მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლდება" - რა რეკომენდაციით მიმართავს პრემიერი საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებს?
"უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლდება" - რა რეკომენდაციით მიმართავს პრემიერი საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებს?

უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის სწავ­ლის რე­ა­ლურ სივ­რცე­ში 19 ოქ­ტომ­ბერს გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ბა­ზი­სო მო­თხოვ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა გა­ნათ­ლე­ბა, არ უნდა შე­ი­ზღუ­დოს.

"უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ რე­კო­მენ­და­ცია, რომ იქ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, მაგ­რამ იქ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი არაა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ჩა­ა­ტა­რონ. ჩვენ ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, როცა ჩვენ ვამ­ბობთ ადაპ­ტა­ცი­ას და ვირუ­სის მარ­თვას, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ბა­ზი­სო მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი არ უნდა შე­ი­ზღუ­დოს. ისე­თი რო­გო­რი­ცაა სკო­ლა, სა­ბავ­შვო ბაღი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. ამი­ტომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნას და­ცუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს აქვს მი­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე რომ იყოს და­ცუ­ლი სკო­ლებ­შიც და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, პრე­მი­ე­რი სა­ჯა­რო უწყე­ბებ­სა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შა­ო­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ ყვე­ლა, სა­დაც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს". რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს რე­კო­მენ­და­ცი­აა, თუმ­ცა, ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

„მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კერ­ძო და სა­ჯა­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - მაქ­სი­მა­ლუ­რად დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შა­ო­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ ყვე­ლა, სა­დაც ამის შე­სა­ძებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს არის რე­კო­მენ­და­ცია და ყვე­ლა კო­მერ­ცი­ულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, სა­წარ­მო­ებ­მა, რომ­ლებ­საც ჩვენ ხელს ვუ­წყობ­დით, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. ის რაც მოხ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში ფოთ­ში, როცა ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ვე­პყრათ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს და ავ­ღ­ჭურ­ვოთ ყვე­ლა იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით, და­წყე­ბუ­ლი პირ­ბა­დით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რათა ამ ხალ­ხმა და­იც­ვან თა­ვის თავი,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციური
0

არ შეიძლება სწავლის დაწყება, ეს კატასტროფამდის მიგვიყვანს, დისტანციურად არც ისე ცუდი შედეგი აქვს, გადავარჩინოთ თაობა, ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი შვილები

beso
0

გაუგებარია! ესაა კაბინეტის უქონლობის შედეგია(გაიგეთ საქართველო კოვიდშია, ხოლო ჯანსისტემა მკვდარია), სადაც დამოკიდებული ხარ იქით ინსტიტუტებზე. რასაც ჩაგძახებენ, იმას იტყვი! 2004 წლიდან პრემიერს მინისტრთა კაბინეტი არ გააჩნია, სადაც ყველა კრებსით ამირანზე უფრო მაღალი უნარის ადამიანების ადგილია. აი რა აკლია ქვეყანას, რაზეც თავად პრემიერიც ვერ იღებს გადაწყვეტილებას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლდება" - რა რეკომენდაციით მიმართავს პრემიერი საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებს?

"უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლდება" - რა რეკომენდაციით მიმართავს პრემიერი საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებს?

უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები, როგორიცაა განათლება, არ უნდა შეიზღუდოს.

"უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ლაბორატორიებში ჩაატარონ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით, განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იქნას დაცული. განათლების სამინისტროს აქვს მიცემული შესაბამისი დავალებები უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე რომ იყოს დაცული სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერი საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ "მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს". როგორც მან აღნიშნა, ეს რეკომენდაციაა, თუმცა, ყველა ორგანიზაციამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ორგანიზაციების კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ჩვენ ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როცა ერთ დაწესებულებაში დაახლოებით 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს და ავღჭურვოთ ყველა იმ აუცილებელი საშუალებით, დაწყებული პირბადით და დამთავრებული შესაბამისი საშუალებებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავის თავი,“ - განაცხადა გახარიამ.

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”