მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"
როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" მომ­ხდარ სკან­და­ლურ ძარ­ცვას და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის გარ­და, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. 21 ოქ­ტომ­ბრის ყა­ჩა­ღო­ბის სხვადსხვა ეპი­ზო­დებს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც.

"რო­გორ წა­ი­ღო მძარ­ცველ­მა ბან­კი­დან 500 000 ათა­სი დო­ლა­რი, მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას interfax.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, მძარ­ცვე­ლი, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო ფორ­მა ეცვა და ავ­ტო­მა­ტი­თა და ხელ­ყუმ­ბა­რით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ან ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

"პო­ლი­ცი­ამ მას თა­ვად გა­დას­ცა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ", - წერს echo.msk.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ძებ­ნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

"ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ბანკზე თავ­დას­ხმელ­ზე ძებ­ნას გა­ნაგ­რძობს", - წერს vesti.ru. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, თავ­დამ­სხმელს თან­ხა პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მი­უ­ტა­ნა, რო­მელ­მაც მას სხვა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, უსაფრ­თხოდ წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ირო­ნი­უ­ლი იუ­მო­რით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ან სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ინ­ტე­რე­სით უყუ­რეს, თუმ­ცა სიმ­ძაფ­რე და­აკ­ლდათ.

"მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად ФСБ-ს ალ­ყით, თავ­დამ­სხმე­ლის მი­მართ ულ­ტი­მა­ტუ­მი­თა და, სა­ბო­ლო­ოდ, შტურ­მით დას­რულ­დე­ბო­და, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბო­და მსხვერ­პლი, შემ­დეგ კი, პუ­ტი­ნის სამ­ძიმ­რის შემ­ცვე­ლი, თუმ­ცა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტო­ნა­ლო­ბა­ში წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი, რომ "ძა­ლი­ან წუხს და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, უსამ­ძიმ­რებს მათ ოჯა­ხებს, მაგ­რამ რუ­სე­თი არას­დროს წა­ა­ხა­ლი­სებს ტე­რო­რიზმსა და მძარ­ცვე­ლებს".

ამას მოჰ­ყვე­ბო­და, პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ის გა­და­ცე­მე­ბი პა­თო­სით, რომ გარე ძა­ლე­ბის კი­დევ ერთი შე­ტე­ვა წარ­მა­ტე­ბით მო­ვი­გე­რი­ეთ და მოს­კო­ვი ტე­რო­რიზმს არას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა, თუნ­დაც მსხვერ­პლის ფა­სად, რათა პრე­ცენ­დენ­ტად არ იქ­ცეს! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პრე­ცენ­დენ­ტე­ბი მა­ინც ხდე­ბა, თან საკ­მა­ოდ ხში­რად... ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მი­ხა­კე­ბი­სა და სან­თლე­ბის ფონ­ზე... ჩვენ ასეთ ცხოვ­რე­ბას შე­ვეჩ­ვი­ეთ. ქარ­თვე­ლე­ბო, რა ყვე­ლა­ფერ­ში უც­ნა­უ­რე­ბი ხართ, რო­გორ ცხოვ­რობ­დით თქვენ საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში?!", - წე­რენ რუ­სე­ბი.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კო­მე­ნატ­რე­ბი აქვს Youtube.com-ზე და­დე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც მძარ­ცვე­ლის მოქ­მე­დე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი.

"თუ აქამ­დე გვსმე­ნია ძარ­ცვა იტა­ლი­უ­რად, ფრან­გუ­ლად, ან ამე­რი­კუ­ლად, ახლა მო­ვის­მი­ნეთ, ძარ­ცვა ქარ­თუ­ლად", - წერს "სერ­გეი შუტ­კო".

"რა უც­ნა­უ­რია, კავ­კა­სი­ა­ში უფ­რო­სე­ბის მი­მართ განსგტე­რე­ბიც კი შემწნ­ყა­რებ­ლე­ბი არი­ან... თუმ­ცა, ქარ­თვე­ლე­ბი მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნიზ­მით, უფ­რო­სი თა­ო­ბის მი­მართ", - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ელე­ნა ნის­ტო­რი.

"ბა­ტო­ნო ტე­რო­რის­ტო, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ პუ­ტი­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც, ვალ­ში არ დაგ­რჩე­ბით!" - წერს მაქ­სიმ პო­ნო­მა­რენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სან დრო©
0

კარგად ვიხალისე სტატიის წაკითხვისას :)

muamar kadafi
0

"ბა­ტო­ნო ტე­რო­რის­ტო, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ პუ­ტი­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც, ვალ­ში არ დაგ­რჩე­ბით!" - მაგი რომ შეეძლოს.................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მომხდარ სკანდალურ ძარცვას დასავლური მედიის გარდა, რუსული გამოცემებიც ეხმაურებიან. 21 ოქტომბრის ყაჩაღობის სხვადსხვა ეპიზოდებს აქტიურად განიხილავენ რუსულ სოციალურ ქსელებშიც.

"როგორ წაიღო მძარცველმა ბანკიდან 500 000 ათასი დოლარი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას interfax.ru, რომლის ცნობითაც, მძარცველი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა და ავტომატითა და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების ან ძალოვანი უწყებების ყოფილი წარმომადგენელი იყო.

"პოლიციამ მას თავად გადასცა ნახევარი მილიონი დოლარი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ", - წერს echo.msk.ru, რომლის ცნობითაც, საგამოძიებო და ძებნითი ღონისძიებები დღემდე გრძელდება.

"ქართული პოლიცია ბანკზე თავდასხმელზე ძებნას განაგრძობს", - წერს vesti.ru. გამოცემის ინფორმაციითაც, თავდამსხმელს თანხა პოლიციის ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა მიუტანა, რომელმაც მას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, უსაფრთხოდ წასვლის საშუალება მისცა. ინტერნეტმომხარებლების დიდი ნაწილი ირონიული იუმორით აღნიშნავდა, რომ რამდენიმესაათიან სპეცოპერაციას ინტერესით უყურეს, თუმცა სიმძაფრე დააკლდათ.

"მაგალითად, რუსეთში მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად ФСБ-ს ალყით, თავდამსხმელის მიმართ ულტიმატუმითა და, საბოლოოდ, შტურმით დასრულდებოდა, რომელსაც მოჰყვებოდა მსხვერპლი, შემდეგ კი, პუტინის სამძიმრის შემცველი, თუმცა, გამარჯვებულის ტონალობაში წარმოთქმული სიტყვები, რომ "ძალიან წუხს დაღუპულების გამო, უსამძიმრებს მათ ოჯახებს, მაგრამ რუსეთი არასდროს წაახალისებს ტერორიზმსა და მძარცველებს".

ამას მოჰყვებოდა, პროსახელისუფლებო მედიის გადაცემები პათოსით, რომ გარე ძალების კიდევ ერთი შეტევა წარმატებით მოვიგერიეთ და მოსკოვი ტერორიზმს არასდროს შეეგუება, თუნდაც მსხვერპლის ფასად, რათა პრეცენდენტად არ იქცეს! მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეცენდენტები მაინც ხდება, თან საკმაოდ ხშირად... ეს ყველაფერი იქნებოდა, ცენტრალურ მოედანზე მიხაკებისა და სანთლების ფონზე... ჩვენ ასეთ ცხოვრებას შევეჩვიეთ. ქართველებო, რა ყველაფერში უცნაურები ხართ, როგორ ცხოვრობდით თქვენ საბჭოთა სივრცეში?!", - წერენ რუსები.

მსგავსი შინაარსის კომენატრები აქვს Youtube.com-ზე დადებულ ვიდეოს, რომელშიც მძარცველის მოქმედებებია ასახული.

"თუ აქამდე გვსმენია ძარცვა იტალიურად, ფრანგულად, ან ამერიკულად, ახლა მოვისმინეთ, ძარცვა ქართულად", - წერს "სერგეი შუტკო".

"რა უცნაურია, კავკასიაში უფროსების მიმართ განსგტერებიც კი შემწნყარებლები არიან... თუმცა, ქართველები მართლაც გამოირჩეოდნენ განსხვავებული ჰუმანიზმით, უფროსი თაობის მიმართ", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, ელენა ნისტორი.

"ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!" - წერს მაქსიმ პონომარენკო.

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

"შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ" - ენტონი ფაუჩი