მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?
"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?

"გე­ლა­თის მდო­მა­რე­ო­ბა ერთი დიდი უბე­დუ­რე­ბაა, და არა­ნაკ­ლებ დღე­შია გრე­მი, დაახ. 10 წლის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი­დან წყა­ლი ჩა­დის, შარ­შან ბრე­ზენ­ტით გა­და­ხუ­რეს დრო­ე­ბით და დღეს ეს ნაფ­ლე­თე­ბი ფრი­ა­ლებს...", - წერს დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.

ტა­ძა­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი":

"გრე­მის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტაძ­რის გუმ­ბათ­სა და სამ­რეკ­ლო­ზე 2010-2011 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­და­უ­დე­ბელ სა­კონ­სერ­ვა­ციო ჩა­რე­ვებს აწარ­მო­ებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, რაც გუმ­ბა­თი­სა და სამ­რეკ­ლოს კო­ნუ­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფრაგ­მენ­ტებ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ტაძ­რის ინ­ტე­რი­ე­რი წყლის ინ­ფილტრა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის ქვეშ მო­ექ­ცა.

ამ­ჟა­მად სა­ა­გენ­ტოს დაკ­ვე­თით, კავ­ში­რი „კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრის“ სა­რეს­ტავ­რა­ციო ჯგუ­ფი გრე­მის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის გუმ­ბათ­ზე და სამ­რეკ­ლო­ზე დრო­ე­ბი­თი ხა­რა­ჩოს მო­წყო­ბას ას­რუ­ლებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვით და­ი­ხუ­რე­ბა.

რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რის 23 ოქ­ტომ­ბერს გრე­მის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს სა­ა­გენ­ტოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის საბ­ჭოს ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი და შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სექ­ცი­ის წევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც ტაძ­რი­სა და სამ­რეკ­ლოს გუმ­ბა­თებ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­და­უ­დე­ბელ სა­კონ­სერ­ვა­ციო მე­თო­დო­ლო­გი­ას გან­სა­ზღვრა­ვენ და საბ­ჭოს გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გე­ნენ. საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი დაჩ­ქა­რე­ბულ ვა­დებ­ში და­იხ­ვე­წე­ბა სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს 150 ათა­სი ლარი უკვე გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს. სა­კონ­სერ­ვა­ციო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­იც­ვლე­ბა არ­სე­ბუ­ლი კრა­მი­ტიც, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით - თი­ხის დაწ­ნეხ­ვის, და­ფერ­ვი­სა და მო­ჭიქ­ვის მე­თო­დით უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლია და შრო­ბის პრო­ცეს­შია.

გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­კონ­სერ­ვა­ციო ჩა­რე­ვე­ბი­სა და წყლის ინ­ფილტრა­ცი­ის რის­კის გა­მო­რი­ცხვის შემ­დეგ, ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დაკ­ვე­თით­ვე, მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტორ­თა ჯგუ­ფი გრე­მის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ტაძ­რის მხატ­ვრო­ბის სა­კონ­სერ­ვა­ციო პრო­ექ­ტის კვლე­ვით-მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს და­ი­წყებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეგლის კედ­ლის მხატ­ვრო­ბის კონ­სერ­ვა­ცია 2021 წლი­დან წა­რი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
5

ჭამენ და ჭამენ შეუსვენებლად.... ვახ რა მაგრად აუხდათ ოცნება.

გიორგი
0

მიაქციეთ ყურადღება! არავის არ აქვს დამცავი საშუალებები! მერე ატყება ერთი ამბავი, ჩამოვარდაო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?

"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?

"გელათის მდომარეობა ერთი დიდი უბედურებაა, და არანაკლებ დღეშია გრემი, დაახ. 10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს დროებით და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს...", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოებსაც აქვეყნებს.

ტაძარის მდგომარეობისა და მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი":

"გრემის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე 2010-2011 წლებში განხორციელებული არასრულფასოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელ საკონსერვაციო ჩარევებს აწარმოებს. მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანებების შედეგად, რაც გუმბათისა და სამრეკლოს კონუსის არქიტექტურულ ფრაგმენტებზეა გამოვლენილი, ტაძრის ინტერიერი წყლის ინფილტრაციის სერიოზული რისკის ქვეშ მოექცა.

ამჟამად სააგენტოს დაკვეთით, კავშირი „კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ცენტრის“ სარესტავრაციო ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის გუმბათზე და სამრეკლოზე დროებითი ხარაჩოს მოწყობას ასრულებს, რომლის მეშვეობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არქიტექტურული ფრაგმენტები დროებითი გადახურვით დაიხურება.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მიმდინარე კვირის 23 ოქტომბერს გრემის სამონასტრო კომპლექსს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრი სპეციალისტები მოინახულებენ, რომლებიც ტაძრისა და სამრეკლოს გუმბათებზე გამოვლენილი დაზიანებების გადაუდებელ საკონსერვაციო მეთოდოლოგიას განსაზღვრავენ და საბჭოს განსახილველად წარუდგენენ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე კი დაჩქარებულ ვადებში დაიხვეწება სარესტავრაციო პროექტი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნულ სააგენტოს 150 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი აქვს. საკონსერვაციო პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება არსებული კრამიტიც, რომელიც ტრადიციული წესით - თიხის დაწნეხვის, დაფერვისა და მოჭიქვის მეთოდით უკვე დამზადებულია და შრობის პროცესშია.

გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევებისა და წყლის ინფილტრაციის რისკის გამორიცხვის შემდეგ, ეროვნული სააგენტოს დაკვეთითვე, მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტის კვლევით-მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებს, რომლის საფუძველზე ეროვნული კატეგორიის ძეგლის კედლის მხატვრობის კონსერვაცია 2021 წლიდან წარიმართება.

"ენგურჰესის უნიკალური კადრები, რომლის გადაღებაც ტექნიკური სამუშაოების დროს, მხოლოდ 15 წელში ერთხელაა შესაძლებელი" - 20 ფოტო

"მივხვდი, რომ პროვოკაციას მიმზადებდნენ... იქ  არასასურველი სტუმარი ვიყავი" - რას წერს მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ფაქტზე

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია