მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოქალაქე გახლდათ" - უპრეცედენტო საერთაშორისო დანაშაულისა და წარმატებული ოპერაციის დეტალები
"დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოქალაქე გახლდათ" - უპრეცედენტო საერთაშორისო დანაშაულისა და წარმატებული ოპერაციის დეტალები

მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლას ისა­ხავ­და მიზ­ნად, თით­ქმის სამ­წლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გა­იხ­სნა. საქ­მე შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცი­ას, რომ­ლის შე­დე­გა­დაც და­ა­კა­ვეს მსოფ­ლი­ოს 20 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე. ისი­ნი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­ვა­ლე­ბით, ათო­ბით მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­თეთ­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

Ambebi.ge-ს უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მო­ძე­ბის დე­ტა­ლებ­ზე კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ივა­ნე კა­ცი­ტა­ძე ესა­უბ­რა:

- აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის მო­ძი­ე­ბას და მათი კომ­პე­ტენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­ში ლა­პა­რა­კია ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ ევ­რო­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე გახ­ლავთ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და ლონ­დონ­ში და ად­გილ­ზე­ვე ეწე­ო­და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას. აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა და­ა­რე­გის­ტრი­რა რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტი, მათ შო­რის ღა­მის კლუ­ბი, რო­მელ­საც იყე­ნებ­და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სათ­ვის. ისი­ნი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბულ თან­ხას რი­ცხავ­დნენ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე და აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით ანაღ­დებ­დნენ ფულს.

- რა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იყო ამ ჰა­კე­რუ­ლი ქსე­ლის სა­მიზ­ნე?

- ასე­თი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ გახ­ლდათ წვრი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი. მათი სა­მიზ­ნე იყო მსხვი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მათი სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს კონ­კრე­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და.

- სა­ქარ­თვე­ლოს რა როლი მი­უ­ძღვის ამ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა­ში?

- საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად და­ი­წყეს აშშ-მ და პორ­ტუ­გა­ლი­ამ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი მას­შტა­ბუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩა­ერ­თო 16 ქვე­ყა­ნა. მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოც, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ამ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა­ში და ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც აღი­ა­რეს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ჰქონ­და მისი როლი, მაგ­რამ ჩვე­ნი კონ­ტრი­ბუ­ცია იყო ყვე­ლა­ზე დიდი, რად­გა­ნაც ამ დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი და მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე პირი იყო ქარ­თვე­ლი. ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი შეს­წავ­ლა და სხვა სა­ხის ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა რო­გორც მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე ჩა­ტა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცი­ა­ში.

- ზო­გა­დად, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად ებ­რძვის ქარ­თუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა კი­ბერ­და­ნა­შა­ულს? რო­გორც ცნო­ბი­ლია, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის მხრივ.

- კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლო ცენ­ტრა­ლურ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში 2012 წელს შე­იქ­მნა და მას შემ­დეგ არა­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია. შარ­შან გა­მო­ვი­ძი­ეთ მსგა­ვი ტი­პის კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი იყო. აქ საქ­მე ეხე­ბო­და არა ფუ­ლის გამ­თეთ­რებ­ლებს, არა­მედ უშუ­ა­ლოდ ჰა­კე­რებს. ჩვენ და­ვა­კა­ვეთ სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი ედე­ბო­დათ 50 მი­ლი­ო­ნი ევ­როს თან­ხის მო­პარ­ვა­ში. ისი­ნი შე­დი­ოდ­ნენ აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ბან­კო გვერ­დებ­ზე, შემ­დეგ გა­მოჰ­ქონ­დათ ეს თან­ხე­ბი და ათეთ­რებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abeeli
5

ასე მოღვაწეობენ ქართველები უცხოეთში თუ მუშაობენ?

ზურაბ
20

ეს ძალიან ცუდი საქმეა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს რატომ აფინანსებინებენ ჩვენგან მოპარული ფულით ტელევიზიებს,მაგალითად კეზერაშვილს,ეგ ხომ ჩვეულებრივად ფულის რეცხვაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოქალაქე გახლდათ" - უპრეცედენტო საერთაშორისო დანაშაულისა და წარმატებული ოპერაციის დეტალები

"დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მოქალაქე გახლდათ" - უპრეცედენტო საერთაშორისო დანაშაულისა და წარმატებული ოპერაციის დეტალები

მასშტაბური გამოძიება, რომელიც საერთაშორისო კიბერდანაშაულთან ბრძოლას ისახავდა მიზნად, თითქმის სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ გაიხსნა. საქმე შეეხება საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციას, რომლის შედეგადაც დააკავეს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ისინი მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

Ambebi.ge-ს უპრეცედენტო გამოძების დეტალებზე კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი ივანე კაციტაძე ესაუბრა:

- აღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახორციელებდა დანაშაულებრივი საქმიანობისათვის ცალკეული პირების მოძიებას და მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ათეულობით მილიონ ევროზე. საქართველოს აღნიშნული მოქალაქე გახლავთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა ლონდონში და ადგილზევე ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას. აღნიშნულმა პირმა დაარეგისტრირა რამდენიმე კომერციული ობიექტი, მათ შორის ღამის კლუბი, რომელსაც იყენებდა ფულის გათეთრებისათვის. ისინი დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხას რიცხავდნენ ზემოთხსენებული სავაჭრო ობიექტების საბანკო ანგარიშებზე და აღნიშნული გზით ანაღდებდნენ ფულს.

- რა ტიპის ორგანიზაციები იყო ამ ჰაკერული ქსელის სამიზნე?

- ასეთი დაჯგუფებებისთვის საინტერესო არ გახლდათ წვრილი ორგანიზაციები და ფიზიკური პირების საბანკო ბარათები. მათი სამიზნე იყო მსხვილი ორგანიზაციები და მათი საბანკო ანგარიშები. შესაბამისად, ეს კონკრეტული დაჯგუფებაც აღნიშნული მიმართულებით მუშაობდა.

- საქართველოს რა როლი მიუძღვის ამ დანაშაულის გახსნაში?

- საქმის გამოძიება თავდაპირველად დაიწყეს აშშ-მ და პორტუგალიამ. მოგვიანებით აღნიშნული მასშტაბური დანაშაულის გამოძიებაში ჩაერთო 16 ქვეყანა. მათ შორის საქართველოც, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულის გახსნაში და ეს საერთაშორისო დონეზეც აღიარეს. ყველა ქვეყანას ჰქონდა მისი როლი, მაგრამ ჩვენი კონტრიბუცია იყო ყველაზე დიდი, რადგანაც ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი და მასთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი იყო ქართველი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, აქტიურად ხორციელდებოდა ზემოთ ხსენებული საქართველოს მოქალაქის და მასთან კავშირში მყოფი პირების ოპერატიული შესწავლა და სხვა სახის ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება, რაც ორიენტირებული იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი უწყების ჩართულობა, ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესში, ასევე ჩატარებულ საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში.

- ზოგადად, რამდენად ეფექტურად ებრძვის ქართული სამართალდამცავი სისტემა კიბერდანაშაულს? როგორც ცნობილია, საკმაოდ რთული და სპეციფიური დანაშაულია გამოძიების მხრივ.

- კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში 2012 წელს შეიქმნა და მას შემდეგ არაერთი სერიოზული და წარმატებული გამოძიება ჩაგვიტარებია. შარშან გამოვიძიეთ მსგავი ტიპის კიბერდანაშაული, რომელიც ასევე საკმაოდ მასშტაბური იყო. აქ საქმე ეხებოდა არა ფულის გამთეთრებლებს, არამედ უშუალოდ ჰაკერებს. ჩვენ დავაკავეთ საქართველოს ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე, დანარჩენები კი სხვა ქვეყნების სამართალდამცავებმა დააკავეს. მათ ბრალი ედებოდათ 50 მილიონი ევროს თანხის მოპარვაში. ისინი შედიოდნენ აშშ-ს მოქალაქეების საბანკო გვერდებზე, შემდეგ გამოჰქონდათ ეს თანხები და ათეთრებდნენ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება