მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?
არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?

ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა უბ­ნის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ამ დრო­ის­თვის 75 მან­და­ტი აქვს, უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მი­ნი­მუმ 76 წევ­რის შეყ­ვა­ნაა სა­ჭი­რო.

75 მან­და­ტი­დან 61 პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით მო­პო­ვე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბია, 14 კი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი­დან, სა­დაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის კან­დი­დატ­მა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 30 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან 16 - ში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. სწო­რედ მე­ო­რე ტუ­რე­ბი გა­და­წყვეტს, ეყო­ლე­ბა თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის სა­ჭი­რო 76 დე­პუ­ტა­ტი.

დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბით, რო­დე­საც ის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თაც 1%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი დაძ­ლი­ეს, აცხა­დე­ბენ, რომ უარს იტყვი­ან მან­და­ტებ­ზე და ასე­ვე არ მი­ი­ღე­ბენ მათი კან­დი­და­ტე­ბი მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ 16-ვე ოლქს ად­ვი­ლად მო­ი­გებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში "ჩამ­კე­ტი მქე­ნიზ­მის“ გამო, მას პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტე­ბი­დან ერთი მან­და­ტის მოკ­ლე­ბა მო­უ­წევს და მისი დე­პუ­ტა­ცია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 90-კა­ცი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, “ჩამ­კე­ტი მე­ქა­ნიზ­მის“ მი­ხედ­ვით, მან­და­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ში, პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­უ­ლი და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი, ამა­ვე პარ­ტი­ის მიერ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის ერთი მე­ო­თხე­დის ჯამს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ეს ფორ­მუ­ლა კი იმას ნიშ­ნავს, რომ თუკი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 48.15% (61 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი) არ შე­იც­ვა­ლა და ამავდრო­უ­ლად, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ამ 30-ვე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი მო­ი­გო, პარ­ლა­მენ­ტში 91-ის ნაც­ვლად, 90 დე­პუ­ტა­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მან­და­ტი მას პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან ჩა­მო­აკ­ლდე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
11:20 / 02-11-2020

რა ხდება ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში და რა წესი არ ვრცელდება მეორე ტურზე?

13:55 / 02-11-2020

დავით კირკიტაძე: "ჩვენს ქვეყანაში რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მსგავსი გაყალბება არასოდეს მომხდარა"

16:36 / 02-11-2020

"პარლამენტში შევლენ თუ არა, ხელისუფლების საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაციის გამო კრიზისი მაინც გარდაუვალია" - გია ხუხაშვილი

09:42 / 03-11-2020

"ხალხში რევოლუციური მუხტი არ ჩანს, ამას ემატება პანდემია და ის, რომ არ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა, გაუგებარია, რის იმედზეა ოპოზიცია?!" - ექსპერტები პოსტსაარჩევნო ვითარებაზე

რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­მოკ­ლე­ბულ მან­დატს, მას სხვა უკე­თე­სი შე­დე­გის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი მი­ი­ღებს. ასე­თი კი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“.

თუმ­ცა თუ ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თე­ო­რი­უ­ლად ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს შან­სი, რომ ყვე­ლა ოლ­ქის წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ვა­რა­უ­დია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­ის მიერ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­შიც, მათი კან­დი­და­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ მო­იხ­სნე­ბი­ან და ამომ­რჩე­ველს მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­დატს, მის წარმდგენ პარ­ტი­ას თუ სა­არ­ჩევ­ნო ბლოკს უფ­ლე­ბა აქვს, ნე­ბის­მი­ერ დროს, მაგ­რამ კენ­ჭისყრამ­დე არა­უგ­ვი­ა­ნეს 12 დღი­სა, უარი თქვას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ან წარ­დგე­ნილ კან­დი­დატ­ზე, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი წესი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე არ ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კავკასია 1221
56

ყველაზე დიდ სისულელედ მიმაჩნია მანდატებზე უარის თქმა.

მიაწქით, რომ როგორმე სამართლიანი არჩევნების დათვლილი შედეგები "გააპრავოთ' ანუ 45% თუ დაეწერება ოცნებას, მერე მაჯორიტარებიდანაც იქნებ მაქსიმუმი ამოიღოთ 1-2 კაცი ოცნებასაც დააკლდება და მერე მართლა შეიძლება ვადამდელზე საუბარი.

მე უნდა გასწავლოთ ყველაფერი ტფუი..

ლაშა
19

ვინც მაგათ ხმა მისცა ისე იქცევიან მეორე ტურში აღარ მოსცემს ხმას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?

არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობის გარეშე დარჩეს?

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, "ქართულ ოცნებას“ ახალი მოწვევის პარლამენტში ამ დროისთვის 75 მანდატი აქვს, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 76 წევრის შეყვანაა საჭირო.

75 მანდატიდან 61 პროპორციული სიით მოპოვებული მანდატებია, 14 კი მაჟორიტარული ოლქებიდან, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. ცნობილია, რომ საქართველოში არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16 - ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სწორედ მეორე ტურები გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა "ქართული ოცნებას“ უმრავლესობისთვის საჭირო 76 დეპუტატი.

დღევანდელი ვითარებით, როდესაც ის ოპოზიციური პარტიები, რომელთაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი დაძლიეს, აცხადებენ, რომ უარს იტყვიან მანდატებზე და ასევე არ მიიღებენ მათი კანდიდატები მეორე ტურში მონაწიელობას, სავარაუდოდ, "ქართული ოცნება“ ამ 16-ვე ოლქს ადვილად მოიგებს. ასეთ შემთხვევაში "ჩამკეტი მქენიზმის“ გამო, მას პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს და მისი დეპუტაცია საკანონმდებლო ორგანოში 90-კაციანი იქნება.

  • შეგახსენებთ, “ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს.

კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა კი იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება.

რაც შეეხება ჩამოკლებულ მანდატს, მას სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს. ასეთი კი “ნაციონალური მოძრაობაა“.

თუმცა თუ ოპოზიციის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, თეორიულად ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ყველა ოლქის წაგების შემთხვევაში, "ქართული ოცნება“ უმრავლესობის გარეშე დარჩეს, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოიხსნებიან და ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

"რაც ხდება, წინასწარ დადგმული სცენარია, რაც მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს" - გივი მიქანაძე

თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა განმარტებას აკეთებს ცესკო?