საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნახეთ პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკო-ს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა" - გახარია
"ვნახეთ პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკო-ს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა" - გახარია

"ჩვენ გუ­შინ ვნა­ხეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან დაც­ლი­ლი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლის მო­წო­დე­ბა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ, ცეს­კოს შე­ნო­ბის შტურ­მის მცდე­ლო­ბა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და ექი­მე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა - ხალ­ხის, რო­მელ­ზეც დღეს დგას ეს ქვე­ყა­ნა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნგრე­ვის პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბა, რა­ზეც სა­ხელ­მწი­ფოს რე­აქ­ცია უნდა იყოს ლე­გი­ტი­მუ­რი და უმ­კაც­რე­სი.

"ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა, ვინც აქ ვართ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ვებ­რძვით ერ­თდრო­უ­ლად პან­დე­მი­ას, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს, რე­გი­ონ­ში ომს და ვცდი­ლობთ, პრო­ცე­სის შემ­დგო­მი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი გავ­ზარ­დოთ. ეს არ არის მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სი­ტყვე­ბი. 31 ოქ­ტომ­ბერს, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც რე­ა­ლუ­რი რის­კი არ­სე­ბობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ადგა, მი­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე და მის­ცა ხმა. თან მი­ვი­და ისე, რომ ეს იყო გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს აქ­ტი­ვო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის აქ­ტი­ვო­ბა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ რა­ო­დე­ნო­ბის მო­ქა­ლა­ქე მი­ვი­და, ხმა მის­ცა და თქვა, რომ 9 პარ­ტი­ას ვაძ­ლევ მან­დატს იმის­თვის, რომ ეს ხალ­ხი პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს. ჩვენ გო­ნი­ე­რი ხალ­ხი ვართ და ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ჩვენ ყვე­ლას, იმ 9 პარ­ტი­ა­საც, დაგ­ვა­ვა­ლა, ქვე­ყა­ნას მი­ხე­დეთ, ქვე­ყა­ნას მო­უ­ა­რეთ და ეს რომ დაგ­ვა­ვა­ლა, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში იგუ­ლის­ხმა, მო­უ­ა­რეთ პან­დე­მი­ას, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ა­კე­თეთ, რომ ქვეყ­ნის შემ­დგო­მი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გა­ა­ჩე­როთ. ეს იყო და­ვა­ლე­ბა. რა და­ვი­ნა­ხეთ ჩვენ გუ­შინ. ჩვენ გუ­შინ ვნა­ხეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან დაც­ლი­ლი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­წო­დე­ბა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შტურ­მის მცდე­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და ექი­მე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა - ხალ­ხის, რო­მელ­ზეც დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად დგას ეს ქვე­ყა­ნა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით კრი­ზი­სებ­თან ბრძო­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნგრე­ვის პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბა იყო. ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს და ეს არ არის მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის ამო­ცა­ნა - სა­ხელ­მწი­ფოს რე­აქ­ცია უნდა იყოს ლე­გი­ტი­მუ­რი და უმ­კაც­რე­სი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­ფა­სე­ბით, ნე­ბის­მი­ერ კა­ნონ­დარ­ღვე­ვას, ძა­ლა­დო­ბას და ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბას, ყვე­ლა­ფერს, რაც გუ­შინ მოხ­და, სჭირ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი ანა­ლი­ზი და არა­ნა­ი­რი კომ­პრო­მი­სი არ უნდა მოხ­დეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­დაც არის გა­დაც­დო­მე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა მოხ­დეს დრო­უ­ლი, ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა.

"ეს არ არის მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სი­ტყვე­ბი. ჩვენ, ყვე­ლა­ნი ერ­თად, ყო­ველ­დღი­უ­რად ვართ პრო­ცეს­ში, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ჰქვია. თითო სა­წოლ ად­გილს ვით­ვლით ქვე­ყა­ნა­ში, თითო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ვით­ვლით ქვე­ყა­ნა­ში და ვზო­მავთ, თი­თო­ე­უ­ლი ექი­მი სად გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ და ეკო­ნო­მი­კურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში კი­დევ უფრო მეტი გა­მოწ­ვე­ვე­ბია. ჩვენ ვცდი­ლობთ, ამ ყვე­ლა­ფერს ისე მო­ვე­რი­ოთ, რომ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი კი­დევ უფრო გავ­ზარ­დოთ. რა თქმა უნდა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში მშვი­დო­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ყვე­ლა პრო­ცე­სი, რომ­ლის ქუ­ჩა­ში გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბაც იყო გუ­შინ, ჩვე­ნი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით და ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით და მათი დახ­მა­რე­ბით, სას­წრა­ფოდ უნდა გად­მო­ვი­ტა­ნოთ სა­მარ­თლებ­რივ და პო­ლი­ტი­კურ პლატ­ფორ­მებ­ზე. მო­ლა­პა­რა­კე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს და ჩვენ ამას ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ესეც ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის და­ვა­ლე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაიხარე-გახარია!
37

გთხოვთ-სასწრაფოდ გვაცნობოთ-საქართველოს-ახალი-სახელწოდება !

დიდმა-დიადმა-რუსეთმა რა-გუბერნიობის-სახელი-გვიბოძა ?

სახელოვანი-შთამომავალი-ბრძანდებით-ორჯონიკიძის ! ვაშა-ბრავო !

ნანიკო
156

ასეთი სველი წყალი შეიძლებოდა??? გამოიყენეთ მიშას "ჰუმანური" მეთოდები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვნახეთ პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკო-ს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა" - გახარია

"ვნახეთ პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკო-ს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა" - გახარია

"ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

"ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ყველას კარგად გვესმის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ ყველას, იმ 9 პარტიასაც, დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთ და ეს რომ დაგვავალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ. ეს იყო დავალება. რა დავინახეთ ჩვენ გუშინ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება.

"ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სულ რომ არავინ გატყდება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაბაში", მიდის თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან?

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს