საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას და გვარამიას ეგზიტპოლი სპეციალურად იყო გაკეთებული არეულობისთვის" - ექსპერტი
"მიშას და გვარამიას ეგზიტპოლი  სპეციალურად იყო გაკეთებული არეულობისთვის" - ექსპერტი

31 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" - 48%-იანი, "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კი 27%-იანი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო. და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გი კი ასე ნა­წილ­დე­ბა: "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 3.78%; "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" - 3.14%; "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" - 3.15%; "ლელო" - 3.15%; "გირ­ჩი" - 2.89%; "ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი-მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" - 1.33%;"სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" - 1,1%. თბი­ლი­სის ყვე­ლა და რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ შე­დე­გე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, გა­ის­მის მო­წო­დე­ბე­ბი, რომ ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა, ვინც გა­და­ლა­ხეს 1%-იანი ბა­რი­ე­რი, უარი თქვან მან­და­ტებ­ზე. ამ სა­კი­თხებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე სა­უბ­რობს, გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტრე­ვი­უ­დან:

- აქამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის მი­ხედ­ვი­თაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იყო და არის ლი­დე­რი. მა­ინ­ცდა­მა­ინც "მთა­ვა­რი არ­ხის" დაკ­ვე­თილ ეგ­ზიტ­პოლს რა­ტომ უნდა ვენ­დოთ ან მა­გა­თი ნდო­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!" ამ ლო­გი­კით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოთხ ნა­წი­ლად უნდა იყოს გა­ყო­ფი­ლი, რად­გან ოთხი სხვა­დას­ხვა ეგ­ზიტ­პო­ლი ვი­ხი­ლეთ.

სა­ო­ცა­რია ეს ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ომი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თსა და იმა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ასეთ სხვა­ო­ბას იძ­ლე­ო­დეს. ეს ხომ ნიშ­ნავს, რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რია დამ­კვე­თიც და ჩამ­ტა­რე­ბე­ლიც. ვფიქ­რობ, მა­ინც ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რი "ფორ­მუ­ლის" ეგ­ზიტ­პო­ლი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, იგი­ვე აჩ­ვე­ნა "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბულ­მა დათ­ვლა­მაც.

ყვე­ლა­ფე­რი ჰგავს წი­ნას­წარ და­გეგ­მილ სცე­ნარს - მო­ამ­ზა­დო "გა­მარ­ჯვე­ბის" ეგ­ზიტ­პო­ლი და შემ­დეგ, თუ არ და­ემ­თხვა, მას­ზე დაყ­რდნო­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მო­ა­ცხა­დო მი­შას და გვა­რა­მი­ას ეგ­ზიტ­პო­ლი კი სპე­ცი­ა­ლუ­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი არე­უ­ლო­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ცე­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ფუძ­ვლის შექ­მნის ცდაა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვათ. დღეს არე­უ­ლო­ბა არა­ვის სჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უდი­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას სიმ­შვი­დე სურს. არ სჭირ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბა ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­საც, ისე­დაც მძი­მე ვი­თა­რე­ბაა რე­გი­ონ­ში.

კი იმუქ­რე­ბა ოპო­ზი­ცია აქ­ცი­ე­ბით, მაგ­რამ ხომ ნა­ხეთ, რა თქვა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კენ­ჭისყ­რის მე­ო­რე დღეს­ვე გაპ­რო­ტეს­ტე­ბა და გა­სა­ჩივ­რე­ბა მომ­წი­ფე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ნი­შა­ნი არ არი­სო. რას ვი­ზამთ, პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის კვლავ იმ ეტაპ­ზე ვართ, რომ ყვე­ლას თავი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰგო­ნია და და­მარ­ცხე­ბის აღი­ა­რე­ბა არა­ვის სურს.

ყო­ვე­ლი­ვე ამის ორ­კესტრი­რე­ბას უკ­რა­ი­ნი­დან ცდი­ლობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი "მთა­ვა­რი არ­ხით". არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დე იყო, სწო­რედ ნიკა გვა­რა­მი­ამ მო­უ­წო­და ოპო­ზი­ცი­ას ქუ­ჩა­ში გას­ვლის­კენ, გა­სა­გე­ბია, ვისი და­ვა­ლე­ბი­თაც. პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ 1%-იანი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­სით, თა­ვის თავ­ზე უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი, რომ ასე­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ამ არხსაც გა­მო­ი­ყე­ნებს ისე, რო­გორც 2003 წელს გა­მო­ი­ყე­ნა "რუს­თა­ვი 2", მაგ­რამ აღარ გა­მო­უ­ვა - შე­უძ­ლე­ბე­ლია კი­დევ რე­ვო­ლუ­ცი­ის დად­გმა, ამის­თვის არც სა­ზო­გა­დო­ე­ბაა მზად და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბიც გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ვიდ­რე 2003 წელს იყო. არც ის მგო­ნია, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­დეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის გა­თა­მა­შე­ბის რე­სურ­სი, ამის­გან ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს. ახლა რე­ვო­ლუ­ცია და­აქ­ცევს ქვე­ყა­ნას. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ემ­ზა­დე­ბო­და იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა. არა­და, მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ამა­ზე უა­რე­სი შე­დე­გიც მი­ე­ღოთ. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
&&&
165

და საზღვარგარეთ წასული ქართველების არჩევანის რეალური შედეგი? არაა ეს ინდიკატიორი?

