საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქიისგან" - ხატია დეკანოიძე
"პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქიისგან" - ხატია დეკანოიძე

31 ოქ­ტომ­ბერს დად­გე­ბა ის დღე, რო­დე­საც სა­ჩხე­რე, ჭი­ა­თუ­რა, ხა­რა­გა­უ­ლი, ზუგ­დი­დი, ბა­თუ­მი, თბი­ლი­სი, გლ­და­ნი, ისა­ნი ყვე­ლა ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ სი­ღა­რი­ბე­ზე, გა­ჭირ­ვე­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ა­ზე,- ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ძა­რო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ სა­ჩხერ­ში პარ­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა და­ას­რუ­ლებს უკუს­ვლას. მან მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წი­ნა­შე პი­რო­ბა დადო, რომ 31 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო "გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ოლი­გარ­ქის­გან“.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მიზ­ნით, მხარ­დამ­ჭე­რებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და.

"31 ოქ­ტომ­ბერს შე­იც­ვლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში ის უკუს­ვლა, რო­მე­ლიც იყო მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. 31 ოქ­ტომ­ბერს დად­გე­ბა ის დღე, რო­დე­საც სა­ჩხე­რე, ჭი­ა­თუ­რა, ხა­რა­გა­უ­ლი, ზუგ­დი­დი, ბა­თუ­მი, თბი­ლი­სი, გლ­და­ნი, ისა­ნი ყვე­ლა ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ სი­ღა­რი­ბე­ზე, გა­ჭირ­ვე­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის გა­ვი­მარ­ჯვებთ.

მე აქ თქვენ­თან ერ­თად, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მინ­და მხა­რი და­ვუ­ჭი­რო და სა­ჩხერ­ლებს, ჭი­ა­თუ­რე­ლებს, ხა­რა­გა­უ­ლე­ლებს მო­ვუ­წო­დო, რომ მი­ვიდ­ნენ 31 ოქ­ტომ­ბერს და მხა­რი და­უ­ჭი­რონ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს, რო­მე­ლიც არის და­უ­ღა­ლა­ვი მებ­რძო­ლი, და­უ­ღა­ლა­ვი ადა­მი­ა­ნი და იქ­ნე­ბა თქვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თქვე­ნი უშუ­ა­ლო მე­გო­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში.

პი­რო­ბას ვდებთ ყვე­ლა ერ­თად, პი­რო­ბას ვდებ ჩემი ბე­ბი­ი­სა და ბა­ბუ­ის საფ­ლავ­ზე, რომ ამ ქვე­ყა­ნას გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ იმ ოლი­გარ­ქის­გან, რო­მელ­მაც მო­ი­კა­ლა­თა ყველ­გან. მა­გი­სი სამ­შობ­ლო არ არის, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა! ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს და­სა­კარ­გი და გა­სას­ხვი­სე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა. ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ჩავ­კი­დოთ ხელი ერ­თმა­ნეთს, და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს და მო­ვი­გოთ არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის,“- გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
5

ოქროს კოშკებს აგიშენებთ ჩემსას რო მოვრჩები მერე..........................

nina
0

ბებია და ბაბუა საიდან მოიტანა? რა ეშველება ამ განმანთავისუფლებელ "ჟანიკოს"?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქიისგან" - ხატია დეკანოიძე

"პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქიისგან" - ხატია დეკანოიძე

31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძარობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საჩხერში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვეყანა დაასრულებს უკუსვლას. მან მხარდამჭერების წინაშე პირობა დადო, რომ 31 ოქტომბერს საქართველო "გათავისუფლდება ოლიგარქისგან“.

ხატია დეკანოიძემ არჩევნებში გამარჯვების მიზნით, მხარდამჭერებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"31 ოქტომბერს შეიცვლება ამ ქვეყანაში ის უკუსვლა, რომელიც იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. 31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ.

მე აქ თქვენთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, მინდა მხარი დავუჭირო და საჩხერლებს, ჭიათურელებს, ხარაგაულელებს მოვუწოდო, რომ მივიდნენ 31 ოქტომბერს და მხარი დაუჭირონ გიორგი კაპანაძეს, რომელიც არის დაუღალავი მებრძოლი, დაუღალავი ადამიანი და იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი უშუალო მეგობარი საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.

პირობას ვდებთ ყველა ერთად, პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგისი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა! ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი და გასასხვისებელი ქვეყანა. ჩემო ძვირფასებო, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, დავუჭიროთ მხარი გიორგი კაპანაძეს და მოვიგოთ არჩევნები, რომელიც იქნება ჩვენი მომავლისთვის,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"