საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 5 ახალი გამოცემა, რომელიც ამ შემოდგომას უნდა წაიკითხო
ტოპ 5 ახალი გამოცემა, რომელიც ამ შემოდგომას უნდა წაიკითხო

პან­დე­მი­ის გამო, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, მო­ვე­რი­დოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, მეტი დრო გვრჩე­ბა კი­თხვის, ფილ­მე­ბის­თვი­სა თუ რა­ი­მე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი­სათ­ვის. შე­მოდ­გო­მას კი­თხვა ყვე­ლა­ზე მე­ტად უხ­დე­ბა. ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი კი სტრეს­საც ამ­ცი­რებს.

რად­გან ახლა მეტი დრო გვაქვს იმი­სათ­ვის, რომ არ ჩა­მოვ­რჩეთ და მივ­ყვეთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ებს, გთა­ვა­ზობთ ტოპ 5 ახალ გა­მო­ცე­მას, რო­მელ­საც ამ შე­მოდ­გო­მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ეც­ნო:

ელიფ შა­ფა­ქი - რო­გორ არ შე­ვი­შა­ლოთ ამ დაქ­საქ­სულ მსოფ­ლი­ო­ში

„თა­ნას­წო­რო­ბის სა­უ­კუ­ნე“, რო­მე­ლიც სავ­სეა უთა­ნას­წო­რო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხმის უფ­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ მისი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ; ყო­ველ­დღი­უ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, ომე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, ტან­ჯვა და უზარ­მა­ზარ სამ­ყა­რო­ში მარ­ტო­სუ­ლო­ბის გან­ცდა... რო­გორ არ უნდა შე­ი­შა­ლო და რო­გორ იპო­ვო შენ თავ­ში ძალა, ამ ყვე­ლა­ფე­რის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე?

ბუ­კე­რის პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტი, რო­მა­ნის­ტი და აქ­ტი­ვის­ტი ელიფ შა­ფა­ქი, რო­მელ­საც კრი­ტი­კო­სე­ბი „თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თი­სა და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ხმას“ უწო­დე­ბენ, ახა­ლი წიგ­ნით და­უბ­რუნ­და მკი­თხველს.

„რო­გორ არ შე­ვი­შა­ლოთ ამ დაქ­საქ­სულ მსოფ­ლი­ო­ში“ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­თა გა­მო­ძა­ხი­ლია.

ჯე­მალ ქარჩხა­ძე - ან­ტო­ნიო და და­ვი­თი

რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოა, ხოლო მთხრო­ბე­ლი - იტა­ლი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც ევ­რო­პელ მი­სი­ო­ნე­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. "ან­ტო­ნიო და და­ვი­თი" და­ძა­ბუ­ლი დრა­მაა, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ხსნის­თვის ბრძო­ლა ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლი­ე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი დის­კურ­სე­ბის ჭი­დი­ლის ფონ­ზე მი­დის. მა­ღა­ლი ემო­ცი­უ­რი მუხ­ტის მქო­ნე ეს რო­მა­ნი უზა­დო ტექ­ნი­კი­თა და გა­მორ­ჩე­უ­ლად დახ­ვე­წი­ლი ენი­თაა და­წე­რი­ლი.

ტომ ჰენ­ქსი - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეგ­ზემპლა­რი

ტომ ჰენ­ქსი, გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია, მწე­რა­ლიც არის და კი­დევ... ძვე­ლე­ბუ­რი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი. სწო­რედ სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნაა ამ წიგ­ნის ჩვიდ­მე­ტი­ვე მო­თხრო­ბის ერთ-ერთი გმი­რი - თით­ქოს მი­ვი­წყე­ბუ­ლი და უკვე უვარ­გი­სი არ­ტე­ფაქ­ტი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თხრო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე. ტომ ჰენ­ქსმა ძა­ლი­ან კარ­გად იცის მისი თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი. წიგ­ნის სა­თა­უ­რიც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეგ­ზემპლა­რი" სწო­რედ ამ კომ­პი­უ­ტე­რამ­დელ აგ­რე­გატ­ზე აკ­რე­ფი­ლი ტექ­სტის გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

ჩვენ ვიც­ნობთ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დიდ მსა­ხი­ობ ტომ ჰექსს, ახლა კი მწე­რალ ტომ ჰენ­ქსსაც გა­ვიც­ნობთ.

შოთა ია­თაშ­ვი­ლი - დამ­წყე­ბი

დამ­წყე­ბი და თან მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი – ეს პო­ე­ტი­სა და კრი­ტი­კო­სის შოთა ია­თაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ზე სულ ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მკი­თხველ­თა დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა უკვე გა­მო­იწ­ვია. "დამ­წყე­ბი – მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნი“ უკვე და­ა­სა­ხე­ლეს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ–ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სი­ახ­ლედ.

