მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროულ პასუხში 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან" - ჯანდაცვის მინისტრი
"ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროულ პასუხში 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბის ცხე­ლი ხა­ზის - 15 05-ის სერ­ვისს ოპე­რა­ტო­რე­ბი და­ე­მა­ტე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ზა­რებ­ზე არ­სე­ბულ 40%-იან ჩა­მორ­ჩე­ნას გა­უმკლავ­დე­ბი­ან.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, გარ­და უწყე­ბის ცხე­ლი ხა­ზის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის და­მა­ტე­ბი­სა, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ცხე­ლი ხა­ზიც გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

"ამ კვი­რა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის კუ­თხით ცხე­ლი ხა­ზის გაძ­ლი­ე­რე­ბას ვგეგ­მავთ და აქაც ვეც­დე­ბით, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ იყოს შე­ფერ­ხე­ბა, გვქონ­დეს დრო­უ­ლი ზა­რე­ბი. ამას­თან, მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ცხე­ლი ხა­ზის - 15 05-ის სამ­სა­ხურ­ში საშ­ტა­ტო შერ­ჩე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს გვაქვს ზა­რე­ბის 40%-იანი ჩა­მორ­ჩე­ნა, რა­საც მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე ის სა­კად­რო რე­სურ­სი გა­უმკლავ­დე­ბა, რო­მელ­თა მო­ბი­ლი­ზე­ბაც მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში, სტა­ცი­ო­ნარ­სა და კა­რან­ტინ­ში მო­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

"ჩვე­ნი 226 მო­ქა­ლა­ქე გა­და­იყ­ვა­ნეს ბი­ნი­დან კლი­ნი­კა­ში. კონ­ტაქ­ტებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 19 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს კა­რან­ტი­ნი­დან კლი­ნი­კა­ში. ასე­ვე, ბი­ნი­დან კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ექი­მებ­მა 78 პა­ცი­ენ­ტი. 318 ცხე­ლე­ბი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი და­ფიქ­სირ­და გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­ვიდკ­ლი­ნი­კა­ში კი 25 გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ამ ჩა­მოთ­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯამი და­ახ­ლო­ე­ბით 1000-მდეა. სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ პა­ცი­ენ­ტებს ჰქონ­დეთ მი­ნი­მა­ლუ­რი და­ყოვ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროულ პასუხში 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან" - ჯანდაცვის მინისტრი

"ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროულ პასუხში 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან.

როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება.

"ამ კვირაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით ცხელი ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფერხება, გვქონდეს დროული ზარები. ამასთან, მნიშნველოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ცხელი ხაზის - 15 05-ის სამსახურში საშტატო შერჩევა მიმდინარეობს. დღეს გვაქვს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის საკადრო რესურსი გაუმკლავდება, რომელთა მობილიზებაც მოხდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მან ასევე ისაუბრა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა კოვიდ სასტუმროებში, სტაციონარსა და კარანტინში მოთავსებასთან დაკავშირებითაც.

"ჩვენი 226 მოქალაქე გადაიყვანეს ბინიდან კლინიკაში. კონტაქტებში დაფიქსირებული 19 ადამიანი გადაიყვანეს კარანტინიდან კლინიკაში. ასევე, ბინიდან კარანტინში გადაიყვანეს ექიმებმა 78 პაციენტი. 318 ცხელებიანი პაციენტი დაფიქსირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდკლინიკაში კი 25 გადავიყვანეთ. ამ ჩამოთვლილი პაციენტების ჯამი დაახლოებით 1000-მდეა. სხვა შემთხვევებშიც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება", - განაცხადა ტიკარაძემ.

რა ხდება, როცა მომხმარებელზე ზრუნვა კომპანიის პრიორიტეტად იქცევა? – Hotsale.ge-ის საინტერესო კონცეფცია

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

რამდენი პაციენტი იმართება დღეს აპარატზე და არის თუ არა სისტემა მზად სასუნთქი აპარატების თვალსაზრისით - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