დედაქალაქის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო სულ 68 ბაღია დახურული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, თითოეული ბაღის გახსნა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შემთხვევაში, საკარანტინე ვადის გასვლის შემდეგ ხდება.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ინფიცირებულთა შორის 10-მდე აღსაზრდელია.
ცნობისთვის, თბილისში საბავშვო ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნა.
იმ მშობლების ტვინში ჩამახედა, ვინც ისტერიულად გაჰკიოდა გახსენით ბაღებიო. ა, ბატონო!!! მიიღეთ შედეგი? თუ არ ელოდით? 12 ოქტომბერს ბაღები გაიხსნა და 21 ოქტომბერს მარტო თბილისში 68 ბაღი დაკეტეს კოვიდის გამო. ანუ 7 სამუშაო დღეში 68 დაიკეტა? აცნობიერებთ რამხელა საფრთხის ქვეშ დააყენეთ თქვენი ოჯახები, ბავშვები, მოხუცები და ა.შ.
როგორ მაინტერესებს, რომელი ნორმალურის ტვინში მოიხარშა ბაღების გახსნა?