საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარს, მე და მელია გავარკვევთ" - გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციაში შეგზავნილი არ არის
"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარს, მე და მელია გავარკვევთ" - გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციაში შეგზავნილი არ არის

"ჩემ­სა და ნიკა მე­ლი­ას შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს მე და მე­ლია გა­ვარ­კვევთ - არ მგო­ნია, ეს საქ­ვეყ­ნო თემა იყოს", - ასე უპა­სუ­ხა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ მას­სა და ნიკა მე­ლი­ას შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე დას­მულ კი­თხვას.

რო­გორც სა­ნი­კი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნას გა­ცი­ლე­ბით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და მისი და ნიკა მე­ლი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­ვან­ძო სა­კი­თხი არ არის. სა­ნი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ის "შეგ­ზავ­ნი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის".

"მთა­ვა­რი საყ­ვე­დუ­რი ჩემს მი­მართ არის ის, რომ დრო და ად­გი­ლი არ იყო სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი. აბა, ნა­რი­ყა­ლა­ზე ავი­დე და გან­ცხა­დე­ბა იქე­დან გა­ვა­კე­თო?! რას ნიშ­ნავს, დრო და ად­გი­ლი არ არის სწო­რი?! ყვე­ლას, ვინც ოპო­ზი­ცი­ას გულ­შე­მატ­კივ­რობს, უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვ, მი­კარ­ნა­ხონ, შე­მირ­ჩი­ონ დრო და ად­გი­ლი. ეს გა­უ­გე­ბა­რი ამ­ბა­ვია“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, გან­წყო­ბა საბ­რძო­ლოა და ახლა ოპო­ზი­ცია სწორ გზა­ზე დგას.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ერ­თმა­ნეთს "მთა­ვა­რი არ­ხის“ პირ­და­პირ ეთერ­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, როცა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ თქვა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოპო­ზი­ცი­ი­დან არც ერთი მათ­გა­ნის არ ეში­ნია და დად­გა დრო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს. აღ­ნიშ­ნულ­ზე ნიკა მე­ლი­ამ სა­ნი­კი­ძეს უპა­სუ­ხა, რომ მას ოპო­ზი­ცი­ა­ში ხინ­ჯი შე­აქვს.

მათ შო­რის კა­მა­თი სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. მე­ლი­ამ სა­ნი­კი­ძეს პრო­ვო­კა­ტო­რი და უნა­მუ­სო უწო­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ciuri
23

vaime rogor migahmores.esati da dumbadzistana ara kaci ar shemxvedria.melias venacvale.gubaz jer gaerkvie ra ginda da mere ibrdzole.

ზურა
10
ჩირიკი და ჩიკოტელა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარს, მე და მელია გავარკვევთ" - გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციაში შეგზავნილი არ არის

"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარს, მე და მელია გავარკვევთ" - გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციაში შეგზავნილი არ არის

"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს მე და მელია გავარკვევთ - არ მგონია, ეს საქვეყნო თემა იყოს", - ასე უპასუხა გუბაზ სანიკიძემ მასსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას.

როგორც სანიკიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანას გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვს და მისი და ნიკა მელიას ურთიერთობა საკვანძო საკითხი არ არის. სანიკიძემ აღნიშნა ისიც, რომ ის "შეგზავნილი ნამდვილად არ არის".

"მთავარი საყვედური ჩემს მიმართ არის ის, რომ დრო და ადგილი არ იყო სწორად შერჩეული. აბა, ნარიყალაზე ავიდე და განცხადება იქედან გავაკეთო?! რას ნიშნავს, დრო და ადგილი არ არის სწორი?! ყველას, ვინც ოპოზიციას გულშემატკივრობს, უმორჩილესად ვთხოვ, მიკარნახონ, შემირჩიონ დრო და ადგილი. ეს გაუგებარი ამბავია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, განწყობა საბრძოლოა და ახლა ოპოზიცია სწორ გზაზე დგას.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს "მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, როცა გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციიდან არც ერთი მათგანის არ ეშინია და დადგა დრო, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს. აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს.

მათ შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მელიამ სანიკიძეს პროვოკატორი და უნამუსო უწოდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები" - გუბაზ სანიკიძე