კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება
დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­ცენ­ტრთან სრო­ლის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ა.რ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში ედე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, სო­ლო­ლაკ­ში, მარო მა­ყაშ­ვი­ლის აღ­მარ­თზე, ბიზ­ნეს­ცენ­ტრთან მდე­ბა­რე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რაბ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.რ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტი და მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 2 აი­რის ვაზ­ნა. ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია 6 გას­რო­ლი­ლი მას­რა, რომ­ლებ­საც ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს." - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2
19

აქ ქოცები რატომ არ იღებთ ხმას ხვდებით რაცა ხართ არა?

ssd
9

გაგებით მოეკიდეთ.

 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სროლის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს." - ნათქვამია ინფორმაციაში.

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

"არაფერს ლაპარაკობდა, ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა, ოჯახის მხრიდან ძალადობას გამოვრიცხავ" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს