქი­რურ­გი­უ­ლი ამოკ­ვე­თა ანუ ექ­სცი­ზი­უ­რი ბი­ოფ­სია და აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და იმუ­ნო­ჰის­ტო­ქი­მი­უ­რი კვლე­ვე­ბი-რის მი­ხედ­ვი­ტაც ხდე­ბა ლიმ­ფო­მის ზუს­ტი ტი­პის დად­გე­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია ლიმ­ფო­მის კონ­კრე­ტულ ფორ­მა­ზე, სტა­დი­ა­ზე, პა­ცი­ენ­ტის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე. მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის გან­სა­ზღვრა­ში, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის კლი­ნი­ცის­ტე­ბი-კონ­სი­ლი­უ­მის პრინ­ცი­პით, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სის და­გეგ­მვა ხდე­ბა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბით.

ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის 4 მე­თო­დი:

  • -ქი­მი­ო­თე­რა­პია;
  • -იმუ­ნო­თე­რა­პია
  • -ტარ­გე­ტუ­ლი თე­რა­პია
  • -რა­დი­ა­ცუ­ლი თე­რა­პია;

ყვე­ლა ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბას აქვს მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი კლი­ნი­კის კომ­ფორ­ტულ, თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვილ სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ სივ­რცე­ში, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მიერ.

ნე­ბის­მი­ე­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზი, მათ შო­რის ლიმ­ფო­მა იწ­ვევს, რო­გორც ფი­ზი­კურ სიმპტო­მებს, ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ურ, სო­ცი­ა­ლურ და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მებ­თან. ასეთ დროს, ვფიქ­რობ, ექი­მის მხარ­და­ჭე­რას, თა­ნად­გო­მა­სა და მუდ­მივ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მთა­ვა­რია პა­ცი­ენ­ტმა სწო­რად შე­ას­რუ­ლოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და დრო­უ­ლად შე­არ­ჩი­ოს სან­დო ექი­მი და კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც მას ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ლიმ­ფო­მის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა და რისკ-ჯგუ­ფე­ბი

მო­დით, უფრო დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ ლიმ­ფო­მე­ბის ორ დიდ ჯგუფ­ზე: არა-ჰო­ჯკი­ნი­სა და ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მებ­ზე. მათი რისკ-ჯგუ­ფე­ბი და გავ­რცე­ლე­ბა საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა გავ­რცე­ლე­ბით მე-7 ად­გილ­ზეა ყვე­ლა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას შო­რის კა­ცებ­სა და ქა­ლებ­ში; აშშ-ში სიმ­სივ­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის 4%-ს ით­ვლის.და­ა­ვა­დე­ბის რისკ-ჯგუფ­ში ძი­რი­თა­დად შე­დი­ან ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და რის­კი იზ­რდე­ბა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი- 65 წლის ან მე­ტი­საა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მას, აქ გა­მო­ი­ყო­ფა ორი ძი­რი­თა­დი რისკ-ჯგუ­ფი: ად­რე­უ­ლი მო­ზარ­დო­ბის ასა­კის პი­რე­ბი და 55 წლის ზე­ვით მყო­ფი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი. 15-19 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა შე­ად­გენს ყვე­ლა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 13%-ს.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ად­რე­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა ზრდის ლიმ­ფო­მე­ბის გან­კურ­ნე­ბის შანსს. ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­სას, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კა არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 82%-ს, ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მის შემ­თხვე­ვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 92%-ს. ამას­თა­ნა­ვე, 2008 წლი­დან 2017 წლამ­დე არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნოა ყო­ველ­წლი­უ­რად შემ­ცირ­და 2%-ით, ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მის შემ­თხვე­ვა­ში კი-4%-ით.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ლიმ­ფო­მის პრე­ვენ­ცია

ამ პა­თო­ლო­გი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, ისე­ვე რო­გორც სხვა და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის დაც­ვა, სწო­რი კვე­ბა, მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა. პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი 6 თვე­ში ან 12 თვე­ში ერთხელ, მა­გა­ლი­თად სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი, მუც­ლის ღრუს და ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ვის ულ­ტაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა, ოჯა­ხის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ვი­ზი­ტი ექიმ­თან და დრო­უ­ლი შე­სა­ბა­მი­სი დი­აგ­ნოს­ტი­კა.

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
5

თქვენ ხომ არ წაიდებილებთ,ხალხს კორონას სტრესი არ აკლია ახლა ლიმფომაზე არ აკითხოთ სტატიები?მართლა ხალხის ამოწყვეტა ხომ არ გაქვთ თავში.

beso
0

თუ ჩვენ ღია საუბრებს შევზღუდავთ, ახლააც და ხვალეც, პოსტკოვიდიანურ ეპოქაში ჩვენ გაგვიჭირდება, ეს რბილად ნათქვამია. ჩვენ სრულად ვერ ვიმსჯელებთ სხეულის მოწყვლადობასა და მისი მკურნალობის შესახებ. რადგან ასეთი ჩართულობა არა აქვს საქმეს და არც ამის მნიშვნელობაა ჯეროვნად შეფასებული. რამდენ ადამიანს ესმის რა არის მოწყვლადი სხეული, ან რას ნიშნავს სოკოვანი სხეული(ფაგოვანი სხეული, კანდიტა კი ყველას გააუგია, ხოლო მის ბიძაშვილებზე და მამიდაშვილებზე რამდენს აქს წარმოდგენა, უამრავი მათგანი შესწავლილიც არ არის) ან რას ნიშნავს ლიმფომა, ან ლიმფური კვანძის დაზიანება, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის ლიმფურ სისტემას და რარიგად ხდება შხამის გამოტანა ან როგორ მუშაობს (თავად ვაწარმოებ შხამების მიღებაზე ცდებს და არ გეუბნებით მხოლოდ შეძენილი ცოდნის ნიადაგზე) ის. თუ ამაზე წარმოდგენა არა გაქვს, როგორ უნდა აგიხსნა ლიმფური კვანძის დაზიანება როგორ ხდება და ის შეიძლება გაგითამაშდეს 3-5 დღეში და აი შენი ლიმფომაც, აი შენი ფილტვის კიბოც, ხოლო შენთვის რა აზრი აქვს იმას, რას არქმევენ ფილტვის ან ხორხის გვერდზე, ან მკერდზე(მთელი დუნია დეზადორს ისხამს) დაზიანებულ ლიმფური კვანძებსან მკერდზე, რა გარემოში ხდება ეს და როგორ შეიძლება ავიცილოთ ეს. თუ ამაზე ღიად არ ვილაპარაკებთ ვერ მივალთ სხეულის მოწყვლადობის დაწყების გარემოებასთან, მიზეზებთან, მის აცილებასთან და მკურნალობის გაგებასთან. არადა ესაა სხეულის კისლოტნო-შელოჩნი ბალანსის დარღვევა, დარღვევის ხარისხი რაც იწვევს ყველაფერ ამას, სხეულის ყველა დავადების პირობა არის სხეულის კისლოტნო შელოჩნი ბალანსის დარღვევა, ხოლო მისი მკურნალობა იწყება ამის აღდგენით ან ყველა სხვა ჩარევისას პარალელურად ამის დაცულობით. ნებისმიერი მკურნალობის კურსის გავლის შემდგომაც არსებითად ეს რჩევა უნდა მიეცეს პაციენტს. კოვიდ გარემო, სადაც ციებ-ცხელებასა და სპაზმებს აქვს ადგილი(სხეულის ინტოქსიკაცია და ლიმფური სისტემის მოწყვლადობა), ხოლო კოვიდი დამატებით ენდოტელიტის საშუალებით სისხლიდანაც უტევს ყველა ორგანოს, ესაა უმნიშვნელოვანესი. თუ ღიად არ ვისაუბრეთ ამაზე და არ მივეცით ადამიანებს ცოდნა ამაზე ჩვენ ადრეც, კოვიდამდეც ჩავდიოდით ამ სახის ცოდვას, ხოლო კოვიდსა და პოსტკოვიდურში გვექნება სანანებლად საქმე. დიდება უფალს! „მთას ცხვარია შეფენილი, მე კი ერთი ვარო“ დიდება ვაჟას, კავკასიის რაინდს. დიდება ადამიან ხედვას!>>>>>>>>ლია-ს. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“. დიდება რუსთაველს. ყველაზე შემთხვევაში მთავარია გამოსავლის ძიება, ხოლო სიმპტომატიკის მედიცინას არც ჰიპერტონიაზე, ათროზზე და არც სხვა დავადებებზე აგვს გაგება, რადგან არ კურნავს მას. მას არა აქვს მკურნალობის გაგება, ხოლო დროებითი შვების ან სიმპტომის მოხსნას მოკვდავი არქმევს განკურნებას, ან მკურნალობას. ანუ ცდებსაა აქვს ადგილი, სადაც კვლევის ობიექტი ხარ და წამალიც გარტყმების ხასიათისაა მკურნალობაში, ხოლო თუ მკურნალობის ხარისხებს შორის თუა დიდი სხვაობა (ცნობილი ისრაელის კლინიკები, ყველა არა; ტბილისი; ზუგდიდი) მით უარესი საქმეში>>>>>>>დავანებოთ ამას თავი. ლიმფომის დროს საქმე გვაქს ლიმფური სისტემისა და კვანძების მოწყვლადობასთან, სადაც გაფუჭებული ლიმფოციტების მოყრას აქვს ადგილი. რატომ? რა მოხდა? რატომ ვერ გაართვეს თავი საქმეს ლეიკოციტებმა და ნეიტროფილებმა, როდესაც ლიმფური კვანძები მათი გარაჟია და სადაც იწმინდება უჯრეთთაშორისი წყალი (ხანდისხან ეს წყალი აფრიკული სავანეა ბაქტერიების, ფაგებისა, ვირუსებისა და პარაზიტებისა) და ყოვლდღიურად ნახევარი ლიტრი გადადის სისხლში. რა მოხდა და რაზეა ეს დამოკიდებული, რომ არ გახდე ლიმფომაკლიენტი. ამას არ უხსნიან ადამიანებს და ესაა ყველა სხვა სხეულის დავადების პირობა. ესაა სოკოვანი სხეული სადაც სხეულს იმავდროულად გააჩნია ინტოკსიკაცია(ერთდროულად ხდება), შედეგად ეცემა ნეიტროფილებისა და ლეიკოციტების აქტიურობის ინდექსი და იქმნება სხვადასხვა ვირუსისა, ბაქტერიისა თუ ფაგის შემთხვევაში აუტოიმუნური გარემო. აბა ლიმფური კვანძი არის ნეიტროფილებისა და ლეიკოციტების (ვამპირების) გარაჟი, რომლებიც ყველა სხვა შემთხვევაში უჯრეთაშორისი წყლიდან შემოყოლილ მტრებს ანადგურებენ და წმენდენ წყალს. ამას არ უხსნიან ხალხს, ხოლო ჩემთვის გაუგებარია, რატომ ამთავრებს კაცი სკოლასა და უნივერსიტეტს. ყველაფერ ამას იწვევს სხეულის წყლის „კისლოტნო შელოჩნი“ ბალანსის დარღვევა და სხეულის წყლის მჟავიანობა და გაგიკვირდებათ, რომ აქედან წარმოშობილი გამოწვევების შედეგად შესაძლებელია 3-4 დღეში გაგინადგურდეს ლიმფური კვანძი და სახეზეა ამათი ხელდასმით სიმსივნე. რა მნიშვნელობა რას დაარქმევენ სიმსივნეს? აქვს ამას მნიშვნელობა? 2-3 ლიმფური კვანძის დაზიანება და დედა გაქვს ნატირები, რადგან სხეულის იმ არეალს გაეჭედა შხამი. შხამი ვერ იმოძრავებს უკვე და იწყება სხეულის სისტემების მოწყვლადობა. ზოგადად ანოტაციურად რა შიძლება ამაზე მეტი გითხრათ? ვინც არ იცნობს შხამის გამოტანის სისტემას დეტალებში ის მე ექიმად არ მიმაჩნია, ხოლო ქვეყანას ყავს თუ არა ლიმფოლოგი აწი ეცადე ეს გაურკვიო მას, რადგან სსრკ-ში მარტო ციმბირში ერთი ინსტიტუტი არსებობდა და ის ამზადებდა მაღალი დონის სპეციალისტებს. ახლა რა ხდება მე არა მაქვს გაგება, ხოლო იმაზე მაინც ხდება ხაზგასმა, რომ უმეტეს კლინიკას რევმატოლოგი არ ყავს. ახლაა კოვიდთან შეხებაში ლიმფური სისტემა ყველაზე მეტად მოწყვლადი, რადგან ახლა იქმნება სხეულში ყველა ის გარემოება. ამიტომ მაჩვენეთ მკურნალობის ისტორიები და ცალსახად გეტყვით რა შეცდომების დაშვებას შეიძლება ქონდეს ადგილი, რადგან მთავარ ინფექციონისტი გეუბნება სვით წყალიო და რაც შეიძლება ნაკლები მარილი მიიღეთო. ეს არ მაჩუმებს, მაგრამ ვის უნდა განხილვა საქმისა? არავის, პროფესიულად არავინ აკეთებს ამას და ამაზე მწყდება გული. ხოლო როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ამისაგან თავი არავინ ეუბნება მას. თუ მთელმა ერმა არ მოინდომა რა აზრი აქვს კომენტარების წერას სპეციალისტების ჩართულობის გარეშე? ჩემი ჰობია მედიცინა და 10 წელია არსებითად ვერთობი ამაში(საკმაო დროს ვუთმობ და არსებითად ვაკვირდები თანამედროვე ფიზიოლოგებისა და ბიოლოგების მიღწევებს სხეულის გაგებაში). დიდება უფალს. გაიხარეთ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა არის ლიმფომა? მისი გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

