მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოიერვერკები და შეძახილები რუსთაველზე - როგორ შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები ეგზიტპოლის შედეგებს
ფოიერვერკები და შეძახილები რუსთაველზე - როგორ შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები ეგზიტპოლის შედეგებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ლი­დე­რე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ „იფ­სო­სის“ ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გებს ფო­ი­ერ­ვერ­კი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ.

"ეს არის მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ავან­სი, ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ღებთ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რე­ბი­სა­გან, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გია ბა­რა­მი­ძემ ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ გა­მარ­ჯვე­ბას არ მოჰ­ყვე­ბა არა­ვი­თა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, არა­მედ ოპო­ზი­ცია იშ­რო­მებს იმ იმე­დის გა­სა­მარ­თლებ­ლად რის­თვი­საც მას ხმა მის­ცეს.

"გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ხა­რებს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა თბი­ლის­ში და ეს არის მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ავან­სი ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ღებთ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რე­ბი­სა­გან, რო­მელ­საც უნდა მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ერთ ად­გილ­ზე კი არ იტ­კეპ­ნე­ბა და ჭა­ო­ბის სი­წყნა­რე კი არ არის, არა­მედ არის გუ­გუ­ნი შე­ნე­ბის, წინსვლის, გუ­გუ­ნი ინო­ვა­ცი­ის, მეტი გა­ნათ­ლე­ბის, მეტი ჯან­დაც­ვის, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან სხვა და­ნარ­ჩენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ძლი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ლახ­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მო­აგ­ვა­რე­ბა, გახ­დეს ნა­ტო­სა და ევ­ტო­კავ­ში­რის წევ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნად და­იბ­რუ­ნოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ეს არის ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა, რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ეს არის ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი ზრახ­ვე­ბი, რის­თვი­საც მოგ­ვცა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ხმა. არა­ვი­თა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა, არა­ვი­თა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, მხო­ლოდ შრო­მა, მხო­ლოდ თავ­მდა­ბა­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იმის კე­თე­ბა, რა იმე­დი­თაც ჩვენ ხალ­ხმა ის ხმე­ბი მოგ­ვცა, რაც ჩვენ ასე უნდა და­ვა­ფა­სოთ" -გა­ნა­ცხა­და გია ბა­რა­მი­ძემ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 17.00 სა­ა­თის ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 41%-იანი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო, მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა „ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ-გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია“ -33%-ით, „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ ხმე­ბის 5-% მი­ი­ღო, პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ -4% მი­ი­ღო, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა"-3%, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“-3%, „გირ­ჩი“-3%, „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“ -2%, „ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე-ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო“-1%, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“-1%, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი 5% სხვა პარ­ტი­ებ­ზე გა­და­ნა­წილ­და, რომ­ლებ­მაც 1%-იანი ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა ipsos საფ­რან­გეთ­მა ჩა­ა­ტა­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ფოიერვერკები და შეძახილები რუსთაველზე - როგორ შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები ეგზიტპოლის შედეგებს

ფოიერვერკები და შეძახილები რუსთაველზე - როგორ შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები ეგზიტპოლის შედეგებს

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ „იფსოსის“ ეგზიტპოლის შედეგებს ფოიერვერკითა და შეძახილებით შეხვდნენ.

"ეს არის მართლაც ძალიან დიდი ავანსი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებისაგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გამარჯვებას არ მოჰყვება არავითარი ანგარიშსწორება, არამედ ოპოზიცია იშრომებს იმ იმედის გასამართლებლად რისთვისაც მას ხმა მისცეს.

"განსაკუთრებით გვახარებს დამაჯერებელი გამარჯვება თბილისში და ეს არის მართლაც ძალიან დიდი ავანსი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებისაგან, რომელსაც უნდა მშვიდობიანი საქართველო, რომელიც ერთ ადგილზე კი არ იტკეპნება და ჭაობის სიწყნარე კი არ არის, არამედ არის გუგუნი შენების, წინსვლის, გუგუნი ინოვაციის, მეტი განათლების, მეტი ჯანდაცვის, მეტი სამუშაო ადგილების შექმნის, საქართველოში დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც საქართველოს მომავლის შემქმნელები არიან სხვა დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, საქართველომ შეძლოს ეკონომიკური პრობლემების გადალახვა, უსაფრთხოების პრობლემების მოაგვარება, გახდეს ნატოსა და ევტოკავშირის წევრი და მშვიდობიანად დაიბრუნოს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები. ეს არის ჩვენი ნამდვილი ქართული ოცნება, რუსული ოცნების საწინააღმდეგოდ, ეს არის ჩვენი ნამდვილი ზრახვები, რისთვისაც მოგვცა ქართველმა ხალხმა ხმა. არავითარი შურისძიება, არავითარი ანგარიშსწორება, მხოლოდ შრომა, მხოლოდ თავმდაბალი მოღვაწეობა ყოველდღიურად იმის კეთება, რა იმედითაც ჩვენ ხალხმა ის ხმები მოგვცა, რაც ჩვენ ასე უნდა დავაფასოთ" -განაცხადა გია ბარამიძემ.

ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ -4% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსმა"-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

"ივანიშვილმა ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას... ეს ვერ შერჩება, გამორიცხული ამბავია" - ნიკა მელია

დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს? - პარტიები სამოქმედო გეგმის განსახილველად იკრიბებიან

"მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება" - როგორ აფასებენ ექსპერტები არჩევნების წინასწარ შედეგებს