საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა შვილს გადაეფარა და დამნაშავემ მასაც ესროლა... დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია" - მარნეულში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები
"დედა შვილს გადაეფარა და დამნაშავემ მასაც ესროლა... დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია" - მარნეულში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

მარ­ნე­უ­ლის სო­ფელ ახ­ლო­ლა­ლო­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ. ბი­ძაშ­ვი­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.

16 წლის ახალ­გაზ­რდა 3 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ 22 წლის ბი­ძაშ­ვილს სახ­ლში მი­უ­ვარ­და და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ახალ­გაზ­რდა ბიჭი და ბი­ცო­ლა, 39 წლის ქალი მოკ­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით დედა-შვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს და 16 წლის მა­შა­დი ქა­ზიმ ზა­ი­ვი და­ა­კა­ვეს, არას­რულ­წლო­ვან­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია მისი მამა, ას­ტაფ ზა­ი­ვი.

მარ­თა­ლია ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბა მო­ზარ­დმა ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა შს სა­მი­ნის­ტროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე და­კა­ვე­ბულს, მამა-შვილს, ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახ­ლო­ლა­ლო­ში, მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ დედა-შვილს - 1981 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს და­ბა­დე­ბულ ა.რ.-ს, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი - სა­ნა­დი­რო თო­ფე­ბი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ორი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" და მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს." - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ მეტი დე­ტა­ლი გაგ­ვერ­კვია მომ­ხდარ­ზე, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ბი­ძაშ­ვი­ლებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი მათ­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი. ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ ამ ოჯა­ხებს შო­რის ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი 5 თვეა გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი არ აკონ­კრე­ტე­ბენ, რაზე ჰქონ­დათ მათ უთან­ხმო­ე­ბა.

"5 თვეა ამ ოჯა­ხებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი იყო. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლად ცხოვ­რო­ბენ. რა­ღაც ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მა იყო, მაგ­რამ რა, ეს არ ვიცი. სო­ფელ­მა მარ­თლა არ იცის ეს დე­ტა­ლე­ბი. ოჯა­ხებ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, იცი­ან. 22 წლის ბი­ჭის დე­დის მოკ­ვლა არ უნ­დო­დათ, უბ­რა­ლოდ, დე­დამ შვი­ლის დაც­ვა სცა­და, გა­და­ე­ფა­რა და ამ დროს გას­რო­ლი­ლი ტყვია მა­საც მოხ­ვდა და ორი­ვე, დედა- შვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ასე ვი­ცით, რომ ბიჭ­მა ეს­რო­ლა თა­ვის ბი­ძაშ­ვილს, მა­მაც წა­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში. გვე­გო­ნა, ის და­კი­თხვა­ზე იყო წაყ­ვა­ნი­ლი და გა­მო­უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ ახლა შე­ვი­ტყვეთ, რომ ორი­ვე და­ა­კა­ვეს. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ორი­ვე. კარ­გი ხალ­ხი იყ­ვნენ, ცუ­დია, რაც მოხ­და" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი.

"მთე­ლი სო­ფე­ლი გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, ეს ტრა­გე­დია სა­ღა­მოს მოხ­და. გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გეთ, რომ მო­ვე­დით, უკვე და­ხო­ცი­ლე­ბი დაგ­ვხვდა დედა-შვი­ლი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ორი­ვე წყნა­რი ოჯა­ხი იყო, ჩხუ­ბის ხმაც კი არას­დროს გაგ­ვი­გია. ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვართ" - აღ­ნიშ­ნავს მე­ზო­ბე­ლი.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით და­მია-გე­უ­რარ­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს შუ­ქუ­რი აბა­სოვს. ისიც ამ­ბობს, რომ არ იცის და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი.

"ძმე­ბის ოჯა­ხია, ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლად ცხოვ­რო­ბენ. ბი­ძაშ­ვილ­მა თა­ვი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი და ბი­ცო­ლა მოკ­ლა. წუ­ხელ, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დით, ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­არ­კვე­ვენ ყვე­ლა­ფერს. რო­გორც ვი­ცით, 16 წლის ბიჭ­მა, მა­შა­დი ქა­ზიმ ზა­ივ­მა გა­ის­რო­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან. მა­მა­მი­სი ას­ტაფ ზა­ი­ვიც და­კა­ვე­ბუ­ლია, მოკ­ლუ­ლია 22 წლის ვა­სი­ფი და დე­და­მი­სი, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი იზ­რე­ი­და ბა­ი­რა­მო­ვა.

დედა გა­და­ე­ფა­რა შვილს და ასე სცა­და მისი დაც­ვა, ისიც მოკ­ლა. ასე ამ­ბო­ბენ მე­ზობ­ლე­ბი. იზ­რე­ი­დას ქმა­რი სახ­ლში არ ყო­ფი­ლა იმ დროს. მო­უ­ვარ­დნენ ისი­ნი აქეთ, მოკ­ლუ­ლის ეზო­შია და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი. მათ შო­რის რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა თუ იყო, არა­ვინ იცო­და. გა­ირ­კვე­ვა დე­ტა­ლე­ბი. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით",- გვი­თხრა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მოკ­ლუ­ლებს ექ­სპერ­ტი­ზა რუს­თა­ვის პრო­ზექ­ტუ­რა­ში ჩა­უ­ტარ­დათ და ისი­ნი სახ­ლში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის და­კი­თხვის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
137

როგორ მოხვდა საქართველოში ასეთი გვარი? „ზა­ი­ვი“??? ეს არც აზერბაიჯანულია, არის თურქული და როდის ჩამოსახლდნენ აქ? ვინ შეუწყო ხელი მათ ჩამოსახლებას? 

ნატა
36

თან ლაიქებიც რომ აქვს "ანა"-ს კომენტარს???

კომენტარი ზედმეტია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დედა შვილს გადაეფარა და დამნაშავემ მასაც ესროლა... დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია" - მარნეულში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

"დედა შვილს გადაეფარა და დამნაშავემ მასაც ესროლა... დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია" - მარნეულში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

მარნეულის სოფელ ახლოლალოში მომხდარი მკვლელობის მიზეზებს სამართალდამცავები არკვევენ. ბიძაშვილებს შორის მომხდარი კონფლიქტი შემზარავი ტრაგედიით დასრულდა.

16 წლის ახალგაზრდა 3 ნოემბერს, საღამოს, მეზობლად მცხოვრებ 22 წლის ბიძაშვილს სახლში მიუვარდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა ბიჭი და ბიცოლა, 39 წლის ქალი მოკლა.

მიყენებული ჭრილობებით დედა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული ძალოვნებმა ცხელ კვალზე გახსნეს და 16 წლის მაშადი ქაზიმ ზაივი დააკავეს, არასრულწლოვანთან ერთად დაკავებულია მისი მამა, ასტაფ ზაივი.

მართალია ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობა მოზარდმა ჩაიდინა, თუმცა შს სამინისტროს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ორივე დაკავებულს, მამა-შვილს, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს - 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს." - ნათქვამია შს სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩვენ შევეცადეთ მეტი დეტალი გაგვერკვია მომხდარზე, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ბიძაშვილებს შორის უთანხმოების მიზეზი მათთვის არ იყო ცნობილი. ნაწილი კი ამბობს, რომ ამ ოჯახებს შორის ოჯახური კონფლიქტები 5 თვეა გრძელდება, მაგრამ ისინი არ აკონკრეტებენ, რაზე ჰქონდათ მათ უთანხმოება.

"5 თვეა ამ ოჯახებს შორის კონფლიქტი იყო. ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. რაღაც ოჯახური პრობლემა იყო, მაგრამ რა, ეს არ ვიცი. სოფელმა მართლა არ იცის ეს დეტალები. ოჯახებმა, ბუნებრივია, იციან. 22 წლის ბიჭის დედის მოკვლა არ უნდოდათ, უბრალოდ, დედამ შვილის დაცვა სცადა, გადაეფარა და ამ დროს გასროლილი ტყვია მასაც მოხვდა და ორივე, დედა- შვილი ადგილზე დაიღუპა. ასე ვიცით, რომ ბიჭმა ესროლა თავის ბიძაშვილს, მამაც წაიყვანეს პოლიციაში. გვეგონა, ის დაკითხვაზე იყო წაყვანილი და გამოუშვებდნენ, მაგრამ ახლა შევიტყვეთ, რომ ორივე დააკავეს. ადგილზე გარდაიცვალა ორივე. კარგი ხალხი იყვნენ, ცუდია, რაც მოხდა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ადგილობრივი ქალბატონი.

"მთელი სოფელი გაოგნებულია, ეს ტრაგედია საღამოს მოხდა. გასროლის ხმა გავიგეთ, რომ მოვედით, უკვე დახოცილები დაგვხვდა დედა-შვილი. გარდაცვლილები და დამნაშავეები ნათესავები არიან, ორივე წყნარი ოჯახი იყო, ჩხუბის ხმაც კი არასდროს გაგვიგია. ყველა გაკვირვებული ვართ" - აღნიშნავს მეზობელი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით დამია-გეურარხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შუქური აბასოვს. ისიც ამბობს, რომ არ იცის დანაშაულის მოტივი.

"ძმების ოჯახია, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბიძაშვილმა თავისი ბიძაშვილი და ბიცოლა მოკლა. წუხელ, დაახლოებით 11 საათზე მოხდა ეს ამბავი. მათ შორის დაპირისპირებაზე არაფერი ვიცოდით, ალბათ, სამართალდამცავები გაარკვევენ ყველაფერს. როგორც ვიცით, 16 წლის ბიჭმა, მაშადი ქაზიმ ზაივმა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მამამისი ასტაფ ზაივიც დაკავებულია, მოკლულია 22 წლის ვასიფი და დედამისი, 1982 წელს დაბადებული იზრეიდა ბაირამოვა.

დედა გადაეფარა შვილს და ასე სცადა მისი დაცვა, ისიც მოკლა. ასე ამბობენ მეზობლები. იზრეიდას ქმარი სახლში არ ყოფილა იმ დროს. მოუვარდნენ ისინი აქეთ, მოკლულის ეზოშია დანაშაული ჩადენილი. მათ შორის რაიმე სერიოზული პრობლემა თუ იყო, არავინ იცოდა. გაირკვევა დეტალები. სხვას ვერაფერს გეტყვით",- გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

მოკლულებს ექსპერტიზა რუსთავის პროზექტურაში ჩაუტარდათ და ისინი სახლში უკვე გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სავარაუდოდ, დაკავებულების დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი მკვლელობის მოტივი.

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები