ავტორი:

ჩხუბი მკლავჭიდის ფედერაციაში - სოსო ჯაჭვლიანს სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს

ჩხუბი მკლავჭიდის ფედერაციაში - სოსო ჯაჭვლიანს სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში, სადაც გამგეობის სხდომა მიმდინარეობდა, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილიდან კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა. მათ ჯაჭვლიანს კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს.

ჩხუბი მიზეზი გახდა ის, რომ სხდომაზე მისულ მლავჭიდელებს სოსო ჯაჭვლიანმა იქ შესვლის უფლება არ მისცა. მისი გადაწყვეტილებით შენობასთან დაცვა იყო გაძლიერებული და სპორტსმენებს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" არ უშვებდა, თუმცა მათ შესვლა მაინც მოახერხეს.

ისინი ჯაჭვლიანის თანამდებობიდან წასვლიას მოითხოვდნენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თავის მხრივ სოსო ჯაჭვლიანი აპირებდა რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ვიცე-პრეზიდენტი რევაზ ლუთიძე და დაპირისპირებაც ამ ფაქტს მოჰყვა. სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.