საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს" - ანა დოლიძე
"ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს" - ანა დოლიძე

დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა.

ცოტა ხნის წინ ის ცეს­კო-ს შე­ნო­ბას­თან მი­ვი­და, სა­დაც შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

"სად ვცხოვ­რობთ ხომ ჩანს?! ცეს­კო გარ­დაქ­მნი­ლია ინ­სტი­ტუ­ტად, რო­მელ­საც სა­ღა­მოს, ბავ­შვთან ერ­თად გა­მო­სუ­ლი ერთი მო­ქა­ლა­ქი­საც ეში­ნია. სა­მარ­ცხვი­ნოა! სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს პი­რა­დი ტრა­გე­დი­ის გამო, რად­გან გარ­და­მეც­ვა­ლა ოჯა­ხის წევ­რი.

რო­გორც ჩანს, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩა­მი­ტა­როს პა­ტა­რა კო­ცონ­თან თა­მა­ში ( დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რეთს ვგუ­ლის­ხმობ) მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში დან­თე­ბუ­ლია დიდი ცე­ცხლი. ეს დიდი ცე­ცხლი არის ის, რა­ზეც მე ვყვი­რო­დი 31 ოქ­ტომ­ბრის 20:00 სა­ა­თი­დან, როცა მი­ვე­დი ის­ნის მე­ო­თხე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და ვნა­ხე, რომ ცეს­კო, რო­მელ­საც ერთი მო­ქა­ლა­ქი­საც ეში­ნია, დი­ლით უბან­ზე მი­სულ ამომ­რჩე­ველს სახ­ლში უშ­ვებ­და.

2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი კამ­პა­ნია არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა სარ­ჩე­ლე­ბის წე­რით, 2 დღეა არ მო­მიკ­ლია ამ ორ­გა­ნოს­თვის ყუ­რა­დღე­ბა იმის ჩვე­ნე­ბით, რომ ხან "კაწ­როს“ მოყ­ვა­ნით, ხან ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცე­მით, ხან ხალ­ხის უბ­ნი­დან გატ­რი­ა­ლე­ბით , ხან ფუ­ლის ჩა­ჯი­ბე­ბით, ხან ძვე­ლი ბი­ჭე­ბით, ამ ორ­გა­ნომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ა­ყალ­ბა არ­ჩევ­ნე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

ის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რებს.

"დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თი არის ერთ-ერთი კერა, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, სა­დაც ამ შე­ნო­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ­მა კუ­დი­ა­ნებ­მა გა­ა­ყალ­ბეს არ­ჩევ­ნე­ბი. დღეს თა­ვი­ან­თი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბიც ცდი­ლო­ბენ, მეც ჩა­მით­რი­ონ ბრძო­ლა­ში. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ვამ­ბობ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ცეს­კომ დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის ოლ­ქთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ნა­ცე­მე­ბი შეც­ვა­ლა.ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 104-ვე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ხმე­ბის დათ­ვლის შე­დე­გად, 20,99 %-იანი მხარ­და­ჭე­რით (14 438 ხმა) მე­ო­რე ად­გილ­ზე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი, ანა დო­ლი­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 9 ხმით (14 429 ხმა, 20,97 % ) უს­წრებ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­ერ­თო კან­დი­დატ ზუ­რაბ-გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცეს­კომ სა­იტ­ზე მო­ნა­ცე­მე­ბი შეც­ვა­ლა, რი­თაც მე­ო­რე ად­გილ­ზე უკვე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეა. კერ­ძოდ, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯა­ფა­რი­ძემ 21,09 % (14529 ხმა) მი­ი­ღო, ანა დო­ლი­ძემ კი 20,96 % (14438 ხმა)

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარე
98

ანა, ჟვანია არის დასაჭერი და ეს უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო, რომ ვერავინ ვეფ შეძლოს არჩევნების გაყალბება. 

ნანა
8

უფრო ჭკვიანი მეგონე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს" - ანა დოლიძე

"ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს" - ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები გააყალბა.

ცოტა ხნის წინ ის ცესკო-ს შენობასთან მივიდა, სადაც შესვლის საშუალება არ მისცეს.

"სად ვცხოვრობთ ხომ ჩანს?! ცესკო გარდაქმნილია ინსტიტუტად, რომელსაც საღამოს, ბავშვთან ერთად გამოსული ერთი მოქალაქისაც ეშინია. სამარცხვინოა! სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოშორებული ვიყავი საარჩევნო პროცესებს პირადი ტრაგედიის გამო, რადგან გარდამეცვალა ოჯახის წევრი.

როგორც ჩანს, ამ პერიოდის განმავლობაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩამიტაროს პატარა კოცონთან თამაში ( დიდუბე-ჩუღურეთს ვგულისხმობ) მაშინ, როდესაც ქვეყანაში დანთებულია დიდი ცეცხლი. ეს დიდი ცეცხლი არის ის, რაზეც მე ვყვიროდი 31 ოქტომბრის 20:00 საათიდან, როცა მივედი ისნის მეოთხე საარჩევნო უბანზე და ვნახე, რომ ცესკო, რომელსაც ერთი მოქალაქისაც ეშინია, დილით უბანზე მისულ ამომრჩეველს სახლში უშვებდა.

2 დღის განმავლობაში ჩემი კამპანია არ გაჩერებულა სარჩელების წერით, 2 დღეა არ მომიკლია ამ ორგანოსთვის ყურადღება იმის ჩვენებით, რომ ხან "კაწროს“ მოყვანით, ხან ჩემი წარმომადგენლების ცემით, ხან ხალხის უბნიდან გატრიალებით , ხან ფულის ჩაჯიბებით, ხან ძველი ბიჭებით, ამ ორგანომ ხელისუფლების სასარგებლოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააყალბა არჩევნები“,- განაცხადა დოლიძემ.

ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

"დიდუბე-ჩუღურეთი არის ერთ-ერთი კერა, სადაც არჩევნები გაყალბდა, სადაც ამ შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა გააყალბეს არჩევნები. დღეს თავიანთი მაქინაციებიც ცდილობენ, მეც ჩამითრიონ ბრძოლაში. პირველივე დღიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ვამბობ, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ცესკომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებით მონაცემები შეცვალა.ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 104-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შედეგად, 20,99 %-იანი მხარდაჭერით (14 438 ხმა) მეორე ადგილზე ოპოზიციონერი დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ 9 ხმით (14 429 ხმა, 20,97 % ) უსწრებდა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცესკომ საიტზე მონაცემები შეცვალა, რითაც მეორე ადგილზე უკვე ზურაბ ჯაფარიძეა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ჯაფარიძემ 21,09 % (14529 ხმა) მიიღო, ანა დოლიძემ კი 20,96 % (14438 ხმა)

"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე

"ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით აზერბაიჯანმა კონფლიქტისას დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა" - მთავრობა

"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე