პარტნიორები:
    ავტორი:

    რომელ რეგიონებში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - "კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში - ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით"

    რომელ რეგიონებში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - "კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში - ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით"

    ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა, ხოლო აჭარაში ინფიცირებულია 286 ადამიანი. როგორც მან ჟურნალისტებს განუხადა, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების სერიოზული მატება დაფიქსირდა.

    „როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება. ჩვენ ამის შესახებ მოსახლეობას ვაფრთხილებდით. დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 919 შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ დაახლოებით 53%. ეს შეესაბამება 7367-ს. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას, ეს არის 7073, რომლებიც მკურნალობენ სტაციონარებში, სასტუმროებში, ასევე მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები ბინაზე არიან.

    განაწილებით თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია-366 ახალი შემთხვევაა, აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189. იმერეთში ოდნავ შემცირდა- 104-ია, გუშინ იყო 150. სამეგრელო ზემო-სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი დადასტურებული შემთხვევა, კახეთსა და გურიაში გახლავთ 13-13, მცხეთა-მთიანეთში 11, სამცხე ჯავახეთში არის 3 და რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1 შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.

    მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც ატარონ პირბადე.

    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული.

    „კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“, - განაცხადა ენდელაძემ.

    მისი შეფასებით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება.

    „ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, მომავალშიც იქნება, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. ძალიან სერიოზული კოორდინირებული მუშაობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ამ პროცესში ეპიდემიოლოგები და მედიკოსებიც ჩართული არიან“, - განაცხადა ენდელაძემ.

    კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ლევან რატიანი

    ჩხუბი მკლავჭიდის ფედერაციაში - სოსო ჯაჭვლიანს სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს

    "რემდესივირი" არის უმაქნისი პრეპარატი... იმედია, ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება მის შეძენაში" - რას წერს ინფექციონისტი