„ასე მგო­ნია, რომ შოთა ია­თაშ­ვილს კი­დევ ბევ­რჯერ მო­უ­წევს ამ ტექ­სტის გა­და­წე­რა; და გადა-წე­რის ამ აქ­ტით კი­დევ ერთხელ მიხ­ვედ­რა, თუ რა მაქ­სი­მა­ლის­ტურ „ტე­ლოსს“ შე­ე­ჭი­და“, – ასე ახა­სი­ა­თებს კრი­ტი­კო­სი და­ვით ან­დრი­ა­ძე შოთა ია­თაშ­ვი­ლის ახალ რო­მანს.

ელიფ შა­ფა­ქი - ათი წუთი და ოც­დათ­ვრა­მე­ტი წამი ამ უც­ნა­ურ სამ­ყა­რო­ში

ქა­ლის ბედი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის თურ­ქეთ­ში. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მე­ბის მხი­ლე­ბა მისი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­ე­ტა­პო მოვ­ლე­ნა­თა ჭრილ­ში. ცო­ცხა­ლი, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი, რო­გორც ყო­ველ­თვის, გახ­ლავთ თა­ვად ქა­ლა­ქი სტამ­ბო­ლი - მი­ძი­ნე­ბუ­ლი თუ ყალ­ყზე შემ­დგა­რი, მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი თუ ხა­ლი­სის მომ­გვრე­ლი, მო­ზე­ი­მე თუ მგლო­ვი­ა­რე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ტოპ 5 ახალი გამოცემა, რომელიც ამ შემოდგომას უნდა წაიკითხო

ტოპ 5 ახალი გამოცემა, რომელიც ამ შემოდგომას უნდა წაიკითხო

პანდემიის გამო, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. შესაბამისად, მეტი დრო გვრჩება კითხვის, ფილმებისთვისა თუ რაიმე შემოქმედებითი პროცესისათვის. შემოდგომას კითხვა ყველაზე მეტად უხდება. ახალი ლიტერატურული თავგადასავლები კი სტრესსაც ამცირებს.

რადგან ახლა მეტი დრო გვაქვს იმისათვის, რომ არ ჩამოვრჩეთ და მივყვეთ ლიტერატურულ სიახლეებს, გთავაზობთ ტოპ 5 ახალ გამოცემას, რომელსაც ამ შემოდგომას აუცილებლად უნდა გაეცნო:

ელიფ შაფაქი - როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში

„თანასწორობის საუკუნე“, რომელიც სავსეა უთანასწორობით, ადამიანები, რომლებსაც ხმის უფლება აქვთ, მაგრამ მისი გამოყენების საშუალებას არ აძლევენ; ყოველდღიური კატაკლიზმები, ომები, დაპირისპირებები, ტანჯვა და უზარმაზარ სამყაროში მარტოსულობის განცდა... როგორ არ უნდა შეიშალო და როგორ იპოვო შენ თავში ძალა, ამ ყველაფერის მიუხედავად მაინც ადამიანად დარჩე?

ბუკერის პრემიის ნომინანტი, რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმას“ უწოდებენ, ახალი წიგნით დაუბრუნდა მკითხველს.

„როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“ თანამედროვე მსოფლიოში არსებულ პრობლემათა გამოძახილია.

ჯემალ ქარჩხაძე - ანტონიო და დავითი

რომანის მოქმედების ადგილი შუა საუკუნეების საქართველოა, ხოლო მთხრობელი - იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. "ანტონიო და დავითი" დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.

ტომ ჰენქსი - არაჩვეულებრივი ეგზემპლარი

ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი - თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი, სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე. ტომ ჰენქსმა ძალიან კარგად იცის მისი თითოეული დეტალი. წიგნის სათაურიც "არაჩვეულებრივი ეგზემპლარი" სწორედ ამ კომპიუტერამდელ აგრეგატზე აკრეფილი ტექსტის განუმეორებლობაზე მიუთითებს.

ჩვენ ვიცნობთ თანამედროვეობის დიდ მსახიობ ტომ ჰექსს, ახლა კი მწერალ ტომ ჰენქსსაც გავიცნობთ.

შოთა იათაშვილი - დამწყები

დამწყები და თან მაქსიმალისტური – ეს პოეტისა და კრიტიკოსის შოთა იათაშვილის პირველი რომანია, რომელიც წიგნის მაღაზიის თაროზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა მკითხველთა დიდი დაინტერესება უკვე გამოიწვია. "დამწყები – მაქსიმალისტური რომანი“ უკვე დაასახელეს, როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლედ.

„ასე მგონია, რომ შოთა იათაშვილს კიდევ ბევრჯერ მოუწევს ამ ტექსტის გადაწერა; და გადა-წერის ამ აქტით კიდევ ერთხელ მიხვედრა, თუ რა მაქსიმალისტურ „ტელოსს“ შეეჭიდა“, – ასე ახასიათებს კრიტიკოსი დავით ანდრიაძე შოთა იათაშვილის ახალ რომანს.

ელიფ შაფაქი - ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში

ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი - მიძინებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე...

ყველაფერი საოჯახო საქმიანობისა და ტანსაცმლის შესახებ - „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

ელიფ შაფაქის იუბილესთან დაკავშირებით, "ბიბლუსში" 50%-იანი ფასდაკლებაა

ელიფ შაფაქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი წიგნების აუდიოვერსიებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