კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?
ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, 2020 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

"საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში, გეგ­მავ­დნენ მო­ეხ­დი­ნათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბა, რა მიზ­ნი­თაც ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რი­გე­ბი­დან აკომ­პლექ­ტებ­დნენ მო­ბი­ლურ ჯგუ­ფებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, მათ შო­რის ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის რეს­პონ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი, იმ დაჯ­გუ­ფე­ბა­თა სია წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აპი­რებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და და გა­მო­ი­კი­თხა მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ე­ბი მი­ა­წო­და.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეკ­რე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა მხი­ლე­ბის მიზ­ნით. ნე­ბის­მი­ერ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ, უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­ახ­დენს შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი
233

დააპატიმრეთ საანიკიძე ,როგორც გადატრიალებაში მონაწილე.

ლია
96

უმკაცრესი რაგირება, დავიღალეთ ამდენი ქაოსითა და იმის ყურებით, თუ როგორ მტრობენ და ანგრევენ ქვეყანას ერთი მუჭა სკამებს დახარბებული ნაძირლები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით. ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"

"ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს" - ადვოკატი

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი