საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა" - გიგა ბოკერია
"ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა" - გიგა ბოკერია

ივა­ნიშ­ვილს სურს დღე­ვან­დე­ლი კა­ტას­ტრო­ფის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ხოლო სა­ა­კაშ­ვი­ლი იყუ­რე­ბა უკან, 2012 წლამ­დე ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ჩვე­ნი გუნ­დი, ჩემი ჩათ­ვლით ყვე­ლა შტოს აკონ­ტრო­ლებ­და და ამი­ტომ არ­ცერ­თი არ სჭირ­დე­ბა დღეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა, გიგა ბო­კე­რი­ამ ფოთ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უქ­მნის კო­ა­ლი­ა­ცი­ას „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არ და­უ­ჭერს მხარს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რას.

„ის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი, ეს არის სა­ყო­ველ­თაო შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ჩემი, ჩვე­ნი, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ამო­ცა­ნა სწო­რედ ამ გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქემ­დე ჩვე­ნი გე­ზის, ხედ­ვის მი­ტა­ნაა, თუ რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ცვლი­ლე­ბებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს რას გა­ვა­კე­თებთ და რას არ გა­ვა­კე­თებთ. ივა­ნიშ­ვილს და მის გა­რე­მოც­ვას არ შე­ვუქ­მნით კო­ა­ლი­ცი­ას არ­ცერ­თი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში და ამას­თან, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვუ­ჭერთ მხარს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რას. ეს არის ჩვე­ნი ხედ­ვა, ჩვე­ნი გეზი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ ორი პი­რო­ბის დაც­ვა გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

ამას­თან ბო­კე­რი­ას თქმით, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“ ორი კვი­რაა უარს ამ­ბობს “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კლი­პის ეთერ­ში გაშ­ვე­ბა­ზე.

„უკვე ორი კვი­რაა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, რომ­ლის პო­ზი­ცი­აც რბი­ლად, რომ ვთქვათ თან­ხვედ­რა­შია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პრო­პა­გან­დას­თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უტიფ­რად, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით უარს აცხა­დებს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კლი­პის ეთერ­ში გაშ­ვე­ბა­ზე. იმ კლი­პის, სა­დაც გვაქვს მკა­ფიო გზავ­ნი­ლი, რომ არ შე­ვუქ­მნით კო­ა­ლი­ცი­ას „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არ და­ვუ­ჭერთ მხარს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
12

ამ ქვეყანას აღარ სჭირდება ბელადი!!! ეხლა უნდა გადავიდეთ ეტაპზე მრავალპარტიული მმართველობის, ანუ კოალიციურ მართველობაზე

ავთო
1

ეს ახლა ლაპარაკობს ასე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა" - გიგა ბოკერია

"ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა" - გიგა ბოკერია

ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით ყველა შტოს აკონტროლებდა და ამიტომ არცერთი არ სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ფოთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ არცერთ შემთხვევაში არ შეუქმნის კოალიაციას „ქართულ ოცნებას“ და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას.

„ის, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი, ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა სწორედ ამ გარდამტეხი ცვლილებების განხორციელება და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე ჩვენი გეზის, ხედვის მიტანაა, თუ როგორ განვახორციელებთ ცვლილებებს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ. ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შევუქმნით კოალიციას არცერთი სცენარის შემთხვევაში და ამასთან, არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი გეზი და აუცილებელი ამ ორი პირობის დაცვა გარდამტეხი ცვლილებებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან ბოკერიას თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ ორი კვირაა უარს ამბობს “ევროპული საქართველოს“ კლიპის ეთერში გაშვებაზე.

„უკვე ორი კვირაა ტელეკომპანია „იმედი“, რომლის პოზიციაც რბილად, რომ ვთქვათ თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით უარს აცხადებს „ევროპული საქართველოს“ კლიპის ეთერში გაშვებაზე. იმ კლიპის, სადაც გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“ და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”