29,5 პროცენტიანი ოცნება!

gabo
295

საქრთველო ჯერ ვერ მომწიფდა იმისათვის რომ დამარცხებულმა გამარჯვებულს მიულოცოს! ჩემი აზრით რა დარღვევებიც დაფიქსირდა არააა საკმარისი რომ არჩევნები ბათილად გამოაცხადო! ასევე საარჩევნო უბნის წინ თვითონ ოპოზიცია ქმნიდა დაძაბულობას და ხმაურს რითაც იქმნებოდა იმიტაცია იმის რომ ვითონ რაიმე კატასტროფა ხდებოდა.ამ დროს კი თვითონ უბანზე შიგნით სრული სიმშვიდე იყო! ახლა ამ პანდემიის პირობებში ფართომაშტბიანი აქციების გამართვა და რევოლუციაზე საუბარი ქვეყნის გაწირვაა-უპასუხისმგებლობაა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიშას და გვარამიას ეგზიტპოლი სპეციალურად იყო გაკეთებული არეულობისთვის" - ექსპერტი

"მიშას და გვარამიას ეგზიტპოლი  სპეციალურად იყო გაკეთებული არეულობისთვის" - ექსპერტი

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" - 48%-იანი, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 27%-იანი მხარდაჭერა მიიღო. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი ასე ნაწილდება: "ევროპული საქართველო" - 3.78%; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.14%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.15%; "ლელო" - 3.15%; "გირჩი" - 2.89%; "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" - 1.33%;"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1,1%. თბილისის ყველა და რეგიონის რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარება იქნება საჭირო. ოპოზიცია აცხადებს, რომ შედეგები გაყალბებულია, გაისმის მოწოდებები, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, ვინც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, უარი თქვან მანდატებზე. ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:

- აქამდე გამოქვეყნებული კვლევებისა და ეგზიტპოლების მიხედვითაც, "ქართული ოცნება" იყო და არის ლიდერი. მაინცდამაინც "მთავარი არხის" დაკვეთილ ეგზიტპოლს რატომ უნდა ვენდოთ ან მაგათი ნდობა როგორ შეიძლება?!" ამ ლოგიკით, საზოგადოება ოთხ ნაწილად უნდა იყოს გაყოფილი, რადგან ოთხი სხვადასხვა ეგზიტპოლი ვიხილეთ.

საოცარია ეს ეგზიტპოლების ომი. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე საზოგადოებაში ჩატარებული კვლევები ასეთ სხვაობას იძლეოდეს. ეს ხომ ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერია დამკვეთიც და ჩამტარებელიც. ვფიქრობ, მაინც ყველაზე ობიექტური "ფორმულის" ეგზიტპოლი იყო. ფაქტობრივად, იგივე აჩვენა "სამართლიანი არჩევნების" პარალელურად ჩატარებულმა დათვლამაც.

ყველაფერი ჰგავს წინასწარ დაგეგმილ სცენარს - მოამზადო "გამარჯვების" ეგზიტპოლი და შემდეგ, თუ არ დაემთხვა, მასზე დაყრდნობით, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადო მიშას და გვარამიას ეგზიტპოლი კი სპეციალურად იყო გაკეთებული არეულობისთვის. ეს ყველაფერი პროცესების რევოლუციური განვითარებისთვის საფუძვლის შექმნის ცდაა, მაგრამ არ გამოუვათ. დღეს არეულობა არავის სჭირდება, საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას სიმშვიდე სურს. არ სჭირდებათ საქართველოში არეულობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, ისედაც მძიმე ვითარებაა რეგიონში.

კი იმუქრება ოპოზიცია აქციებით, მაგრამ ხომ ნახეთ, რა თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კენჭისყრის მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არ არისო. რას ვიზამთ, პოლიტიკური კულტურის კვლავ იმ ეტაპზე ვართ, რომ ყველას თავი გამარჯვებული ჰგონია და დამარცხების აღიარება არავის სურს.

ყოველივე ამის ორკესტრირებას უკრაინიდან ცდილობს მიხეილ სააკაშვილი თავისი "მთავარი არხით". არჩევნების დამთავრების შემდეგ, როდესაც შედარებით სიმშვიდე იყო, სწორედ ნიკა გვარამიამ მოუწოდა ოპოზიციას ქუჩაში გასვლისკენ, გასაგებია, ვისი დავალებითაც. პირველ რიგში, გამოეხმაურნენ 1%-იანი პარტიები, რომლებიც წესით, თავის თავზე უნდა ყოფილიყვნენ გაბრაზებულები, რომ ასეთი შედეგი აჩვენეს. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ არხსაც გამოიყენებს ისე, როგორც 2003 წელს გამოიყენა "რუსთავი 2", მაგრამ აღარ გამოუვა - შეუძლებელია კიდევ რევოლუციის დადგმა, ამისთვის არც საზოგადოებაა მზად და სახელმწიფო ინსტიტუტებიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2003 წელს იყო. არც ის მგონია, ქვეყანაში არსებობდეს რევოლუციური სცენარის გათამაშების რესურსი, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ახლა რევოლუცია დააქცევს ქვეყანას. "ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერ შემთხვევაში ემზადებოდა იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინა. არადა, მშვენივრად იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ამაზე უარესი შედეგიც მიეღოთ. წაიკითხეთ სტატია სრულად

"ისე გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც მოსწონდა ის სისტემა, ამიტომაც წაართვა სააკაშვილს და ახლა თვითონ თამაშობს" - ექსპერტი

ოპოზიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ, 9 ნოემბერს კი კვლავ რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს

"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები...ვაფრთხილებთ მათ, კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს" - ირაკლი კობახიძე