მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანში აპარტამენტმა წლიურად დაახლოებით 20 000 ლარამდე ოდენობით შემოსავალი მომიტანა“ - კურორტი, რომელიც ყველა სეზონზე მოთხოვნადია
ბაკურიანში აპარტამენტმა წლიურად დაახლოებით 20 000 ლარამდე ოდენობით შემოსავალი მომიტანა“ - კურორტი, რომელიც ყველა სეზონზე მოთხოვნადია

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სან­დო და მყა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­აა, რომ­ლის ფა­სიც წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა სტა­ბი­ლუ­რია და სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რიც უფრო ვი­თარ­დე­ბა.

ბოლო ათე­უ­ლი წე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დი გახ­და სას­ტუმ­როს ტი­პის აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად, უკვე ყვე­ლა პო­პუ­ლა­რულ კუ­რორტზე გვხვდე­ბა. ამ მხრივ ლი­დე­რო­ბენ ბა­თუ­მი და ბა­კუ­რი­ა­ნი, სა­დაც სას­ტუმ­როს ტი­პის აპარ­ტა­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო იზ­რდე­ბა.

ბა­თუ­მი სე­ზო­ნუ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი კუ­რორ­ტია, ბა­კუ­რი­ა­ნი კი ვი­ზი­ტო­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას წე­ლი­წა­დის თით­ქმის არ­ცერთ დროს არ გა­ნიც­დის. მა­გა­ლი­თად 2018-2019 წლის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი რომ მო­ვიყ­ვა­ნოთ, ვნა­ხავთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წლებ­ში, ზამ­თრის სე­ზონ­ზე ბა­კუ­რი­ანს სულ მცი­რე 136 185, ხოლო ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში სულ მცი­რე 43 585 ვი­ზი­ტო­რი ეწ­ვია. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა კი სა­ცხოვ­რებ­ლად სას­ტუმ­როს ტი­პის აპარ­ტა­მენ­ტებს ირ­ჩევს.ბა­კუ­რი­ან­ში აპარ­ტა­მენ­ტის მფლო­ბე­ლი ნინი მი­ხა­ნაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას არ­ჩე­ვა­ნი ბა­კუ­რი­ან­ზე მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ა­ჩე­რა.

„უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ექ­სპერ­ტმა მირ­ჩია, არ­ჩე­ვა­ნი ბა­კუ­რი­ან­ზე შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა, რად­გან კუ­რორ­ტს დამ­სვე­ნებ­ლე­ბი თით­ქმის ყვე­ლა სე­ზონ­ზე ჰყავს. ჩემ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით საკ­მა­ოდ კმა­ყო­ფი­ლი, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე რჩე­ვა და მე­ო­რე - ბიზ­ნე­სის თვალ­საზ­რი­სით, ეს არის მომ­გე­ბი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა რო­მე­ლიც წლის მან­ძილ­ზე სულ მუ­შა­ობს. ჩემს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა 2-სა­ძი­ნებ­ლი­ან­მა ბი­ნამ, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 10 000-ობით ლა­რის ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მო­მი­ტა­ნა. რა თქმა უნდა, ზამ­თრი­სა და ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნებ­ზე შე­მო­სა­ვა­ლი უფრო მა­ღა­ლია. ზამ­თარ­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე მოქ­მე­დებს თოვ­ლის სა­ფა­რი, გა­ზა­ფხუ­ლი­დან ნაძ­ვის ყვა­ვი­ლო­ბა და ამას ებ­მის ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი, რო­მე­ლიც გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე გრძელ­დე­ბა“, - გან­გვი­მარ­ტა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა ზამ­თარ­სა და ზა­ფხულ­ში ერთი ღა­მის ტა­რი­ფებს, ნინი მი­ხა­ნაშ­ვი­ლი გან­გვი­მარ­ტავს, რომ ზამ­თარ­სა და ზა­ფხულ­ში ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბა, თუმ­ცა აპარ­ტა­მენ­ტი სტუმ­რე­ბის გა­რე­შე თით­ქმის არას­დროს რჩე­ბა.

„მა­გა­ლი­თად თუ ზამ­თრის სე­ზონ­ზე ჩა­მო­დის დამ­სვე­ნე­ბე­ლი ერთი კვი­რით მხო­ლოდ თოვ­ლის­თვის და გა­სარ­თო­ბად ჩა­მო­დის და ღა­მე­ში პი­რო­ბი­თად 200 ლარს იხ­დის, ზა­ფხუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბი 2 კვი­რით გვსტუმ­რო­ბენ და ღა­მე­ში 100 ლარს იხ­დი­ან. რა თმა უნდა, ზამ­თრის სე­ზონ­ზე სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია და შე­მო­სა­ვა­ლიც მე­ტია. უნდა ით­ქვას, რომ ბა­კუ­რი­ა­ნის აპარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა და შემ­დეგ უკვე მო­გე­ბა­ზე გას­ვლა, 3-4 წელ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

რო­გორ იზ­რდე­ბა ბა­კუ­რი­ან­ში აპარ­ტა­მენ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა, ამის შე­სა­ხებ „ტე­რა­სა ჯგუ­ფის“ კო­მერ­ცი­ულ დი­რექ­ტორს თა­მარ გაფ­რინ­დაშ­ვილს ვკი­თხეთ. კომ­პა­ნი­ამ კუ­რორტზე მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც პრე­მი­უმ-კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტებს, 4800 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ეზო­სა და სხვა ობი­ექ­ტებს მო­ი­ცავს.

