ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია "ფორმულას“ ოპერატორი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა გონება დაკარგა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტურია.
არსებული ინფორმაციით, ოპერატორი წყლის ჭავლის გაშვებისას დასველდა.
თამარ ჟვანია, შენ დაგედოს ქართველი ერის ცოდვა, რომ აქამდე მიიყვანე საქმე. არ გეყო ვაჟკაცობა მახინჯი სისტემისთვის გეთქვა უარი გაყალბებაზე. 2016 შეგრჩა, 2018 შეგრჩა, გეგონა ეხლა შეგრჩებოდა.