სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის შემთხვევების კვლავ გაზრდის გამო, იტალიასა და შვეიცარიაში შეზღუდვები გამკაცრდა
კორონავირუსის შემთხვევების კვლავ გაზრდის გამო, იტალიასა და შვეიცარიაში შეზღუდვები გამკაცრდა

იტა­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდის გამო, შე­ზღუდ­ვებს ამ­კაც­რებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ახა­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯუ­ზე­პე კონ­ტემ გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, მე­რებს ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, 21:00 სა­ა­თის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი და­ხუ­რონ:

  • გამ­კაცრ­დე­ბა რეს­ტორ­ნე­ბის გახ­სნის დრო­სა და იქ და­საშ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი.
  • სკო­ლა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად უფ­როსკლა­სე­ლებს შე­ე­ხე­ბათ. სწავ­ლა შე­და­რე­ბით გვი­ან და­ი­წყე­ბა და მეტ­წი­ლად დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.
  • ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი 00:00 სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ მხო­ლოდ მა­გი­დის მომ­სა­ხუ­რე­ბა და­იშ­ვე­ბა. ამას­თან, ერთ მა­გი­დას­თან 6-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა.
  • გარ­და ამი­სა, შე­ზღუდ­ვე­ბის ფარ­გლებ­ში შე­ჩერ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯუ­ზე­პე კონ­ტემ გან­მარ­ტა, რომ ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის მი­ზა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა და სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა.

"და­სა­კარ­გი დრო არ გვაქვს, უნდა მი­ვი­ღოთ ახა­ლი ზო­მე­ბი იმის­თვის, რომ სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ," - გა­ნა­ცხა­და კონ­ტემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იტა­ლი­ა­ში, ზე­დი­ზედ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­დას­ტურ­და. კერ­ძოდ, ქვე­ყა­ნა­ში შა­ბათს კვი­რას კო­ვიდ 19-ის 10 925, კვი­რას კი - 11 705 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. იტა­ლი­ა­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის 414 000 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან 36 500 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღას­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, ზო­მე­ბი მკაცრ­დე­ბა შვე­ი­ცა­რი­ა­შიც, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში დღე­ი­დან ყვე­ლა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა და 15 პირ­ზე მე­ტის თავ­შეყ­რა იკ­რძა­ლე­ბა.

  • მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, პირ­ბა­დე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, მა­ღა­ზი­ებ­ში, ბან­კებ­ში, ეკ­ლე­სი­ებ­სა და კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ატა­რონ.
  • გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, სახ­ლი­დან იმუ­შა­ონ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

„კო­ვიდ 19-ის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ი­ზარ­და. ზამ­თა­რი ახ­ლოვ­დე­ბა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შე­ვა­ნე­ლოთ. ყო­ვე­ლი დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სი­მო­ნე­ტა სო­მა­რუ­გამ.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა უფრო მკაცრ შე­ზღუდ­ვებ­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც იმ შემ­თხვე­ვა­ში და­წეს­დე­ბა, თუკი ახა­ლი ზო­მე­ბი შე­დეგს არ მო­ი­ტანს.

ცნო­ბი­სათ­ვის, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა 8.6 მი­ლი­ო­ნია, პა­რას­კევს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 3 105 შემ­თხვე­ვა - გა­მოვ­ლინ­და. ქვე­ყა­ნა­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 74 422 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 1 823-ია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კორონავირუსის შემთხვევების კვლავ გაზრდის გამო, იტალიასა და შვეიცარიაში შეზღუდვები გამკაცრდა

კორონავირუსის შემთხვევების კვლავ გაზრდის გამო, იტალიასა და შვეიცარიაში შეზღუდვები გამკაცრდა

იტალია კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ზომების მიღების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა.

მისი თქმით, მერებს ექნებათ უფლებამოსილება, 21:00 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ადგილები დახურონ:

  • გამკაცრდება რესტორნების გახსნის დროსა და იქ დასაშვები ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებული წესები.
  • სკოლაში ცვლილებები ძირითადად უფროსკლასელებს შეეხებათ. სწავლა შედარებით გვიან დაიწყება და მეტწილად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
  • ბარები და რესტორნები 00:00 საათზე დაიხურება, მაგრამ 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ მაგიდის მომსახურება დაიშვება. ამასთან, ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იქნება.
  • გარდა ამისა, შეზღუდვების ფარგლებში შეჩერდება ადგილობრივი კონფერენციები და ფესტივალები.

პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განმარტა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების მიზანი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და საყოველთაო კარანტინის თავიდან აცილებაა.

"დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ახალი ზომები იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი თავიდან ავიცილოთ," - განაცხადა კონტემ.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა. კერძოდ, ქვეყანაში შაბათს კვირას კოვიდ 19-ის 10 925, კვირას კი - 11 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 414 000 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 36 500 ადამიანი დაღუპულია.

კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის ფარგლებში, ზომები მკაცრდება შვეიცარიაშიც, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დღეიდან ყველა დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება და 15 პირზე მეტის თავშეყრა იკრძალება.

  • მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბანკებში, ეკლესიებსა და კინოთეატრებში ატარონ.
  • გარდა ამისა, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლიდან იმუშაონ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შესაძლებელია.

„კოვიდ 19-ის გავრცელების ტემპი ძალიან სწრაფად გაიზარდა. ზამთარი ახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ. ყოველი დღე მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სიმონეტა სომარუგამ.

მისივე თქმით, მთავრობა უფრო მკაცრ შეზღუდვებზე მუშაობს, რომელიც იმ შემთხვევაში დაწესდება, თუკი ახალი ზომები შედეგს არ მოიტანს.

ცნობისათვის, შვეიცარიაში, რომლის მოსახლეობა 8.6 მილიონია, პარასკევს კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 3 105 შემთხვევა - გამოვლინდა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, 74 422 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 1 823-ია.

"ეს მომენტი უკვე შორს არ არის" - დიდ ბრიტანეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დეკემბრის ბოლოდან დაიწყება

მინსკში საპროტესტო აქცია სპეცტექნიკის გამოიყენებით დაშალეს

"აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებენ შეიარაღების სახით" - ერდოღანი