თა­მარ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, კუ­რორტზე ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ჩნდე­ბა. დამ­სვე­ნე­ბელს აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი და მეტ გა­სარ­თობ და და­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცეს ეძებს. მათ შო­რის არის სა­ცუ­რაო აუზი, რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი და სხვა.

„რე­ა­ლუ­რად, დღეს, ბა­კუ­რი­ან­ში ისე­თი სას­ტუმ­რო აპარ­ტა­მენ­ტე­ბის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სერ­ვისს აერ­თი­ა­ნებს, არ არ­სე­ბობს. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც აპარ­ტა­მენ­ტის მე­სა­კუთ­რის­თვის მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, დამ­სვე­ნე­ბე­ლი კი ყვე­ლა სერ­ვისს ერთ სივ­რცე­ში მი­ი­ღებს. პრო­ექ­ტი 2022 წელს დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა გა­ყიდ­ვე­ბი უკვე და­ვი­წყეთ და ახლა კლი­ენ­ტებს 12%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა­სა და 30 თვი­ან შიდა 0%-იან გან­ვა­დე­ბას ვთა­ვა­ზობთ.

„ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნი“ რო­გორც აპარ­ტა­მენ­ტებს, ისე სას­ტუმ­როს, რეს­ტო­რანს, აუზს, ბავ­შვე­ბის გა­სარ­თობ, სა­სე­ირ­ნო და და­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცე­ებს მო­ი­ცავს. „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნის“ აპარ­ტა­მენ­ტებს სას­ტუმ­როს მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა ექ­ნე­ბა, რაც მას და­სას­ვე­ნებ­ლად უფრო მიმ­ზიდ­ველს ხდის. კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა ასე­ვე მო­ი­ცავს თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის და­ჯავ­შნა­საც, რისი მო­თხოვ­ნაც უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის მხრი­დან არ­სე­ბობს“, - გან­მარ­ტავს თა­მარ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნია ბი­ნათ­მფლო­ბელს კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას სთა­ვა­ზობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ი­ჯა­რო გა­და­სა­ხა­დი არ არის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, არა­მედ ის შე­მო­სავ­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცენ­ტია, რაც რო­გორც მე­სა­კუთ­რის­თვის, ისე „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნის­თვის“ საკ­მა­ოდ ხელ­საყ­რე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­ჟა­მად, ბა­კუ­რი­ან­ში აქ­ტი­უ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. კუ­რორ­ტი 2023 წლის სა­თხი­ლა­მუ­რო და სნო­უ­ბორ­დის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რათა უცხო­ე­თი­დან ათა­სო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი მი­ი­ღოს. დღეს არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბით, ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­თვა ბა­კუ­რი­ან­ში აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ფა­სებ­ზე პირ­და­პირ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს და მკვეთ­რად გა­აძ­ვი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბაკურიანში აპარტამენტმა წლიურად დაახლოებით 20 000 ლარამდე ოდენობით შემოსავალი მომიტანა“ - კურორტი, რომელიც ყველა სეზონზე მოთხოვნადია

ბაკურიანში აპარტამენტმა წლიურად დაახლოებით 20 000 ლარამდე ოდენობით შემოსავალი მომიტანა“ - კურორტი, რომელიც ყველა სეზონზე მოთხოვნადია

უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მყარი ინვესტიციაა, რომლის ფასიც წლიდან წლამდე იზრდება. ბინებზე მოთხოვნა სტაბილურია და სამშენებლო სექტორიც უფრო ვითარდება.

ბოლო ათეული წელია, განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომლებიც ძირითადად, უკვე ყველა პოპულარულ კურორტზე გვხვდება. ამ მხრივ ლიდერობენ ბათუმი და ბაკურიანი, სადაც სასტუმროს ტიპის აპარტამენტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ბათუმი სეზონურობით ხასიათდება, თუმცა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კურორტია, ბაკურიანი კი ვიზიტორების ნაკლებობას წელიწადის თითქმის არცერთ დროს არ განიცდის. მაგალითად 2018-2019 წლის სტატისტიკური მონაცემები რომ მოვიყვანოთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული წლებში, ზამთრის სეზონზე ბაკურიანს სულ მცირე 136 185, ხოლო ზაფხულის პერიოდში სულ მცირე 43 585 ვიზიტორი ეწვია. მათი უმრავლესობა კი საცხოვრებლად სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს ირჩევს.ბაკურიანში აპარტამენტის მფლობელი ნინი მიხანაშვილი გვიამბობს, რომ უძრავი ქონების შერჩევისას არჩევანი ბაკურიანზე მოთხოვნიდან გამომდინარე შეაჩერა.

„უძრავი ქონების ექსპერტმა მირჩია, არჩევანი ბაკურიანზე შემეჩერებინა, რადგან კურორტს დამსვენებლები თითქმის ყველა სეზონზე ჰყავს. ჩემ მიერ განხორციელებული ინვესტიციით საკმაოდ კმაყოფილი, პირველ რიგში იმიტომ, რომ გავითვალისწინე რჩევა და მეორე - ბიზნესის თვალსაზრისით, ეს არის მომგებიანი უძრავი ქონება რომელიც წლის მანძილზე სულ მუშაობს. ჩემს საკუთრებაში არსებულმა 2-საძინებლიანმა ბინამ, სრული დატვირთვით მუშაობის შედეგად, წლიურად დაახლოებით 10 000-ობით ლარის ოდენობით შემოსავალი მომიტანა. რა თქმა უნდა, ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე შემოსავალი უფრო მაღალია. ზამთარში ვიზიტორების რაოდენობაზე მოქმედებს თოვლის საფარი, გაზაფხულიდან ნაძვის ყვავილობა და ამას ებმის ზაფხულის სეზონი, რომელიც გვიან შემოდგომამდე გრძელდება“, - განგვიმარტა მან.

რაც შეეხება ზამთარსა და ზაფხულში ერთი ღამის ტარიფებს, ნინი მიხანაშვილი განგვიმარტავს, რომ ზამთარსა და ზაფხულში ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, თუმცა აპარტამენტი სტუმრების გარეშე თითქმის არასდროს რჩება.

„მაგალითად თუ ზამთრის სეზონზე ჩამოდის დამსვენებელი ერთი კვირით მხოლოდ თოვლისთვის და გასართობად ჩამოდის და ღამეში პირობითად 200 ლარს იხდის, ზაფხულის შემთხვევაში დამსვენებლები 2 კვირით გვსტუმრობენ და ღამეში 100 ლარს იხდიან. რა თმა უნდა, ზამთრის სეზონზე სტუმრების რაოდენობა გაცილებით მაღალია და შემოსავალიც მეტია. უნდა ითქვას, რომ ბაკურიანის აპარტამენტის შესაძენად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და შემდეგ უკვე მოგებაზე გასვლა, 3-4 წელში აბსოლუტურად შესაძლებელია“, - აღნიშნავს ის.

როგორ იზრდება ბაკურიანში აპარტამენტებზე მოთხოვნა, ამის შესახებ „ტერასა ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს თამარ გაფრინდაშვილს ვკითხეთ. კომპანიამ კურორტზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც პრემიუმ-კლასის აპარტამენტებს, 4800 კვადრატული მეტრის ფართობის ეზოსა და სხვა ობიექტებს მოიცავს.

თამარ გაფრინდაშვილის განმარტებით, ვიზიტორების რაოდენობის ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, კურორტზე ახალი მოთხოვნები ჩნდება. დამსვენებელს აღარ აკმაყოფილებს სტანდარტული აპარტამენტები და მეტ გასართობ და დასასვენებელ სივრცეს ეძებს. მათ შორის არის საცურაო აუზი, რესტორნები, კაფეები, კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები და სხვა.

„რეალურად, დღეს, ბაკურიანში ისეთი სასტუმრო აპარტამენტების კომპლექსი, რომელიც ყველა სერვისს აერთიანებს, არ არსებობს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომელიც აპარტამენტის მესაკუთრისთვის მაღალი შემოსავლის მომტანი იქნება, დამსვენებელი კი ყველა სერვისს ერთ სივრცეში მიიღებს. პროექტი 2022 წელს დასრულდება, თუმცა გაყიდვები უკვე დავიწყეთ და ახლა კლიენტებს 12%-მდე ფასდაკლებასა და 30 თვიან შიდა 0%-იან განვადებას ვთავაზობთ.

„ტერასა ბაკურიანი“ როგორც აპარტამენტებს, ისე სასტუმროს, რესტორანს, აუზს, ბავშვების გასართობ, სასეირნო და დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს. „ტერასა ბაკურიანის“ აპარტამენტებს სასტუმროს მსგავსი მომსახურება ექნება, რაც მას დასასვენებლად უფრო მიმზიდველს ხდის. კონსიერჟის მომსახურება ასევე მოიცავს თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნასაც, რისი მოთხოვნაც უცხოელი სტუმრების მხრიდან არსებობს“, - განმარტავს თამარ გაფრინდაშვილი.

მისივე თქმით, ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით, კომპანია ბინათმფლობელს კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც საიჯარო გადასახადი არ არის ფიქსირებული, არამედ ის შემოსავლიდან მიღებული კონკრეტული პროცენტია, რაც როგორც მესაკუთრისთვის, ისე „ტერასა ბაკურიანისთვის“ საკმაოდ ხელსაყრელია.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბაკურიანში აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კურორტი 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რათა უცხოეთიდან ათასობით დამსვენებელი მიიღოს. დღეს არსებული პროგნოზებით, ჩემპიონატის გამართვა ბაკურიანში აპარტამენტების ფასებზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს და მკვეთრად გააძვირებს.