სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ "ე.წ. პარლამენტში არ შევლენ"
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ "ე.წ. პარლამენტში არ შევლენ"

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ოპო­ზი­ცი­ურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­ლენ.

"2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და ამომ­რჩე­ველ­ზე ძა­ლა­დო­ბის და და­ში­ნე­ბის, სუს-ის და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ზე­წო­ლის, მას­შტა­ბუ­რი მოს­ყიდ­ვის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის და ამომ­რჩევ­ლის ნე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბით გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის პი­რო­ბებ­ში. ამას თან და­ერ­თო სა­არ­ჩევ­ნო ოქ­მე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცია და „კა­რუ­სე­ლი“, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­მა­ხინ­ჯა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­მა არ ასა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნება. ჩვენ­თვის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უარი უთხრეს ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბას და არ მის­ცეს მას მე­სა­მე ვა­დით ქვეყ­ნის მარ­თვის მან­და­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს პარ­ლა­მენ­ტი არ ასა­ხავს ამომ­რჩევ­ლის ნე­ბას. ამი­ტომ, ჩვენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თაც გაგ­ვი­ყალ­ბეს არ­ჩევ­ნე­ბი, უარს ვამ­ბობთ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე და გა­დავ­დგამთ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ და სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქ­ტო” არ შე­ვი­დეთ ამ ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში. ჩვენ არ მი­ვიჩ­ნებთ ამ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მუ­რად, რად­გან ის არის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად არ­ჩე­უ­ლი და არ გა­მო­ხა­ტავს ხალ­ხის ნე­ბას.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სრუ­ლად იზი­ა­რე­ბენ ქვე­მო­რე ხელ­მომ­წე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ვერ მოხ­ვდნენ პარ­ლა­მენ­ტში. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა არის ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბა, გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ყვე­ლა იმ დარ­ღვე­ვის სის­ტე­მუ­რი აღ­მო­ფხვრა, ცეს­კოს და­კომ­პლექ­ტე­ბის წე­სის ჩათ­ვლით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ამ არ­ჩევ­ნე­ბის სის­ტე­მუ­რი გა­ყალ­ბე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გგ
1

აი პროსტა რა გამიხარდა .არც უნდა შეხვოდეთ თქვე გაუმაძღარო ფულის მონებო.ერთ რამეში მაინც გეთანხმებით

ნია
3

ისა და, მიღებული 3%ით სასიამოვნოდ გაკვირვებული გირჩი რას აპროტესტებს?? თუ ჯერ ვერ გაერკვნენ რა ხდება? D.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ "ე.წ. პარლამენტში არ შევლენ"

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ "ე.წ. პარლამენტში არ შევლენ"

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და განაცხადეს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

"2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება", - ნათქვამია განცხადებაში.

"ყველა ერთად იყო, როცა მტრის წინაშე "შარვალი ჩაიხადეს", დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი" - გია ვოლსკი "გირჩზე"

"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან..." - გიგი უგულავას მიმართვა "პატრიოტთა ალიანსს"

"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე