მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოთა იათაშვილის პირველი რომანი - წიგნი მკითხველისთვის, რომელიც კითხულობს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს
შოთა იათაშვილის პირველი რომანი - წიგნი მკითხველისთვის, რომელიც კითხულობს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს

დამ­წყე­ბი და თან მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი – ეს შოთა ია­თაშ­ვი­ლის რო­მა­ნია, რო­მე­ლიც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მკი­თხველ­თა დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა უკვე გა­მო­იწ­ვია. "დამ­წყე­ბი – მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნი“ უკვე და­ა­სა­ხე­ლეს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ–ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სი­ახ­ლედ.

„ასე მგო­ნია, რომ შოთა ია­თაშ­ვილს კი­დევ ბევ­რჯერ მო­უ­წევს ამ ტექ­სტის გა­და­წე­რა; და გადა-წე­რის ამ აქ­ტით კი­დევ ერთხელ მიხ­ვედ­რა, თუ რა მაქ­სი­მა­ლის­ტურ „ტე­ლოსს“ შე­ე­ჭი­და,“ – ასე ახა­სი­ა­თებს კრი­ტი­კო­სი და­ვით ან­დრი­ა­ძე შოთა ია­თაშ­ვი­ლის ახალ რო­მანს. სა­კუ­თარ თავ­სა და ნა­წარ­მო­ებ­ზე კი პო­ე­ტი და მწე­რა­ლი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გო­რია რო­მა­ნი "დამ­წყე­ბი“, რას ფიქ­რობს მას­ზე თა­ვად ავ­ტო­რი?

- ძა­ლი­ან კარ­გად გან­მარ­ტა ეს და­ვით ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბაც წიგ­ნის უკა­ნა ყდა­ზეა გა­მო­ტა­ნი­ლი. ის ამ­ბობს, რომ ეს ტექ­სტი ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ვი­წყე­ბუ­ლი ჟან­რის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რო­მა­ნის აღორ­ძი­ნე­ბის ნი­მუ­შია. მეც ზუს­ტად ასე ვფიქ­რობ და თა­ვი­დან­ვე ამ გან­ზრახ­ვით იწე­რე­ბო­და რო­მა­ნი. ოღონდ, ამას­თა­ნა­ვე, თა­ვი­დან­ვე ჩემი მი­ზა­ნი იყო, არა­ნა­ი­რად არ ყო­ფი­ლი­ყო ის მშრა­ლი და მო­სა­წყე­ნი. და მგო­ნია, რომ ესეც მო­ვა­ხერ­ხე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ვინც გა­ეც­ნო, ყვე­ლამ მი­თხრა, რომ ერთი ამო­სუნ­თქვით წა­ი­კი­თხა ეს 540-გვერ­დი­ა­ნი რო­მა­ნი. ანუ პა­რა­ლე­ლუ­რად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­ზი­სა, აქ არის ჩამ­თრე­ვი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზიც, არის დიდი ვნე­ბე­ბი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც მთე­ლი თა­ვი­სი გარ­და­ტე­ხე­ბით, ანუ არის ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც მკი­თხვე­ლი, აღი­ა­რებს თუ არა, გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც მუ­დამ მო­ი­თხოვს.

- რა­ტომ "დამ­წყე­ბი“? რას იწყებს მთა­ვა­რი გმი­რი და რო­გო­რია მისი გზა, და­სა­წყი­სის გან­ვი­თა­რე­ბა?

- მთა­ვა­რი გმი­რი, ნი­კო­ლო­ზი არის 50 წლის ასაკს გა­დაც­დე­ნი­ლი პო­ე­ტი, რო­მე­ლიც მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ლექ­სე­ბის შე­თხზვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და უცებ აღ­მო­ა­ჩენს, რომ თურ­მე წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, რო­გო­რაა სამ­ყა­რო მო­წყო­ბი­ლი. ანუ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ერ­კვე­ვა იმ მთა­ვარ წეს-კა­ნო­ნებ­ში, რაც სხვა­დას­ხვა მაკ­რო თუ მიკ­რო­სამ­ყა­რო­ებ­შია. ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ, ის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იწყებს სხვა­დას­ხვა დის­ციპ­ლი­ნებ­ში ერ­თდრო­უ­ლად გარ­კვე­ვა­სა და ინ­ტენ­სი­ურ ფიქ­რს სხვა­დას­ხვა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებ­სა და ფე­ნო­მე­ნებ­ზე. ეს კარ­დი­ნა­ლუ­რად ცვლის არა მხო­ლოდ მისი აზ­როვ­ნე­ბის, არა­მედ ცხოვ­რე­ბის წეს­საც. აი, ასეთ ადა­მი­ან­ზეა ეს რო­მა­ნი, ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც გა­და­წყვეტს, რომ „სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს“ და უკვე ხნი­ე­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, დამ­წყე­ბი კლა­სის მერ­ხზე ჯდე­ბა.

- რას ნიშ­ნავს მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნი?

ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი მი­ნი­მა­ლიზ­მია. პო­ე­ტე­ბი, მხატ­ვრე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი სულ ცდი­ლო­ბენ მა­ღა­ლი დო­ნის მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მნან. არ­სე­ბობს წმინ­და წყლის მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ფორ­მე­ბიც და გა­ნუ­წყვეტ­ლივ ხდე­ბა ამ ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და დახ­ვე­წა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წე­სით მაქ­სი­მა­ლიზ­მი უნდა იყოს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ამა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. თუ ვინ­მე ცდი­ლობს ასე­თი ტი­პის ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნა სცა­დოს, უფრო თა­ვის­თვის, ჩუ­მად აკე­თებს ამას და მსგავს იარ­ლიყს თა­ვის ქმნი­ლე­ბას არ აწე­ბებს. ახ­ლაც აი, თით­ქმის ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, რას ნიშ­ნავს მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნიო და ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა ამის შე­სა­ხებ. არა­და რამე მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი რომ და­მე­წე­რა (პო­ე­ზი­ა­ში და­მი­წე­რია კი­დეც საკ­მა­ოდ ბევ­რი), ყვე­ლა ბუ­ნებ­რი­ვად მი­ი­ღებ­და ამას. ერთი სი­ტყვით, ესაა პირ­ველ რიგ­ში ავ­ტო­რი­სე­უ­ლი გულ­წრფე­ლო­ბა. მე მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე არ დავ­მა­ლე, რომ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და ისე­თი ტექ­სტის შექ­მნა, რო­მელ­შიც რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი. „შოთა ია­თაშ­ვი­ლის „მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნი“ პო­ე­ტის ერ­თდრო­უ­ლად პრო­ზა­უ­ლი და იმავდრო­უ­ლად ნონპ­რო­ზა­უ­ლი ტექ­სტია; თუნ­დაც - მე­ტა­ტექ­სტი, რო­მე­ლიც გა­და­ძეძ­გი­ლია რა გინ­და რა იმპლო­ზი­ე­ბით, ინ­ტე­რაქ­ცი­ე­ბით, მე­სი­ჯე­ბით, კომ­პო­უ­ზინ­გე­ბით, დე­პერ­სო­ნი­ფი­კა­ცი­ე­ბით, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ე­ბით, ბი­ფურ­კა­ცი­ე­ბით, სუბ­ლი­მა­ცი­ე­ბით, დე­კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით, ადაპ­ტა­ცი­ე­ბით, ნა­ვი­გა­ცი­ე­ბით, მორ­ფინ­გე­ბით, პას­ტი­შე­ბით, ჰიბ­რი­დე­ბით, ენთრო­პი­ით, ჰი­პერ და ინ­ტერ­ტექ­სტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბით... - აი, ასე­თი რამ თქვა კრი­ტი­კოს­მა და­ვით ან­დრი­ა­ძემ რო­მან­ზე. მიხ­ვდით, რა­შია საქ­მე? აი, ეს გა­და­ძეძ­გი­ლო­ბაა, რა­საც მე არ გა­ვურ­ბი, არა­მედ პი­რი­ქით, მი­ველტვი, ოღონდ ისე, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს დამ­ღლე­ლი არ იყოს, პი­რი­ქით, მომ­ნუს­ხვე­ლი იყოს თა­ვი­სი სტი­ლუ­რი დახ­ვე­წი­ლო­ბით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვი­და, აწი უკვე თქვე­ნი შე­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ვინ არის რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რის პრო­ტო­ტი­პი, თქვენ ხომ არა?

- პრო­ტო­ტი­პი­ცა ვარ და ან­ტიპ­რო­ტო­ტი­პიც. ნი­კო­ლო­ზი ჩემ­სა­ვით პო­ე­ტი და რე­დაქ­ტო­რია, და ის მო­გო­ნე­ბე­ბი, რაც მის ცნო­ბი­ე­რე­ბის ნა­კად­ში ჩნდე­ბა ხოლ­მე, ჩემი წარ­სუ­ლის სუ­რა­თე­ბია. მაგ­რამ მე პრინ­ცი­პუ­ლად გან­ვსხვავ­დე­ბი მის­გან იმ გა­გე­ბით, რომ არას­დროს პო­ე­ზი­ა­ში ან თუნ­დაც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სივ­რცე­ში ჩა­კე­ტი­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. პი­რი­ქით, მე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მა­თე­მა­ტი­კი­დან მო­ვე­დი. და რომ არა ეს, ასეთ რო­მანს ალ­ბათ ვერც დავ­წერ­დი. ასე რომ, ამ თვალ­საზ­რი­სით ნი­კო­ლო­ზი ჩემი ან­ტი­პო­დია.

- ვინ არის „დამ­წყე­ბის“ მკი­თხვე­ლი, რო­გორ მკი­თხველ­ზეა ის გათ­ვლი­ლი?

- ისეთ­ზე, ვინც იმი­ტომ კი­თხუ­ლობს, რომ რა­ღა­ცა­ში გა­ერ­კვეს და არა იმი­ტომ, რომ გა­ერ­თოს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ესაა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რო­მა­ნი, შე­იძ­ლე­ბა ერ­თგვა­რი იუ­მო­რით სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლიც კი ვუ­წო­დოთ, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლოც შე­არ­ქვეს უკვე, მაგ­რამ ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი მთა­ვა­რი არაა, და არც და­მა­ში­ნე­ბე­ლი უნდა იყოს გულ­წრფე­ლი და ინ­ტე­რე­სი­ა­ნი მკი­თხვე­ლი­სათ­ვის.

- რო­გო­რი იყო პოეტ შოთა ია­თაშ­ვი­ლის გზა პრო­ზა­ი­კოს შოთა ია­თაშ­ვი­ლამ­დე?

- პო­ე­ზია არას­დროს ყო­ფი­ლა ჩემ­თვის გა­მო­ხატ­ვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა. პო­ე­ზი­ის და პრო­ზის წერა მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თობ­ლი­ვად და­ვი­წყე და დღემ­დე მო­თხრო­ბე­ბის ოთხი კრე­ბუ­ლიც მაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი: „კონ­ტრა­ჟუ­რი“ (მე­რა­ნი, 1998), „ყვა­ვილ­თა ყვა­ვი­ლი და ინ­ჟი­ნე­რი“ (კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლი, 2000), „ფო­ტო­მა­მე­ბი“ ( ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, 2005) და „მი­ზი­დუ­ლო­ბა“ (პა­ლიტ­რა L, 2012). რო­მა­ნის წე­რაც რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­წყია, მაგ­რამ გავ­ჭე­დილ­ვარ და მი­მი­ტო­ვე­ბია. და­უ­წე­რია რო­მა­ნი ჩემს ალ­ტერ-ეგოს, დი­ა­ნა ვაჩ­ნა­ძეს: „ნატა ანუ ახა­ლი ჟი­უ­ლი“ (ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, 2003). ასე რომ, ვე­რა­ფერ გან­სა­კუთ­რე­ბულს ვერ ვხე­დავ ჩემს ახ­ლან­დელ რო­მან­ში, პი­რი­ქით, ვფიქ­რობ, ადრე თუ გვი­ან ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო, უბ­რა­ლოდ, ამის­თვის სა­ჭი­რო იყო ფარ­თო თემა და ის შთა­გო­ნე­ბა თუ შე­პყრო­ბი­ლო­ბა, რაც უცებ გა­მიჩ­ნდა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბო­ლომ­დე გამ­ყვა. ახლა ვფიქ­რობ იმა­ზეც, რომ შე­იძ­ლე­ბა ამ ფაქ­ტმა და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს და ჩემი პრო­ზის მი­მართ, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ სულ ჩემი პო­ე­ზი­ის ჩრდილ­ში იდგა, ინ­ტე­რე­სი გა­ზარ­დოს.

- და ბო­ლოს, რა არის ის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი, რისი მი­ტა­ნაც მკი­თხვე­ლის­თვის ამ რო­მა­ნით გსურ­დათ?

- მთე­ლი რო­მა­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნი­კო­ლო­ზი სხვა­დას­ხვა გზით ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­ზო­მოს. და რო­დე­საც მას ზო­მავს, მა­შინ­ვე უჩ­ნდე­ბა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ ყო­ვე­ლი დღე აზ­რი­ა­ნად, ბო­ლომ­დე დატ­ვირ­თუ­ლად გა­ა­ტა­როს, სამ­ყა­როს რო­მე­ლი­მე სა­ი­დუმ­ლო­ში გა­ერ­კვეს. ალ­ბათ ესაა ერთ-ერთი მთა­ვა­რი მე­სი­ჯი ამ ტექ­სტი­სა. და იმე­დი მაქვს, რომ მისი კი­თხვი­სას არა­ვის გა­უჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ დრო ტყუ­ი­ლად და­კარ­გა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

შოთა იათაშვილის პირველი რომანი - წიგნი მკითხველისთვის, რომელიც კითხულობს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს

შოთა იათაშვილის პირველი რომანი - წიგნი მკითხველისთვის, რომელიც კითხულობს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს

დამწყები და თან მაქსიმალისტური – ეს შოთა იათაშვილის რომანია, რომელიც წიგნის მაღაზიის თაროზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, თუმცა მკითხველთა დიდი დაინტერესება უკვე გამოიწვია. "დამწყები – მაქსიმალისტური რომანი“ უკვე დაასახელეს, როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლედ.

„ასე მგონია, რომ შოთა იათაშვილს კიდევ ბევრჯერ მოუწევს ამ ტექსტის გადაწერა; და გადა-წერის ამ აქტით კიდევ ერთხელ მიხვედრა, თუ რა მაქსიმალისტურ „ტელოსს“ შეეჭიდა,“ – ასე ახასიათებს კრიტიკოსი დავით ანდრიაძე შოთა იათაშვილის ახალ რომანს. საკუთარ თავსა და ნაწარმოებზე კი პოეტი და მწერალი თავად გვესაუბრება.

- როგორია რომანი "დამწყები“, რას ფიქრობს მასზე თავად ავტორი?

- ძალიან კარგად განმარტა ეს დავით ქართველიშვილმა, რომლის შეფასებაც წიგნის უკანა ყდაზეა გამოტანილი. ის ამბობს, რომ ეს ტექსტი ათწლეულების მანძილზე მივიწყებული ჟანრის, საგანმანათლებლო რომანის აღორძინების ნიმუშია. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და თავიდანვე ამ განზრახვით იწერებოდა რომანი. ოღონდ, ამასთანავე, თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, არანაირად არ ყოფილიყო ის მშრალი და მოსაწყენი. და მგონია, რომ ესეც მოვახერხე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ვინც გაეცნო, ყველამ მითხრა, რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა ეს 540-გვერდიანი რომანი. ანუ პარალელურად საგანმანათლებლო ხაზისა, აქ არის ჩამთრევი სიუჟეტური ხაზიც, არის დიდი ვნებები, დიდი სიყვარულის ისტორიაც მთელი თავისი გარდატეხებით, ანუ არის ყველაფერი ის, რასაც მკითხველი, აღიარებს თუ არა, გულის სიღრმეში მაინც მუდამ მოითხოვს.

- რატომ "დამწყები“? რას იწყებს მთავარი გმირი და როგორია მისი გზა, დასაწყისის განვითარება?

- მთავარი გმირი, ნიკოლოზი არის 50 წლის ასაკს გადაცდენილი პოეტი, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ლექსების შეთხზვით იყო დაკავებული და უცებ აღმოაჩენს, რომ თურმე წარმოდგენა არა აქვს, როგორაა სამყარო მოწყობილი. ანუ ვერანაირად ვერ ერკვევა იმ მთავარ წეს-კანონებში, რაც სხვადასხვა მაკრო თუ მიკროსამყაროებშია. ყოველივე ამის გააზრების შემდეგ, ის აჩქარებული წესით იწყებს სხვადასხვა დისციპლინებში ერთდროულად გარკვევასა და ინტენსიურ ფიქრს სხვადასხვა კანონზომიერებებსა და ფენომენებზე. ეს კარდინალურად ცვლის არა მხოლოდ მისი აზროვნების, არამედ ცხოვრების წესსაც. აი, ასეთ ადამიანზეა ეს რომანი, ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტს, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ და უკვე ხნიერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამწყები კლასის მერხზე ჯდება.

- რას ნიშნავს მაქსიმალისტური რომანი?

ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი მინიმალიზმია. პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები სულ ცდილობენ მაღალი დონის მინიმალისტური ნამუშევრები შექმნან. არსებობს წმინდა წყლის მინიმალისტური ფორმებიც და განუწყვეტლივ ხდება ამ ფორმების გამოყენება და დახვეწა. ამ მიმართულების საწინააღმდეგო წესით მაქსიმალიზმი უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც ამაზე არავინ ლაპარაკობს. თუ ვინმე ცდილობს ასეთი ტიპის ნაწარმოების შექმნა სცადოს, უფრო თავისთვის, ჩუმად აკეთებს ამას და მსგავს იარლიყს თავის ქმნილებას არ აწებებს. ახლაც აი, თითქმის ყველას გაუკვირდა, რას ნიშნავს მაქსიმალისტური რომანიო და ყველა მეკითხება ამის შესახებ. არადა რამე მინიმალისტური რომ დამეწერა (პოეზიაში დამიწერია კიდეც საკმაოდ ბევრი), ყველა ბუნებრივად მიიღებდა ამას. ერთი სიტყვით, ესაა პირველ რიგში ავტორისეული გულწრფელობა. მე მკითხველის წინაშე არ დავმალე, რომ ჩაფიქრებული მქონდა ისეთი ტექსტის შექმნა, რომელშიც რაღაც თვალსაზრისით ყველაფერი იქნებოდა თავმოყრილი. „შოთა იათაშვილის „მაქსიმალისტური რომანი“ პოეტის ერთდროულად პროზაული და იმავდროულად ნონპროზაული ტექსტია; თუნდაც - მეტატექსტი, რომელიც გადაძეძგილია რა გინდა რა იმპლოზიებით, ინტერაქციებით, მესიჯებით, კომპოუზინგებით, დეპერსონიფიკაციებით, კოჰაბიტაციებით, ბიფურკაციებით, სუბლიმაციებით, დეკონსტრუქციებით, ადაპტაციებით, ნავიგაციებით, მორფინგებით, პასტიშებით, ჰიბრიდებით, ენთროპიით, ჰიპერ და ინტერტექსტუალური თამაშებით... - აი, ასეთი რამ თქვა კრიტიკოსმა დავით ანდრიაძემ რომანზე. მიხვდით, რაშია საქმე? აი, ეს გადაძეძგილობაა, რასაც მე არ გავურბი, არამედ პირიქით, მიველტვი, ოღონდ ისე, რომ ყოველივე ეს დამღლელი არ იყოს, პირიქით, მომნუსხველი იყოს თავისი სტილური დახვეწილობით. ყოველ შემთხვევაში, ეს მქონდა ჩაფიქრებული და რამდენად გამომივიდა, აწი უკვე თქვენი შესაფასებელია.

- ვინ არის რომანის მთავარი გმირის პროტოტიპი, თქვენ ხომ არა?

- პროტოტიპიცა ვარ და ანტიპროტოტიპიც. ნიკოლოზი ჩემსავით პოეტი და რედაქტორია, და ის მოგონებები, რაც მის ცნობიერების ნაკადში ჩნდება ხოლმე, ჩემი წარსულის სურათებია. მაგრამ მე პრინციპულად განვსხვავდები მისგან იმ გაგებით, რომ არასდროს პოეზიაში ან თუნდაც ჰუმანიტარულ სივრცეში ჩაკეტილი არ ვყოფილვარ. პირიქით, მე ლიტერატურაში მათემატიკიდან მოვედი. და რომ არა ეს, ასეთ რომანს ალბათ ვერც დავწერდი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ნიკოლოზი ჩემი ანტიპოდია.

- ვინ არის „დამწყების“ მკითხველი, როგორ მკითხველზეა ის გათვლილი?

- ისეთზე, ვინც იმიტომ კითხულობს, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ინტელექტუალური რომანი, შეიძლება ერთგვარი იუმორით სამეცნიერო-პოპულარულიც კი ვუწოდოთ, როგორც აღვნიშნეთ, მას საგანმანათლებლოც შეარქვეს უკვე, მაგრამ ეს განმარტებები მთავარი არაა, და არც დამაშინებელი უნდა იყოს გულწრფელი და ინტერესიანი მკითხველისათვის.

- როგორი იყო პოეტ შოთა იათაშვილის გზა პროზაიკოს შოთა იათაშვილამდე?

- პოეზია არასდროს ყოფილა ჩემთვის გამოხატვის ერთადერთი საშუალება. პოეზიის და პროზის წერა მე, ფაქტობრივად, ერთობლივად დავიწყე და დღემდე მოთხრობების ოთხი კრებულიც მაქვს გამოცემული: „კონტრაჟური“ (მერანი, 1998), „ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი“ (კავკასიური სახლი, 2000), „ფოტომამები“ ( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005) და „მიზიდულობა“ (პალიტრა L, 2012). რომანის წერაც რამდენჯერმე დამიწყია, მაგრამ გავჭედილვარ და მიმიტოვებია. დაუწერია რომანი ჩემს ალტერ-ეგოს, დიანა ვაჩნაძეს: „ნატა ანუ ახალი ჟიული“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2003). ასე რომ, ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ჩემს ახლანდელ რომანში, პირიქით, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, უბრალოდ, ამისთვის საჭირო იყო ფართო თემა და ის შთაგონება თუ შეპყრობილობა, რაც უცებ გამიჩნდა და საბედნიეროდ, ბოლომდე გამყვა. ახლა ვფიქრობ იმაზეც, რომ შეიძლება ამ ფაქტმა დადებითად იმოქმედოს და ჩემი პროზის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ სულ ჩემი პოეზიის ჩრდილში იდგა, ინტერესი გაზარდოს.

- და ბოლოს, რა არის ის მთავარი სათქმელი, რისი მიტანაც მკითხველისთვის ამ რომანით გსურდათ?

- მთელი რომანის განმავლობაში, ნიკოლოზი სხვადასხვა გზით ცდილობს ადამიანის ცხოვრება გაზომოს. და როდესაც მას ზომავს, მაშინვე უჩნდება მოთხოვნილება, რომ ყოველი დღე აზრიანად, ბოლომდე დატვირთულად გაატაროს, სამყაროს რომელიმე საიდუმლოში გაერკვეს. ალბათ ესაა ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ამ ტექსტისა. და იმედი მაქვს, რომ მისი კითხვისას არავის გაუჩნდება განცდა, რომ დრო ტყუილად დაკარგა.

"ბიბლუსში" წიგნების მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე მიიღე საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი"

როგორ გადავდგათ ნაბიჯი ნულიდან ერთამდე

„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე