პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე
"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

თუ ეს გან­ცხა­დე­ბა მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა და ეს ადა­მი­ა­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ დარ­ჩე­ბა, მი­მი­ფურ­თხე­ბია ამ პარ­ტი­ის­თვის! - ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გრი­გოლ ვა­შა­ძის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ წერს.

“რა ძალ­ზედ სა­ხი­ფა­თო? ახლა გა­ი­გეთ რომ კო­რო­ნაა? ანუ ბი­ძი­ნას შე­დე­გე­ბი სწო­რია? თუ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მო­ტი­ვა­ცი­აც მხო­ლოდ თბი­ლი სა­ვარ­ძე­ლია?! თურ­მე არი­ან! თუ ეს გან­ცხა­დე­ბა მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა და ეს ადა­მი­ა­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ დარ­ჩე­ბა, მი­მი­ფურ­თხე­ბია ამ პარ­ტი­ის­თვის!“, - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­გენ­ტო “ნი­უ­პოსტმა“ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის გრი­გოლ ვა­შა­ძის სა­ხე­ლით მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ვა­შა­ძე მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მა­სა და ქუ­ჩის სა­კო­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ტრი­ბუ­ნით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამას­თან, პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ არ იცი­ან და მის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ვერც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ და ვერც უარ­ყო­ფენ.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არ­სი ასე­თია:

"სა­ქარ­თვე­ლო ძალ­ზედ სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა - სა­ხე­ზეა ოთხი უმ­ძი­მე­სი გა­მოწ­ვე­ვა - ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი. ამას ემა­ტე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის კონ­ტრო­ლი­დან გა­სუ­ლი მსოფ­ლიო ეპი­დე­მია.

ამა­ვე დროს, უკი­დუ­რე­სად გამ­წვა­ვე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ჩვენს რე­გი­ონ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეროვ­ნუ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­ის ნაც­ვლად საქ­მე გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის უკი­დუ­რეს გამ­წვა­ვე­ბას­თან, რო­მელ­საც ში­შის მომ­გვრე­ლი სის­წრა­ფით მივ­ყა­ვართ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ქა­ო­სის­კენ.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი არ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის სიღ­რმეს, იმას, თუ საით მი­ე­ქა­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის დაკ­ვე­თას, არ მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის რჩე­ვებს, და იმას თუ რას გვთა­ვა­ზო­ბენ ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი თა­ვი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ანუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გზით, ჩვენ დავ­კარ­გავთ სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ბი­ლუ­რი და უსაფრ­თხო გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე გაყ­ვა­ნის შანსს.

მივ­მარ­თავ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას: სას­წრა­ფოდ გა­და­ვი­ტა­ნოთ პრო­ცე­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ჩა­ვა­ნაც­ვლოთ ქუჩა ყვე­ლა დო­ნის სა­კო­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბის ტრი­ბუ­ნით და ყვე­ლა ძა­ლას მო­ვუხ­მოთ სა­ხელ­მწი­ფოს ღრმა კრი­ზი­სი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად.

ამი­სათ­ვის კი აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ სა­დაო უბ­ნე­ბის გა­დათ­ვლი­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ ოპო­ზი­ცი­ის სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი, რაც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას და­ვას­რუ­ლოთ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბით და პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბით.

ცეს­კო-ს თავ­ჯდო­მა­რე უნდა გა­დად­გეს.

მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში კი უნდა შე­იქ­მნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის დარ­ღვე­ვებს მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნებ­ში, გა­მო­ავ­ლენს პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ისე­თი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­სა და გა­რე­მოს შექ­მნას, რო­მე­ლიც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­მო­რი­ცხავს გა­ყალ­ბე­ბებს და ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის მით­ვი­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჩვენ პირ­ველ რიგ­ში ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, ანუ მრა­ვა­ლი ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა კუთ­ვნი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბი.

პირ­ველ ად­გილ­ზე სამ­შობ­ლოა და შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა და პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი.

გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი სამ­შობ­ლოს უსაფრ­თხო და ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.

არა­ვის, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არც ოპო­ზი­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა და პრო­ტეს­ტი­სა, არ აქვს უფ­ლე­ბა შე­ე­გუ­ოს უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
115

ეს პარტია უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში ?! თვითონ მისი წევრები რა სიტყვებით მოიხსენიებენ

სერმინე
140

...უგონო, უპასუხისმგებლო, უკულტურო ნანა ჟოჟოლიანი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებული განცხადების საპასუხოდ წერს.

“რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. ამასთან, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული განცხადების შესახებ არ იციან და მის ავთენტურობას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

მედიაში გავრცელებული, ვაშაძის განცხადების შინაარსი ასეთია:

"საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია.

ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში.

საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაციის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ.

თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს.

მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.

ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები.

პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები.

გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ.

არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - ნათქვამია განცხადებაში.

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი

"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი

"ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ინტოქსიკაციის ვერსია აბსურდია" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?