რა არის ლიმფომა? მისი გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

ლიმფომა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. არის თუ არა ლიმფომა „განაჩენი“, რას წარმოადგენს აღნიშნული დაავადება, როგორია ამ დაავადების სტატისტიკა, რა იწვევს მას, რა მიღწევებია თანამედროვე მედიცინაში ამ ავთვისებიანი დაავადების მკურნალობაში და რა პრევენციულ ზომებს შეიძლება მივმართოთ, ამ საკითხებზე „აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი“-ს ჰემატოლოგი/ონკოჰემატოლოგი ანა მაყაშვილი საუბრობს.

რა არის ლიმფომა

ლიმფომა ლიმფოიდური და ჰემატოპოეზური ანუ სისხლწარმომქმნელი ქსოვილების მალიგნური ანუ ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც მოიცავს ლიმფურ სისტემასა და ძვლის ტვინს. ლიმფური სისტემა შედგება ლიმფური კვანძებისაგან, რომლის კლასტერებიც მთელს ჩვენს ორგანიზმშია განლაგებული: გულმკერდის, მუცლის და მცირე მენჯის ღრუში, ასევე საზარდულში, იღლიებსა და კისრის მიდამოში. ლიმფურ სისტემაში შემავალი ორგანოებია ასევე: ელენთა, თიმუსი (მკერდულანა ჯირკვალი) და ტონზილები, ანუ ნუშურა ჯირკვლები. ასევე უნდა გამოვყოთ, ე.წ ექსტრა-ნოდალური ლიმფომები, ანუ როდესაც დაავადება მოიცავს არა-ლიმფოიდური ქსოვილის ორგანოებს, მაგალითად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ღვიძლს, ფილტვს, ძვლებს, კანს და ცენტრალურ ნევრულ სისტემას.

პათოლოგიის განვითარება და გამომწვევი მიზეზები

ლიმფომის წარმოშობა ხდება სხვადასხვა მექანიზმით, მაგალითად იგი შეიძლება წარმოიქმნას B და T უჯრედების პროგენიტორებისგან ანუ წინამორბედი უჯრედებისგან და უკვე მომწიფებული B და T უჯრედებისგან. ლიმფომები კლასიფიცირდებიან სხვადასხვა ფორმებად: ინდოლენტური ანუ დუნედ მიმდინარე, აგრესიული, მაღალაგრესიული ლიმფომები და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ლიმფომის გამომწვევ რისკ ფაქტორებს, ზუსტი მიზეზი დღესდღეობით ცნობილი არ არის, თუმცა მის განვითარებაში უამრავი სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს:

აღსანიშნავია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: Epstein-Barr virus (EBV) და C ჰეპატიტის ვირუსები, Helicobacter Pylori, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ( HIV); რისკ ფაქტორებში შედის სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, მაგალითად: ჰერბიციდები, პესტიციდები, თმის საღებავები, მაიონიზირებელი გამოსხივება და ა.შ.

ასევე საყურადღებოა პაციენტის დაქვეითებული იმუნური სტატუსი, აუტოიმუნური დაავადებები, ადრე ჩატარებული კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა: გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ რომელიმე ონკოლოგიური დააავადების მკურნალობა ციტოსტატიკული პრეპარატებით, იმყოფებიან ძვლის ტვინის სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ლიმფომის განვითარების რისკ ჯგუფში.

დაავადების განვითარებაში, გარკვეულწილად, მონაწილეობს გენეტიკური ფაქტორები და ოჯახური ანამნეზი: მაგალითად, ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული პირის დას ან ძმას აქვთ აღნიშნული დაავადების განვითარების უფრო მაღალი შანსი.

ლიმფომის სიმპტომები

ამ დაავადების ჩივილები საკმაოდ არასპეციფიურია, პაციენტს შესაძლებელია აღენიშნებოდეს: გადიდებული, უმტკივნეულო ლიმფური ჯირკვლები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ტემპერატურის მატება, რომელიც არ აიხსნება რომელიმე ინფექციით ან სხვა დაავადებით, წონის კლება, ღამის პროფუზული, ანუ ჭარბი ოფლიანობა, დაღლილობა. როდესაც დაზიანებულია გულმკერდის ღრუს ლიმფური კვანძები, პაციენტი შესაძლებელია უჩიოდეს ტკივილს და დისკომფორტს გულმკერდის არეში, მშრალ ხველას, სუნთქვის გაძნელებას.

უნდა აღინიშნოს,რომ სიმპტომები ძალიან ზოგადია და შესაძლოა თან ახლდეს სხვა დაავადებებისა და პათოლოგიების არსებობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება, რის შემდეგად, ლიმფომაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში პაციენტი გადამისამართებული იქნება ჰემატოლოგთან/ონკოჰემატოლოგთან.

ასევე აღსანიშნავია, რომ დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ინდოლენტური ანუ დუნედ მიმდინარე ლიმფომების შემთხვევაში, ან სიმპტომები იყოს მინიმალურად გამოხატული.

ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ლიმფომა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და დროული დიაგნოსტიკა მაქსიმალურად მოკლე დროში.

„აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიდიცინო ცენტრში“ ამ პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა გამოკვლევის ჩატარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მაგალითად: უახლესი თანამედროვე ანალიზატორებით აღჭურვილი ლაბორატორია, ულტაბგერითი გამოკვლევები, მაღალტექნოლოგიური ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევები: კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული და პოზიტრონ-ემისიური კომიუტერული ტომოგრაფია.

გადიდებული ლიმფური ჯირკვლების აღმოჩენის შემდეგ იგეგმება მიზანმიმართული კვლევები: დაზიანებული ლიმფური კვანძის Core-ბიოფსია, ან ლიმფური კვანძის ქირურგიული ამოკვეთა ანუ ექსციზიური ბიოფსია და აღნიშნული მასალის ჰისტომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები-რის მიხედვიტაც ხდება ლიმფომის ზუსტი ტიპის დადგენა.

რაც შეეხება მკურნალობას, ის დამოკიდებულია ლიმფომის კონკრეტულ ფორმაზე, სტადიაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და თანმხლები დაავადებების არსებობაზე. მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, საჭიროების მიხედვით, მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის კლინიცისტები-კონსილიუმის პრინციპით, მკურნალობის პროცესის დაგეგმვა ხდება მულტიდისციპლინური მიდგომებით.

ძირითადად გამოიყენება მკურნალობის 4 მეთოდი:

  • -ქიმიოთერაპია;
  • -იმუნოთერაპია
  • -ტარგეტული თერაპია
  • -რადიაცული თერაპია;

ყველა ზემოთაღნიშნული მკურნალობის მეთოდის გამოყენებას აქვს მკაცრად განსაზღვრული, კონკრეტული ჩვენება თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით. აღნიშნული მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს ჩვენი კლინიკის კომფორტულ, თანამედროვედ აღჭურვილ სპეციალიზირებულ სივრცეში, მაღალკვალიფიციური კადრების მიერ.

ნებისმიერი ონკოლოგიური დიაგნოზი, მათ შორის ლიმფომა იწვევს, როგორც ფიზიკურ სიმპტომებს, ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა ემოციურ, სოციალურ და ფინანსური პრობლემებთან. ასეთ დროს, ვფიქრობ, ექიმის მხარდაჭერას, თანადგომასა და მუდმივ მეთვალყურეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია პაციენტმა სწორად შეასრულოს რეკომენდაციები და დროულად შეარჩიოს სანდო ექიმი და კლინიკა, რომელიც მას ამ დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება.

ლიმფომის გავრცელების სტატისტიკა და რისკ-ჯგუფები

მოდით, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ლიმფომების ორ დიდ ჯგუფზე: არა-ჰოჯკინისა და ჰოჯკინის ლიმფომებზე. მათი რისკ-ჯგუფები და გავრცელება საკმაოდ განსხვავებულია.

არაჰოჯკინის ლიმფომა გავრცელებით მე-7 ადგილზეა ყველა ონკოლოგიურ დაავადებას შორის კაცებსა და ქალებში; აშშ-ში სიმსივნური პათოლოგიების 4%-ს ითვლის.დაავადების რისკ-ჯგუფში ძირითადად შედიან ზრდასრული ადამიანები და რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, პაციენტების დაახლოებით ნახევარი- 65 წლის ან მეტისაა.

რაც შეეხება ჰოჯკინის ლიმფომას, აქ გამოიყოფა ორი ძირითადი რისკ-ჯგუფი: ადრეული მოზარდობის ასაკის პირები და 55 წლის ზევით მყოფი ასაკის ადამიანები. 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოჯკინის ლიმფომა შეადგენს ყველა ონკოლოგიურ დაავადების დაახლოებით 13%-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული მიმართვიანობა და მკურნალობა ზრდის ლიმფომების განკურნების შანსს. ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, აღნიშნული სტატისტიკა არაჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 82%-ს, ჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში დაახლოებით 92%-ს. ამასთანავე, 2008 წლიდან 2017 წლამდე არაჰოჯკინის ლიმფომით გამოწვეული სიკვდილიანოა ყოველწლიურად შემცირდა 2%-ით, ჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში კი-4%-ით.

შესაძლებელია თუ არა ლიმფომის პრევენცია

ამ პათოლოგიის პრევენციისთვის, ისევე როგორც სხვა დაავადების პრევენციაში, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სწორი კვება, მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან თავის დაცვა. პროფილაქტიკური გამოკვლევები 6 თვეში ან 12 თვეში ერთხელ, მაგალითად სისხლის საერთო ანალიზი, მუცლის ღრუს და ლიმფური ჯირკვლევის ულტაბგერითი გამოკვლევა, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა. სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია დაუყოვნებელი ვიზიტი ექიმთან და დროული შესაბამისი დიაგნოსტიკა.

NS