მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაირკვა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი წამლები არ არის ბაჩალიაშვილის შეძენილი... ეს არის ჯგუფური მკვლელობა" - რა ახალ დეტალებზე საუბრობენ ადვოკატები
"გაირკვა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი წამლები არ არის ბაჩალიაშვილის შეძენილი... ეს არის ჯგუფური მკვლელობა" - რა ახალ დეტალებზე საუბრობენ ადვოკატები

პროგ­რა­მისტ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას "ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბას" უწო­დებს. მისი გან­ცხა­დე­ბით, ად­ვო­კა­ტე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის 28 ტომს გა­ეც­ნენ, სა­დაც გა­მო­ძი­ე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა იკ­ვე­თე­ბა. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ირ­კვე­ვა, რომ "მე­დი­კა­მენ­ტი, რაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ამავდრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს მის ავ­ტო­მო­ბილ­შიც, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არ არის აფ­თი­აქ­ში ნა­ყი­დი".

"არ ემ­თხვე­ვა ქვით­რე­ბი, რაც იქ იყი­და და ასე­ვე არ დას­ტურ­დე­ბა ფარ­მა­ცევ­ტე­ბის მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, რომ ის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ იყოს შე­ძე­ნი­ლი. ირ­კვე­ვა, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი, ვა­და­გა­სუ­ლი წამ­ლე­ბი, არ არის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ შე­ძე­ნი­ლი და მას არ ეკუთ­ვნის. ეს არის ვინ­მეს მიერ ჩა­დე­ბუ­ლი. დიახ, ეს არის ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, ეს არის და­გეგ­მი­ლი. ის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ის­მის, რომ აფ­თი­ა­ქარს მე­დი­კა­მენ­ტის და­სა­ხე­ლე­ბას ეუბ­ნე­ბა, მაგ­რამ არ იცის რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ამ­ბობს, რომ ამ წამ­ლის შე­ძე­ნა ვი­ღა­ცამ და­ა­ვა­ლა, ზუს­ტად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ თა­მარს წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, სა­ერ­თოდ რის აბებს ყი­დუ­ლობ­და", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის კი­დევ ერ­თმა ად­ვო­კატ­მა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა.

"საქ­მე­ში დევს ფარ­მა­ცევ­ტე­ბის ჩვე­ნე­ბა, რომ კა­მე­რებ­თან ერ­თად იწე­რე­ბო­და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ფარ­მა­ცევ­ტე­ბის სა­უბ­რე­ბი. ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ თა­მა­რი შე­დის ოთხ სხვა­დას­ხვა აფ­თი­აქ­ში და ყი­დუ­ლობს სხვა­დას­ხვა წა­მალს. ძი­რი­თა­დად მისი მი­ზა­ნი იყო ის, რომ ოთხ სხვა­დას­ხვა აფ­თი­აქ­ში ეყი­და სხვა­დას­ხვა ოთხი წა­მა­ლი. ორ შემ­თხვე­ვა­ში იხ­დის ნაღ­დი თან­ხით, ორ შემ­თხვე­ვა­ში კი ბა­რა­თით. თუმ­ცა, არის ამო­ნა­წე­რი, რო­დე­საც ფარ­მა­ცევტს ერთ-ერთი წამ­ლის და­სა­ხე­ლე­ბას ეუბ­ნე­ბა. ფარ­მა­ცევტმა ვერ გა­ი­გო და­სა­ხე­ლე­ბა და სთხო­ვა, გა­ნე­მარ­ტა ან მი­ე­წო­დე­ბი­ნა ის ფურ­ცე­ლი, რა­ზე­დაც წამ­ლის სა­ხე­ლი ეწე­რა. თა­მა­რი კი პა­სუ­ხობს ასეთ რა­მეს, რომ არ იცის ამ წამ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ის სხვამ და­ა­ბა­რა და სხვის­თვის ყი­დუ­ლობს. საქ­მეს ბო­ლომ­დე გა­ვე­ცა­ნი და ვერ და­ვი­ნა­ხე, რომ გა­მო­ძი­ე­ბას შე­უძ­ლია და­დოს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სუ­რა­თი და და­ხუ­როს საქ­მე.

საქ­მე­ში არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რას­თან მი­მარ­თე­ბი­თაც გა­მო­ძი­ე­ბას ამ დრომ­დე პა­სუ­ხი არ აქვს და ამა­ზე სა­უ­ბა­რიც იყო. ეს არის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სის­ხლის წვე­თე­ბი. სის­ხლის წვე­თე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ორ პირ­ბა­დე­ზე, ტე­ლე­ფონ­ზე, თა­მა­რის ერთ ფეხ­საც­მელ­ზე და მან­ქა­ნის ორი­ვე უკა­ნა ხა­ლი­ჩა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა ამ­ბობს ასეთ რა­ღა­ცას, რომ პირ­ბა­დე­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სის­ხლის წვე­თე­ბი შხე­ფე­ბის სა­ხით ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ ნივ­თებ­ზე, მან­ქა­ნის ხა­ლი­ჩებ­ზე, ტე­ლე­ფონ­სა და ფეხ­საც­მელ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის წვე­თე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი ვერ და­ად­გი­ნა ჩვენ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ. ზუს­ტად ამი­ტომ ვი­თხოვ­დით იმას, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის და­ედ­გი­ნათ და საქ­მე­ზე მეტი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ყო­ფი­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და ქო­ბე­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
409

ამ ვითომ ადვოკატმა იმ რუკის გაყალბებით იმხელა დანაშაული ჩაიდინა რომ აწი სულ რომ სიმართლე თქვას მაინც აღარ დაიკერება არაფერი

tngh
147

დაიწყო ახალი სერიალი... არჩევნების წინ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გაირკვა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი წამლები არ არის ბაჩალიაშვილის შეძენილი... ეს არის ჯგუფური მკვლელობა" - რა ახალ დეტალებზე საუბრობენ ადვოკატები

"გაირკვა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი წამლები არ არის ბაჩალიაშვილის შეძენილი... ეს არის ჯგუფური მკვლელობა" - რა ახალ დეტალებზე საუბრობენ ადვოკატები

პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას "ჯგუფურ მკვლელობას" უწოდებს. მისი განცხადებით, ადვოკატები სისხლის სამართლის საქმის 28 ტომს გაეცნენ, სადაც გამოძიების ბუნდოვანება იკვეთება. ადვოკატის განმარტებით, ირკვევა, რომ "მედიკამენტი, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინეს და ამავდროულად აღმოაჩინეს მის ავტომობილშიც, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არ არის აფთიაქში ნაყიდი".

"არ ემთხვევა ქვითრები, რაც იქ იყიდა და ასევე არ დასტურდება ფარმაცევტების მიერ მიცემულ ჩვენებებში, აუდიოჩანაწერებში, რომ ის ბაჩალიაშვილის მიერ იყოს შეძენილი. ირკვევა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი ცარიელი ფირფიტები, ვადაგასული წამლები, არ არის ბაჩალიაშვილის მიერ შეძენილი და მას არ ეკუთვნის. ეს არის ვინმეს მიერ ჩადებული. დიახ, ეს არის ჯგუფური მკვლელობა, ეს არის დაგეგმილი. ის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ აფთიაქარს მედიკამენტის დასახელებას ეუბნება, მაგრამ არ იცის რისთვის გამოიყენება და ამბობს, რომ ამ წამლის შეძენა ვიღაცამ დაავალა, ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ თამარს წარმოდგენაც არ ჰქონდა, საერთოდ რის აბებს ყიდულობდა", - განაცხადა რამიშვილმა.

საქმის მასალების შესახებ ისაუბრა ბაჩალიაშვილის ოჯახის კიდევ ერთმა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

"საქმეში დევს ფარმაცევტების ჩვენება, რომ კამერებთან ერთად იწერებოდა მომხმარებლებისა და ფარმაცევტების საუბრები. ძალიან ბუნდოვანია ის ფაქტიც, რომ თამარი შედის ოთხ სხვადასხვა აფთიაქში და ყიდულობს სხვადასხვა წამალს. ძირითადად მისი მიზანი იყო ის, რომ ოთხ სხვადასხვა აფთიაქში ეყიდა სხვადასხვა ოთხი წამალი. ორ შემთხვევაში იხდის ნაღდი თანხით, ორ შემთხვევაში კი ბარათით. თუმცა, არის ამონაწერი, როდესაც ფარმაცევტს ერთ-ერთი წამლის დასახელებას ეუბნება. ფარმაცევტმა ვერ გაიგო დასახელება და სთხოვა, განემარტა ან მიეწოდებინა ის ფურცელი, რაზედაც წამლის სახელი ეწერა. თამარი კი პასუხობს ასეთ რამეს, რომ არ იცის ამ წამლის დანიშნულება, ის სხვამ დააბარა და სხვისთვის ყიდულობს. საქმეს ბოლომდე გავეცანი და ვერ დავინახე, რომ გამოძიებას შეუძლია დადოს შემაჯამებელი სურათი და დახუროს საქმე.

საქმეში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რასთან მიმართებითაც გამოძიებას ამ დრომდე პასუხი არ აქვს და ამაზე საუბარიც იყო. ეს არის მანქანაში აღმოჩენილი სისხლის წვეთები. სისხლის წვეთები აღმოჩენილია ორ პირბადეზე, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონსა და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ. ზუსტად ამიტომ ვითხოვდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქმეში ჩართულიყო საერთაშორისო ექსპერტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის დაედგინათ და საქმეზე მეტი ჭეშმარიტება ყოფილიყო“, - განაცხადა ქობესაშვილმა.

ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში - დაჯარიმებულია 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი

ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს